დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

Pine Tar (DR. SQUATCH) – საპონი წვერის და ტანისთვის

25.95

Clear

DR. SQUATCH ბრენდის ორგანული საპონი ფიჭვის და ფიჭვის ფისისგან დამზადებული, შავი ფერის, ეს არის ის აუცილებელი ფუფუნება რისი გამოყენებაც პირველივე დღესვე თავს შეგაყვარებთ! თითოეული საპონი ითვლება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, პრემიუმ ხარისხის საპნად და აბსოლუტურად ყველა ხელნაკეთია! “DR. SQUATCH საპონი ფიჭვის სურნელით” მისი გამოყენებისას შეგრძნება დაგეუფლებათ თითქოსდა ფიჭვის ტყეში შხაპს იღებთ, მისი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ფიჭვის ფისია 🙂

ხელნაკეთი საპონი აშშ-ში, 100% ორგანული & ნატურალური!

საპნის დადებითი თვისებები:
ფიჭვის ფისი სუბსტანციაა რომელიც პოპულარულია საუკუნეების მანძილზე. მას მრავალი გამოყენება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაღალი ხარისხის საპნების დასამზადებლად იყენებენ. რატომ მაინც და მაინც ფიჭვის ფისი? იმიტომ რომ ფიჭვის ფისს საოცრად სასარგებლო უნარი გააჩნია: კანის დამამშვიდებელი და მისი სწრაფად გამაჯანსაღებელი ეფექტი, რეკომენდირებულია მისი გამოყენება გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად ეკზემის და ფსორიაზის დროს (სხვადასხვა წარმოშობის გამონაყარი სახეზე), ასევე ფიჭვის ფისი აქრობს კოღოების და სხვადასხვა მწერების მიერ კბენისგან ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანს. 

საპონი რა თქმა უნდა მხოლოდ ფიჭვის ფისისგან არ შედგება, ფიქრის შედეგად თუ როგორ გამხდარიყო იგი “სუპერ საპონი”, მას დაემატა სხვადასხვა ძალიან სასარგებლო და 100% ორგანული ინგრედიენტები: ქოქოსის, ზეითუნის, კანაფის და არაგენმოდიფიცირებული სოიოს 100% ნატურალურ ზეთები, ასევე დამატებული შიის კარაქი და სხვადასხვა მცენარეებისგან შემდგარი ნატურალური ზეთები.

საპნის ხელში დაჭერისას სასიამოვნო სურნელი თუკი მოგეჩვენებათ მის პრივილეგიად, იცოდეთ რომ გარდა სურნელისა ამ საპონს იმდენად ბევრი სასარგებლო ეფექტი გააჩნია, რომ მისი გამოყენებისას თქვენი წვერი იგრძნობს თავს როგორც არაჩვეულებრივ ამინდში მწვანედ აბიბინებული მინდორი 🙂

ინსტრუქცია:

საპნის რამდენიმე გასმაა საჭირო სველ ხელის გულზე ან ნამიან წვერზე რომ შეიქმნას ფუმფულა ქაფი, შეიზილეთ იგი წვერზე მასაჟისებური მოძრაობით და შემდგომ ჩამოირეცხეთ წყლის მეშვეობით. საპნის გამოყენებით თქვენ აჯანსაღებთ წვერსა და კანს, იცავთ ჰიგიენას. რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენება, იგი არ ჩამორეცხავს იმ სასარგებლო ბუნებრივ ზეთებს რასაც თქვენი ორგანიზმი გამოყოფს წვერის გაჯანსაღების მიზნით, მხოლოდ შეგძენთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი უამრავი გამაჯანსაღებელი ნივთიერებებით.

იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული: სისტემატიურ გამოყენებამდე მოსინჯეთ მაჯაზე წასმა მცირე ოდენობით.

შემადგენლობა:

100% ნატურალური ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ხილის ზეთი, კანაფის ზეთი, არაგენმოდიფიცირებული სოიოს ნატურალური ზეთი, შიის კარაქი, შვრია.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა