დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

Cool Fresh Aloe (DR. SQUATCH) – ორგანული საპონი წვერისთვის

25.95

Clear

ერთადერთი რამ რაც ამ საპნით შხაპის მიღებაზე მეტად გამაცოცხლებელი იქნება თქვენი წვერისთვის, თქვენთვის და სხეულისთვის, ალბათ რომ წარმოიდგინოთ ყინულივით ცივ მდინარეში, გარშემორტყმული დათოვლილი მთებით და მზის სხივებით, ახალშობილივით ტანსაცმლის გარეშე ჩაწოლა, ასეთი FRESH შეგრძნებები დაგეუფლებათ ალოეს 100% ორგანული & ნატურალური საპნის ყოველდღიური გამოყენებისას 🙂

ხელნაკეთი საპონი აშშ-ში, 100% ორგანული & ნატურალური!

საპნის სურნელი საოცარი და გამაცოცხლებელია, მაგრამ გამოყნების შემდეგ არ ტოვებს იგი მძაფრ სურნელს, შედარებით ნაზი და კლასიკური ხდება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია როგორც წვერზე, თმაზე ასევე სხეულზე შხაპის დროს, ვინაიდან ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. გააჩნია უამრავი გამაჯანსაღებელი და სასარგებლო ინგრედიენტი რაც მნიშვნელოვანია ფაფუკი და ჯანსაღი წვერის როგორც გაზრდისთვის ასევე შენარჩუნებისათვის.

გამოსადეგი ინფორმაცია ალოეზე:
ალოე განსაკუთრებული მარადმწვანე მცენარება, რომელიც შეიცავს უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას. მისი შესწავლით განსაკუთრებით ის მკვლევარები არიან დაინტერესებულები ვინც ადამიანის დაბერებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების პროცესებით არიან დაინტერესებულები, ვინაიდან ალოე შეიცავს 20-მდე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ გაახალგაზრდავებას, კანის ქსოვილების აღდგენასა და განახლებას, არამედ იგი მოქმედებს როგორც ძლიერი სტიმულატორი რომელსაც შეუძლია ადამიანში შრომისუნარიანობის ამაღლება და ასევე როგორც ადაპტოგენი (ორგანიზმის გარემო-პირობებთან შეგუებასა და ავადმყოფობებისგან დამცავი წინაღობის შექმნა).

ყოველმიზეზგარეშე ალოე მაინც ცნობილია და რა თქმა უნდა რჩება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი და ორგანული საშუალება რომელიც გამოიყენება ჭრილობის სწრაფად შეხორცების, ქსოვილის აღდგენის და დამწვრობისას გამოსაყენებლ ბუნებრივ საშუალებად. ალოე ვერა მდიდარია ვიტამინებით როგორებიცაა მაგალითად: A, C, E, B1, B2, B3, B6, B12, მაგნიუმს, კალციუმსა და ა.შ. ალოეს გამოყენება მიზანშეწონილია ეგზემის დროს, დამწვრობისა და წყლულოვანი პათოლოგიების დროს. ალოესგან დამზადებული ორგანული საპნის გამოყენება წვერთან და კანთან შეხებისას საკმაოდ სასარგებლო და გამაჯანსაღებელ საშუალებად იქცევა თქვენი ყოველდღიური ჰიგიენის პროცესის დროს.

ინსტრუქცია:

საპნის რამდენიმე გასმაა საჭირო სველ ხელის გულზე ან ნამიან წვერზე რომ შეიქმნას ფუმფულა ქაფი, შეიზილეთ იგი წვერზე მასაჟისებური მოძრაობით და შემდგომ ჩამოირეცხეთ წყლის მეშვეობით. საპნის გამოყენებით თქვენ აჯანსაღებთ წვერსა და კანს, იცავთ ჰიგიენას. რეკომენდირებულია ყოველდღიური გამოყენება, იგი არ ჩამორეცხავს იმ სასარგებლო ბუნებრივ ზეთებს რასაც თქვენი ორგანიზმი გამოყოფს წვერის გაჯანსაღების მიზნით, მხოლოდ შეგძენთ ბუნებრივი ინგრედიენტებისგან შემდგარი უამრავი გამაჯანსაღებელი ნივთიერებებით.

იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული: სისტემატიურ გამოყენებამდე მოსინჯეთ მაჯაზე წასმა მცირე ოდენობით.

შემადგენლობა:

100% ნატურალური ქოქოსის ზეთი, ზეითუნის ხილის ზეთი, კანაფის ზეთი, არაგენმოდიფიცირებული სოიოს ნატურალური ზეთი, შიის კარაქი, შვრია, ალოეს ექსტრაქტი, ორგანული ალოე.

Reviews


There are no reviews yet.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა