დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

ულვაშის ცვილი ლიმონის სურნელით, ძლიერი ფიქსაციისთვის (30 გრ)

19.95

Clear

როგორც იქნა მივიღეთ სუპერ ფიქსაციისთვის შექმნილი ულვაშის და წვერის ცვილი. გააჩნია სასიამოვნო ლიმონის სურნელი, მაგრამ გარდა სურნელისა მას შეუძლია თქვენი ნებისმიერი წარმოსახვა ულვაშის და წვერის ფორმასთან დაკავშირებული დააკმაყოფილოს და აქციოს რეალობად. ულვაშის ცვილი გამოიყენება ფორმის მისაცემად, იგი არ არის შექმნილი ზეთებისგან და ბალზამებისაგნ განსხვავებით წვერისათვის სიფაფუკის შეძენისთვის, ცვილის მთავარი და ერთადერთი ფუნქციაა ნებისმიერი ფორმის წვერის და ულვაშის გამოყვანა როგორიც მის მომხმარებელს მოუნდება.

გამოყენებულია მხოლოდ 100% ორგანული და ნატურალური ინგრედიენტები!

მათ ვისაც აწუხებს უფორმო წვერი ან ულვაში, ან მათ ვისაც სურვილი აქვს თუნდაც იდეალურად გასწორებული წვერის ტარების, ეს ცვილი ზუსტად ასეთი წვერ-ულვაშებისთვისაა შექმნილი. ამ ცვილის გამოყენებით შეგიძლიათ თქვენი ფაფუკი ულვაში აქციოთ სალვადორ დალის წვრილი და ზემოთ აპრეხილ ულვაშად და თან ლიმონის სურნელიც შესძინოთ მას 🙂 ბურძგლა წვერს კი იმდენად დალაგებულ და ერთიანი ფორმის მქონე წვერად აქცევთ რომ თითქოსდა თითოეული წვერის ღერი იდეალურად შერწყმულია ერთმანეთთან.

ინსტრუქცია:

ცვილი ბალზამთან და მსგავს პროდუქტებთან შედარებით უფრო მყარი მასაა, საჭიროა მისი ოთახის ტემპერატურაზე დაყენება, თუკი გარეთ გიწევთ ყოფნა ამ შემთხვევაში გირჩევთ ჯიბეში ჩაიდოთ რათა ოდნავ გათბეს. ცვილის გამოყენებამდე უმჯობესია დაიბანოთ წვერი და ულვაში, შემდგომ კი ამოიღეთ სასურველი მოცულობა ფრჩხილით, დაახლოებით 1/3 საჩვენებელი თითის ფრჩხილის (სჯობს ნაკლები და შემდეგ დაიმატოთ), ორ თითს შორის მოაქციეთ ცვილი და დაახლოებით 30 წამიანი თითების ერთმანეთზე ხახუნით გაალღვეთ იგი, შემდეგ კი შეიზილეთ ულვაშზე ან წვერზე და გამოიყვანეთ სასურველი ფორმა.

იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული: გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე მცირე მოცულობის წასმა და დააკვირდით შედეგს.
ცვილი მოარიდეთ ბავშვებს!

შემადგენლობა:

ტკბილი ნუშის ზეთი, შიის კარაქი, ქოქოსის ზეთი, არგანის ზეთი, ჰოჰობას ზეთი, E ვიტამინი, ლიმონის ზეთი, მხოლოდ 100% ნატურალური და ორგანული ინგრედიენტები. არავითარი ქიმიური დანამატი!

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა