დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

წვერის ფორმის გამოსაყვანი სავარცხელი

29.95 23.95

წარმოგიდგენთ წვერის ფორმის გამოსაყვან მეტალის სავარცხელს. ეს ის იდეალური სავარცხელია რომელიც თქვენს დროს, ფინანსებსა და საკმაოდ დიდ ენერგიას დაგაზოგინებთ და მოგცემთ საშუალებას თავი იგრძნოთ პროფესიონალ ბარბერად.

ალბათ არ არსებობს წვეროსანი ვისაც წვერის შესწორებისას ან ფორმის გამოყვანის დროს არ მოუპარსავს საკუთარი შვილივით გაზრდილი წვერი 😀 🙁 უმეტესი ადამიანისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს წვერის საკუთარი ძალებით შესწორება და იდეალური ფორმის გამოყვანა, ბარბერშოპებში სიარული კი საკმაოდ დიდი ფუფუნებაა, რაც არამხოლოდ ფინანსებს ეხება, არამედ დროსა და ენერგიასაც.

ჩვენი სავარცხელი ის პროდუქტია რომლის მეშვეობითაც არ დაგჭირდებათ რობინ ჰუდის თვალი და დაკვირვება, მთავარია მიიდოთ სავარცხელი იმ ადგილას სადაც ფორმის გამოყვანა გსურთ, დააფიქსიროთ და შემდეგ მარტივად ჩამოიპარსოთ. სავარცხელს გააჩნია 2 მხარე, ერთმანეთისგან განსხვავებულად დაშორებული კბილებით. დიდი დაშორების მქონე კბილები გრძელი წვერისთვისაა გათვლილი, ვიწრო კი შედარებით მოკლე წვერისთვის, წვერის ფორმის შესწორების შემდეგ კი მისი გამოყენებით ისიამოვნებთ და დაივარცხნით თქვენს ახალ წვერს.

ჩვენი სავარცხელი მაღალი ხარისხის უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, შესაბამისად ნუ შეგეშინდებათ სავარცხლის დაზიანების, ფაქტიურად ეს შეუძლებელია, არა მხოლოდ ხელიდან გავარდნის დროს, არამედ ავტობუსმაც რომ გადაუაროს მას 🙂

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა