დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

Azbane – Vetiver & Cardamom (პრემიუმ კლასის წვერის ზეთი)

29.9548.60

Clear

100% ორგანული და ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი წვერის ზეთი “Vetiver & Cardamom” ჩვენს ახალ პროდუქციაში იკავებს ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და საამაყო პოზიციას. ზეთის წასმიდან მაქსიმუმ 2 წუთში გრძნობთ ძალიან დარბილებულ წვერის ღერებს, ხელის მოსმით კი ხვდებით თუ რა სასიამოვნოა ასეთი რბილი წვერის ტარება. სურნელი ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ: საოცარია, 🙂 ოდნავ მოტკბო და გრილი სურნელი იზრუნებს თქვენთვის  კარგი ხასიათის შექმნაზე.

ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 40 წლიანი გამოცდილებით!

მთავარი ამ ზეთში რაც ყველაზე მეტად მოგეწონებათ არის მომენტალურად დარბილებული წვერი, მდიდრული სურნელი, კანის და წვერის თმის ღერების დამამშვიდებელი და გამაჯანსაღბელი ეფექტი (ყველაზე მეტად გამაჯანსაღებელ ეფექტს იგრძნობთ 2-კვირიანი სისტემატიური გამოყენების შემდეგ).

მთავარი სურნელი: ვეტივერის და კარდამონის (ილი) ერთმანეთთან შეჯერებული, დამატებული მსხალი, ლენტისკი (კეშიუს ოჯახიდან, თხილის სახეობა), ჯინჯერი.
დამატებითი სურნელი: ნესვი, “ქიშმირის ხეები” (კედარის ხის, ქარვის, ვანილის და მუშკის მიქსი).

1 ადამიანს ყოველდღიური რეკომენდირებული მოხმარების შემთხვევაში ზეთი დაახლოებით გეყოფათ 5 თვის განმავლობაში.

ინსტრუქცია:

მხოლოდ 4-5 წვეთია საკმარისი რომ მოათავსოთ ხელის გულზე ან თითებზე და ერთიანად მასაჟისებურად წაისვათ წვერზე. შეეცადეთ რომ პირველ რიგში წვერის ძირებზე შეიზილოთ და შემდგომ ზეთიანი ხელით გაისწოროთ წვერის ფორმა. 1 ადამიანის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში 50 მლ მოცულობის ზეთი საკმარისია 4-5 თვე. ჩვენი რჩევაა ზეთი გამოიყენოთ ყოველდღიურად რათა მოხდეს წვერის ღეროების დარბილება, რაც გაგიმარტივებთ ფორმის დამორჩილებას.
იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული:
გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე რამდენიმე წვეთის წასმა და დააკვირდით შედეგს.
ზეთი მოარიდეთ ბავშვებს!

შემადგენლობა:

100% ნატურალური ზეთები: ნუშის ზეთი, არგანის ზეთი, არგანის ხის მარცვლის ზეთი, ჰოჰობას მარცვლის (თესლის) ზეთი, სეზამის მარცვლის თესლი, ავოკადოს ზეთი, აბუსალათინის ზეთი, ოპუნციის ნაყოფის თესლი (კაქტუსის ოჯახიდან), დიდი კამა, ცერეცოს-ს (ინგლ. Fennel) მარცვლების ზეთი, კუმარინი,  ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი კომპონენტები.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა