დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

Azbane – Cedarwood & Nutmeg (პრემიუმ კლასის წვერის ზეთი)

29.9548.60

Clear

კედარის ხის & მუსკატის (ინგლ. “Cedarwood & Nutmeg”) წვერის ზეთი ხასიათდება როგორც, სექსუალური და ქარიზმატული მამაკაცებისთვის შექმნილი წვერის ზეთი. აქვს ძალიან ნაზი, თბილი, უცხო და დამჯდარი მამაკაცური სურნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სიამოვნებას მოგგვრით და ბევრ შექებას დაიმსახურებს. მას არ ემუქრება გახდეს მომაბეზრებელი “სუპერ სუნი” როგორც ბევრ სხვა საყვარელ პარფიუმს თუ სურნელოვან ზეთს ემართება ხოლმე.

ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 40 წლიანი გამოცდილებით!

საოცარი სურნელის და წვერის მომენტალური დამარბილებელი ეფექტის გარდა, ზეთი მდიდარია უამრავი ანტიოქსიდანტით, რაც აუცილებელია წვერის და კანის გაჯანსაღებისთვის. რა თქმა უნდა სხვა იგივე ბრენდის ზეთების მსგავსად ეს კონკრეტული პროდუქტიც წარმოადგენს ჩვენს პრემიუმ ხაზის წვერის ზეთებს, შეიცავს 10-მდე ინგრედიენტს და თითოეული მათგანი არის მხოლოდ და მხოლოდ 100% ნატურალური და ორგანული.

მთავარი სურნელი: კედარი, ბერგამოტი, მენთოლი და ევკალიპტი.
დამატებითი სურნელი: ფიჭვი, მიხაკი, მუსკატი.

საინტერესო ფაქტები: კედარი ლიბანში (ქვეყანა დასავლეთ აზიაში) მიჩნეულია როგორც შემწყნარებლობის და უკვდავების სიმბოლოდ. კედრის ხეს უკავია ცენტრალური ადგილი ქვეყნის დროშაზე.

მუსკატი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებით. იგი დაავადებებისგან იცავს და ასტიმულირებს ორგანიზმს, ხოლო ძალიან დიდი რაოდენობის მუსკატის კაკლის მიღებით იგი მოქმედებს როგორც ჰალუცინოგენი. მუსკატი მე-19 საუკუნემდე მხოლოდ ბანდის ზღვის კუნძულებზე მოიპოვებოდა და მას ასაევე იყენებდნენ როგორც ერთ-ერთი თერაპიის და ანტი-დეპრესიის სამკურნალო საშუალებად.

ს/კ: 0010 კატეგორიები: , საძიებო სიტყვები: , , ,

ინსტრუქცია:

მხოლოდ 4-5 წვეთია საკმარისი რომ მოათავსოთ ხელის გულზე ან თითებზე და ერთიანად მასაჟისებურად წაისვათ წვერზე. შეეცადეთ რომ პირველ რიგში წვერის ძირებზე შეიზილოთ და შემდგომ ზეთიანი ხელით გაისწოროთ წვერის ფორმა. 1 ადამიანის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში 50 მლ მოცულობის ზეთი საკმარისია 4-5 თვე. ჩვენი რჩევაა ზეთი გამოიყენოთ ყოველდღიურად რათა მოხდეს წვერის ღეროების დარბილება, რაც გაგიმარტივებთ ფორმის დამორჩილებას.
იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული:
გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე რამდენიმე წვეთის წასმა და დააკვირდით შედეგს.
ზეთი მოარიდეთ ბავშვებს!

შემადგენლობა:

100% ნატურალური ზეთები: ნუშის ზეთი, არგანის ზეთი, არგანის ხის მარცვლის ზეთი, ჰოჰობას მარცვლის (თესლის) ზეთი, სეზამის მარცვლის თესლი, ავოკადოს ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ოპუნციის ნაყოფის თესლი (კაქტუსის ოჯახიდან), დიდი კამა, ცერეცოს-ს (ინგლ. Fennel) მარცვლების ზეთი, კუმარინი,  ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კომპონენტები.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა