დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

Azbane – Clove & Sage (პრემიუმ კლასის წვერის ზეთი)

29.9548.60

Clear

“Clove & Sage” (იგივე “მიხაკი & შალფეი”) წვერის ზეთის წასმით თითოეულ თქვენს ნაცნობს თუ შემხვედრს დაამახსოვრებთ თავს დაუვიწყარი მამაკაცური, ენერგიის მომცემი და ნაზი სურნელით. იგი გამოყვანილია 40 წლის ისტორიის მქონე წვერის მოვლის საშუალებების ქარხანაში და წარმოადგენს მათ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ წვერის ზეთს პრემიუმ ხაზიდან. 100% ორგანული და ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდეგარი წვერის ზეთის მთავარ ნიშანთვისებებს რაღა თქმა უნდა წარმოადგენს სუპერ გაჯანსაღება და დაუვიწყარი სურნელი (რომელიც არ აგერევათ არცერთ წვერის ზეთში). თითოეული შემცველი ინგრედიენტი განკუთვნილია კონკრეტული მიზნებისთვის, რათა წვერი გაიზარდოს ისეთი როგორიც იდეალურ პირობებში და იდეალური ორგანიზმის შემთხვევაში შეიძლებოდა რომ გაზრდილიყო.

ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 40 წლიანი გამოცდილებით!

დარბილებული წვერი და ძვირადღირებული სუნამოს სურნელი ეს მხოლოდ და მხოლოდ მომენტალური შედეგია რასაც წასმისთანავე შეიგრძნობთ და გაგახარებთ, ხოლო სისტემატიური გამოყნებისას კი ცალსახად დაინახავთ თუ რამდენად უკეთესობისკენ იცვლება თქვენი წვერი: ჯანსაღდება კანი, იზრდება ახალი ფაფუკი წვერი და სირბილის ხარჯზე გამოგყავთ წვერის სასურველი ფორმა.

მთავარი სურნელი: მიხაკი და შალფეის (იგივე სალბი, სალვია) ერთმანეთში შეზავებული სურნელი, ასევე დამატებულია ბერგამოტის და გრეიფრუტის ნატურალური ზეთები და მთლიანობაში მიღებულია მამაკაცური უცხო, ოდნავ მოტკბო და ამასთანავე გრილი ტროპიკული სურნელი.

საინტერესო ფაქტი შალფეიზე (იგივე სალვია): სალვია ლათინური სიტყვაა და მომდინარეობს სიტყვა “salvare”-დან რაც ნიშნავს დახსნა, გადარჩენას. ამ საოცარ მცენარეს უძველესი დროიდან სამკურნალოდ იყენებდნენ და სწორად ამის გამო დაერქვა ეს სახელი. 21-ე საუკუნის მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სალვიას ალცჰეიმერის დაავადების სამკურნალოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. დღესდღეობით ყველაზე პოპულარული თეთრი სალვიაა, მის გამხმარ ფოთლებს მოსაწევად იყენებენ ხასიათის გასაუმჯობესებლად.

ინსტრუქცია:

მხოლოდ 4-5 წვეთია საკმარისი რომ მოათავსოთ ხელის გულზე ან თითებზე და ერთიანად მასაჟისებურად წაისვათ წვერზე. შეეცადეთ რომ პირველ რიგში წვერის ძირებზე შეიზილოთ და შემდგომ ზეთიანი ხელით გაისწოროთ წვერის ფორმა. 1 ადამიანის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში 50 მლ მოცულობის ზეთი საკმარისია 4-5 თვე. ჩვენი რჩევაა ზეთი გამოიყენოთ ყოველდღიურად რათა მოხდეს წვერის ღეროების დარბილება, რაც გაგიმარტივებთ ფორმის დამორჩილებას.
იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული:
გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე რამდენიმე წვეთის წასმა და დააკვირდით შედეგს.
ზეთი მოარიდეთ ბავშვებს!

შემადგენლობა:

100% ნატურალური ზეთები: ნუშის ზეთი, არგანის ზეთი, არგანის ხის მარცვლის ზეთი, ჰოჰობას მარცვლის (თესლის) ზეთი, სეზამის მარცვლის თესლი, ავოკადოს ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ოპუნციის ნაყოფის თესლი (კაქტუსის ოჯახიდან), დიდი კამა, ცერეცოს-ს (ინგლ. Fennel) მარცვლების ზეთი, კუმარინი,  ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კომპონენტები.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა