არგანის ზეთი დაბერების წინააღმდეგ, წვერის და კანის ელექსირი

არგანის ზეთი თმისთვის კანისთვის და წვერისთვის მაროკოს თხევადი ოქრო

არგანის ზეთი მცენარეული ზეთია, რომელიც მზადდება არგანის ხის (Argania Spinoza) ნაყოფისგან. არგანის ზეთი არის ერთ-ერთი მთავარი საბაზისო კომპონენტი როგორც წვერის ზეთის ასევე წვერის საპნების, შამპუნების, წვერის ბალზამის და წვერის ცვილების. აღსანიშნავია რომ ჩვენი პროდუქციის ნაწილი სწორედ მაროკოშო დაფუძნებული 41 წლის გამოცდილების მქონე ბრენდ Azbane -ის მიერ  არის დამზადებული, პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი სწორედ 100% ორგანული მაროკოს არგანის ზეთია. ბლოგის გამოქვეყნების დღიდან თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ Azbane-ის მიერ წარმოებული ორგანული არგანის ზეთი. ბლოგ პოსტი დაწერილია ქ-ნ მარინა ჩხიკვიშვილის მიერ, ჩვენი მკითხველი ქ-ნ მარინას იცნობს მისი სტატიიდან სადაც განხილულია წვერის გაზრდა გახშირებასთან კავშირში მყოფი ფაქტორები. განაგრძე კითხვა

რა არის წვერის ზეთი და რატომ არის მთავარი წვერის მოვლის საშუალება?

წვერის ზეთი - Beard.ge

რა არის წვერის ზეთი ? როგორ და რატომ უნდა გამოვიყენოთ იგი ? მოდით სანამ ამ კითხვებს პასუხს გავცემდე პატარა შესავალს გავაკეთებ არა მხოლოდ წვერის ზეთზე, არამედ საქართველოში წვერის მოვლასა და წვერის მოვლის საშუალებებთან დაკავშირებით განაგრძე კითხვა

წვერის ზრდასთან დაკავშირებული 7 ფაქტორი

წვერის ზრდა და გახშირება

რატომ არ იზრდება წვერი და როგორ დავაჩქაროთ მისი ზრდა?

სტატიაში განხილული იქნება წვერის ზრდასთან/გახშირებასთან კავშირში მყოფი ყველა ფაქტორი, ასევე საუბარი იქნება რჩევებზე თუ როგორ შევქმნათ იდეალური გარემო ჯანსაღი წვერის ზრდისთვის

უძველესი დროიდან წვერი ითვლებოდა მამაკაცური სიძლიერისა და ძალაუფლების სიმბოლოდ. სპორტსა და კინოში მრავლადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ფორმისა და ზომის წვერის მქონე ცნობილი პიროვნებები. ყოველთვის იყვნენ წვერის ტარების მსურველი მამაკაცები, თუმცა დღეისათვის მთელს მსოფლიოში აღინიშნება „წვერის ბუმი“.

ეს არის ერთგვარი მოდა და დღევანდელი შეხედულებით წვერიანი მამაკაცი ქალთა გულების დამპყრობლადაა წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, გასაგებია მამაკაცების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წუხილი, ვისაც არ ამოსდით წვერი ან ვისაც წვერი ნელა ეზრდებათ ან ძალიან მეჩხერი აქვთ. ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ამ ”პრობლემის” მიზეზები და კონკრეტული რჩევებით დაგეხმაროთ მათ მოგვარებაში.  განაგრძე კითხვა