დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

Azbane – Tobacco & Patchouli (პრემიუმ კლასის წვერის ზეთი)

29.9548.60

Clear
4.00 out of 5

100% ორგანული ინგრედიენტებისგან შემდგარი წვერის ზეთი “Tobacco & Patchouli” წარმოადგენს ჩვენი პროდუქციის პრემიუმ ხაზის წვერის ზეთს. მთავარი მახასიათებელი ნიშანი: ფუმფულა წვერი მომენტალურად. ამ კონკრეტული წვერის ზეთის ეფექტურობა იმდენად მაღლია რომ აქვს მომენტალური წვერის დარბილების ეფექტი. რაც შეეხება სურნელს ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანთვისებაა: აქვს ენით აღუწერელი მამაკაცური სურნელი. თამბაქო და პაჩულის ერთმანეთში შეზავებული სურნელი შეიძლება ვერც კი გადმოსცეს ადამიანმა თუ რაოდენ სასიამოვნოა.

ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 40 წლიანი გამოცდილებით!

პაჩული მრავალწლოვანი ტროპიკული ბუჩქბალახია, რომელსაც ბოლო დროს გიგანტური პარფიუმერული ზვიგენი კომპანიები დიდი ინტენსივობით იყენებენ, რათა მათ პროდუქციას შესძინონ ტკბილი და სასიამოვნოდ გრილი სურნელი, ხოლო მას დამატებული ნატურალური თამბაქოს ზეთი აძლევს მას დამჯდარ მოტკბო მამაკაცურ სურნელს. ზეთი შეიცავს მრავალ ინგრედიენტს, შესაბამისად ნამდვილად არ გეყოფათ ერთი შესუნთქვით შეცნობა. სავარაუდოთ, წასმიდან რამდენიმე წუთში ისევე როგორც ჩვენ და ასევე ყველა ამ ზეთის მომხმარებელი, თქვენც დაიწყებთ ტუჩების წინ გამოწევას რათა ულვაშების ცხვირთან ახლოს მიწევით სიამოვნების მიღების პროცესით დატკბეთ.

გარდა სურნელისა, ზეთი შეიცავს მრავალ ინგრედიენტს კანის და წვერის გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის. მაგალითისთვის არგანის, ჰოჰობას და აბუსალათინის ზეთი: 3-ვეს დანიშნულებაა დაარბილოს წვერი, კანის ფორებში შეღწევით გააჯანსაღოს კანი და შესაბამისად წვერის ღერები, სტიმულირება მისცეს კანს ახალი ჯანსაღი და ფუმფულა წვერის ზრდის.

საინტერესო ფაქტი: პაჩული ტროპიკული ბუჩქბალახი მცენარეა, რომელიც იზრდება 70-100 სმ-მდე და საჭიროებს 20°C-ზე მაღალ ტემპერატურას. მისი სამშობლო ტროპიკული აზიაა, ფილიპინები. მალდივები, მაგრამ 1939 წლიდან მოჰყავთ საქართველოშიც, აფხაზეთის ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში.

ინსტრუქცია:

მხოლოდ 4-5 წვეთია საკმარისი რომ მოათავსოთ ხელის გულზე ან თითებზე და ერთიანად მასაჟისებურად წაისვათ წვერზე. შეეცადეთ რომ პირველ რიგში წვერის ძირებზე შეიზილოთ და შემდგომ ზეთიანი ხელით გაისწოროთ წვერის ფორმა. 1 ადამიანის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში 50 მლ მოცულობის ზეთი საკმარისია 4-5 თვე. ჩვენი რჩევაა ზეთი გამოიყენოთ ყოველდღიურად რათა მოხდეს წვერის ღეროების დარბილება, რაც გაგიმარტივებთ ფორმის დამორჩილებას.
იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული:
გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე რამდენიმე წვეთის წასმა და დააკვირდით შედეგს.
ზეთი მოარიდეთ ბავშვებს!

შემადგენლობა:

100% ნატურალური ზეთები: ნუშის ზეთი, არგანის ზეთი, არგანის ხის მარცვლის ზეთი, ჰოჰობას მარცვლის (თესლის) ზეთი, სეზამის მარცვლის თესლი, ავოკადოს ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ოპუნციის ნაყოფის თესლი (კაქტუსის ოჯახიდან), დიდი კამა, ცერეცოს-ს (ინგლ. Fennel) მარცვლების ზეთი, კუმარინი,  ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კომპონენტები.

1 შეფასება, პროდუქტი: Azbane – Tobacco & Patchouli (პრემიუმ კლასის წვერის ზეთი)


  1. 4 out of 5

    (ვერიფიცირებული მყიდველი):

    სწრაფი მიწოდება, მართლად შესანიშნავი სუნი არბილებს წვერს და შესანიშნავს ხდის 😀

    • :

      გამარჯობა ნიკოლოზ 🙂 დიდი მადლობა შეფასებისთვის. პროდუქცია 5-დან 4 ვარსკვლავით გაქვთ შეფასებული, ხომ ვერ გვეტყოდით მიზეზს? სასარგებლო იქნებოდა როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის.

      პატივისცემით,
      Beard.ge

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა