დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

წვერის ბალზამი ციტრუსის სურნელით (30 გრ)

19.95

Clear

წვერის ბალზამი მარტივად რომ დავახასიათოდ ერთ-ერთი საუკეთესო წვერის მოვლის საშუალებაა რაც კი ოდესმე შეუქმნიათ. მას უჭირავს იდეალურად დაბალანსებული პოზიცია წვერის ზეთსა და ულვაშის ცვილს შორის, ანუ ზეთისგან აღებული აქვს წვერის დარბილების უნარი, ხოლო ულვაშის ცვილისგან კი ფიქსაციის.

შექმნილია მხოლოდ 100% ორგანული და ნატურალური ინგრედიენტებისგან!

სურნელი შედარებით მარტივად რომ დავახასიათოდ: ციტრუსოვანი (ფორთოხლის არომატი ყველაზე მეტად ჭარბობს), მაგრამ რეალურად იმდენად სასიამოვნო და მრავალფეროვანი სურნელი აქვს, რომ ერთი სიტყვით შეუძლებელია მისი დახასიათება, ამიტომ BEARD.GE-ის მთელმა გუნდმა დავიწყეთ ბალზამის გამოყენება, შედეგი კი სავალალო მივიღეთ… ყველა ჩვენგანი ტუჩებგამოწეული დასეირნობდა რათა უკეთ შეგვეგრძნო და გვესიამოვნა არომატით, საუბრისგან კი თავს ვიკავებდით, უფრო სურნელით ტკბობას მიეცა ყველა ჩვენგანი 🙂

წვერის ბალზამის 3 ძირითადი დადებითი თვისება:

  1. წვერის დამარბილებელი ეფექტი
  2. ფიქსაციის უნარი (მათ ვისაც წვერის ღერები თითქოსდა ამოვარდნილი აქვთ ან უჩვეულოდ გამოწეული ერთიანი წვერის ფორმიდან, ბალზამის წასმის შემდეგ ეს პრობლემა თითქმის ბოლომდე იჭრება)
  3. იგი არის დამცავი საშუალება ზამთარში დაბალ ტემპერატურაზე შესაძლო წვერის დაზიანებისგან ან პირიქით ზაფხულში სიცხის დროს წვერის გამოშრობისგან.

ბევრს შეიძლება გაუჩნდეს დაინტერესება, თუკი ბალზამს ყველაფერი შეუძლია მაშინ რატომ გთავაზობთ სხვა პროდუქტებსაც:) ბალზამს დიახ ათვისებული აქვს წვერის ზეთის და ულვაშის ცვილის უნარები, მაგრამ სამწუხაროდ არა 100%-ით. მას შეუძლია დარბილება და შეუძლია ფიქსაცია, მაგრამ არა იმდენად იდეალურად როგორც არბილებს წვერს ზეთი, ან ფიქსაციას აკეთებს ულვაშის ცვილი. შესაბამისად თუკი თქვენი სურვილი არ არის მაგალითად სალვადორ დალი-ს ულვაშების დაყენება, ანდაც ყველაზე ფაფუკთა შორის უფაფუკესი წვერი და გნებავთ რბილი და ამავდროულად აქეთ-იქით გამოწეული წვერის დალაგება, მაშინ ბალზამის გამოყენებით თქვენ ამ ყველაფერს მარტივად მიაღწევთ და თან ფორთხოლის და ასევე სხვადასხვა ციტრუსოვან სურნელსაც შესძენთ თქვენს საყვარელ წვერს 🙂

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა