დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

ხელნაკეთი წვერის და თმის სავარცხელი KENT 2T

24.95

წვერის და თმის ხელნაკეთი სავარცხელი წარმოებული ბრიტანული კომპანია KENT-ის მიერ. ეს სავარცხელი ის ნივთია რომლითაც ნამდვილად იამაყებთ 🙂 გარდა იმისა რომ საიმიჯო ბრენდის სავარცხელია, ბრიტანული ბრენდის რომელიც ხელნაკეთ სავარცხლებსა და ჯაგრისებს აწარმოებს 1777 წლიდან, ამ სავარცხლის ყოველი ჩამოსმისას მიხვდებით თუ რას ნიშნავს წვერზე ან თმაზე ისვამდე მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ საუკეთესო სავარცხელს.

თითოეული კბილი დამუშავებული და გაპრიალებულია სავარცხლის ოსტატების მიერ, არ არის ნახმარი ყალიბი და თუკი დააკვირდებით შენიშნავთ მიკროსკოპულ, მცირეოდენ სხვაობას კბილებს შორის სისწორეში, არ არის იდეალურად სწორი როგორც ყალიბის გამოყენების შემთხვევაში იქნებოდა, მაგრამ არის იდეალური სავარცხელი 🙂 ერთი შეხედვით სავარცხელი გამოიყურება როგორც ძველებური და სტანდარტული სავარცხელი, მაგრამ პროდუქციის ზუსტად ეს მიმართულება გახდა KENT-ის მთავარი საიმიჯო ხაზი.

სავარცხლის კბილები გაყოფილია ზუსტად შუა ნაწილში, ერთ მხარეს ოდნავ უფრო მეტი დაშორებაა კბილებს ვიდრე მეორე მხარეს, შესაბამისად სავარცხლის გამოყენება უფრო კომფორტული ხდება ნებისმიერი ზომის თუ სიხშირის წვერის ან თმისთვის.

ზომა: 15.8 სმ

ინსტრუქცია:

სავარცხლის გამოყენებას ინსტრუქცია ნამდვილად არ სჭირდება, ვარცხნა კი ერთადერთი დანიშნულება არ არის. იგი შექმნილია რომ სიამოვნება მოჰგვაროს მის მფლობელს. ვარცხნისას თითქოსდა რბილად სრიალს იწყებს სავარცხელი, მისი რბილი კბილებისგან კი მასაჟს გრძნობთ. ამ ზომის სავარცხელი იდეალურია წვერისთვის და თმისთვის.

ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ

Kent დაარსებულია 1777 წელს დიდ ბრიტანეთში და ცნობილია როგორც მსოფლიოში უძველესი წვერის და თმის ჯაგრისების მწარმოებელი კომპანია. იგი სარგებლობს გასაოცარი რეპუტაციით მსოფლიო მასშტაბით და ამაყობს როგორც ჯაგრისების და სავარცხლების 230 წლიანი მწარმოებელი ბრენდის სახელით.

kent წვერის სავარცხლები beard.ge

ხელნაკეთი სავარცხლები Kent-ის ყველაზე პოპულარულ პროდუქციის ხაზს წარმოადგენს, ყოველი სავარცხელი თუ ჯაგრისი მუშავდება და პრიალდება ხელით ოსტატების მიერ, ჯაგრისის თითოეული ბეწვი ჩასმულია ხელით, ხოლო სავარცხლის კბილი გამოჰყავთ და ამუშავებენ უწვრილესი ხერხით, შემდეგ კი მომრგვალება/გაპრიალების შედეგად გამოჰყავთ კანთან უნაზესი შეხების მქონე წვერის და თმის სავარცხლები.

დიდ ბრიტანეთში Kent თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა John Lewis, Selfridges, Harrods, Fortnum & Mason და ა.შ. პროდუქციის დისტრიბუცია ბრიტანეთიდან ხდება, 50-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ჰონგ კონგი, იაპონია და ასევე ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა