დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

წვერის დამარბილებელ – დამატენიანებელი 100 ml – Azbane

54.95

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ, გასაოცრად მაგარ პროდუქტს რომელიც შექმნილია წვერის დასარბილებლად და დასატენიანებლად. უამრავ ადამიანს აწუხებს წვერის ქავილი, წვერის და კანის გამოშრობა, უხეში წვერი და მისგან გამოწვეული პრობლემები, ეს პროდუქტი კი შექმნილია სწორედ ამ პრობლემების არათუ აღმოსაფხვრელად არამედ სხვა, ბევრად სასიამოვნო რეალობად გადაქცევისთვის.

ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 40 წლიანი გამოცდილებით!

წვერის დამარბილებელ-დამატენიანებელი, ზეთებისგან ან ბალზამებისგან განსხვავებით არის კრემის მსგავსი მასა, რომელიც ხელის გულზე უნდა მოათავსოთ და შემდეგ მასაჟისებურად (მსგავსად სხვა დანარჩენი საშუალებებისა) შეიზილოთ წვერზე და კანზე. მომენტალურად რასაც იგრძნობთ არის ენითაღუწერელი სასიამოვნო სურნელი (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურნელი არსებულ პროდუქციაში), წვერის შემსუბუქება, დატენიანება და რაც მთავარია წვერის სიფაფუკე. სხვა წვერის მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით მისი წასმით არ დავარდება წვერის ერთიანი ფორმა, გექნებათ ბუნებრივი წვერის ფორმა მაგრამ რადიკალურად შეცვლილი სტრუქტურა, შემსუბუქებული და ნაზი.

დამარბილებელ-დამატენიანებელი საშუალება იდეალური პროდუქტია როგორც ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, ასევე ზამთრის ყივნისას, ორივე დროს ხდება კანის და წვერის ინტენსიური გამოშრობა, სწორედ დატენიანების ხარჯზე კი თქვენს წვერს ექმნება ის იდეალური პირობები როგორიც მაგალითად თქვენთვის იქნებოდა რთული სამუშაო დღეების შემდეგ ჰავაის კუნძულებზე ცხელ ქვიშაში წამოგორება და არაფერზე ფიქრი 🙂 სურნელი კი იმდენად სასიამოვნო აქვს პროდუქტს, რომ ჰავაიზე წამოგორებითაც კი ვერ მიაღწევდით მსგავს რამეს 🙂

რაღა თქმა უნდა როგორც სხვა ნებისმიერი წვერის მოვლის საშუალება არსებული ჩვენს პროდუქციაში, დასარბილებელი-დამატენიანებელიც 100% ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ და მავნე დანამატებს. ისიამოვნეთ ნატურალური პროდუქტით! 🙂

ინსტრუქცია:

კრემის მხოლოდ მცირეოდენი მასაა საკმარისი ხელის გულზე მოათავსოთ, გადაინაწილოთ ორივე ხელზე და ერთიანად მასაჟისებური მოძრაობით წაისვათ როგორც წვერზე ასევე კანზე. რეკომენდირებულია გამოიყენოთ ყოველდღიურად რათა მოხდეს წვერის ღეროების დატენიანება და დარბილება (გამოიყენეთ წვერის დაბანის შემდეგ, მშრალ წვერზე). თუკი რამდენიმე წვერის მოვლის საშუალებას ფლობთ, პირველ რიგში გამოიყენეთ დამარბილებელ-დამატენიანებელი, ხოლო შემდეგ კი წვერის ზეთი, ბალზამი ან ნებისმიერი სხვა რამ.

იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული:
გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე მცირეოდენის წასმა და დააკვირდით შედეგს.
კრემი მოარიდეთ ბავშვებს! არ გამოიყენოთ ჭრილობაზე.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა