დასვენების დღეებში გაკეთებულ შეკვეთებს მიიღებთ მომდევნო დღეს.

წვერის ზეთი ლავანდას სურნელით

24.95

Clear
5.00 out of 5

ნატურალური ლავანდას ზეთის მთავარი მახასიათებელი ნიშანი არის დამამშვიდებელი ეფექტი და საოცრად სასიამოვნო სურნელი. იგი არბილებს წვერის ღეროებს, გამოიყენება როგორც გამაჯანსაღებელ/დასამორჩილებელი მიზნებისთვის, ასევე მისი საოცარი სურნელიდან გამომდინარე, როგორც პარფიუმი. მაქსიმუმ მეორე გამოყენებაზე გაგიქრებათ ქავილის არასასიამოვნო შეგრძნება რომელიც ხშირ შემთხვევაში წვერის ზრდას თან ახლავს.

უფორმო წვერი დაივიწყეთ, ახლა სუპერ სუნის და ნაზი წვერის დრო დაგიდგებათ და ამ ყველაფრისთვის კი მხოლოდ 4-5 წვეთის სწორად წასმაა საჭირო.

გაინტერესებთ როგორ წაისვათ წვერის ზეთი? დააჭირე ვიდეოს ჩართვის ღილაკს და გაიგე მეტი…

ინსტრუქცია:

მხოლოდ 4-5 წვეთია საკმარისი რომ მოათავსოთ ხელის გულზე ან თითებზე და ერთიანად წაისვათ წვერზე. შეეცადეთ რომ პირველ რიგში წვერის ძირებზე შეიზილოთ და შემდგომ ზეთიანი ხელით გაისწოროთ წვერის ფორმა. 1 ადამიანის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში 30 მლ მოცულობის ზეთი საკმარისია 2-3 თვე. ჩვენი რჩევაა ზეთი გამოიყენოთ ყოველდღიურად რათა მოხდეს წვერის ღეროების დარბილება, რაც გაგიმარტივებთ ფორმის დამორჩილებას.
იმ შემთხვევაში თუ ხართ ალერგიული: გამოყენებამდე გატესტეთ მაჯაზე ან კისერზე რამდენიმე წვეთის წასმა და დააკვირდით შედეგს.
ზეთი მოარიდეთ ბავშვებს!

შემადგენლობა:

100% ნატურალური ლავანდას ზეთი, არგანის ხის ნაყოფის ზეთი, ჰოჰობა, ნუში, აბუსალათინი და ყურძნის წიპწის საბაზისო ნატურალური ზეთები.

3 reviews for წვერის ზეთი ლავანდას სურნელით


  1. 5 out of 5

    (ვერიფიცირებული მყიდველი):

    კარგი ზეთია

    • :

      დიდი მადლობა შეფასებისთვის 🙂

  2. 5 out of 5

    (ვერიფიცირებული მყიდველი):

    ძალიან კარგი ზეთია, ძალიან მაგარი შედეგი აქვს , არბილებს წვერს და აძლევს ფორმას. აქრობს კანის სიმშრალესაც. რაც შეეხება სუნს , საოცარი სულაც არ არის, ჩვეულებრივი სუნია, ანუ არ გადაირევით , მაგრამ როგორც ამბობენ გემოვნებაზე არ დაობენ :). რაც შეეხება ყოფნა არ ყოფნას და მოხმარებას, მოკლედ აგვისტოში შევიძინე და დღემდე ვხმარობ ჯერ არ გათავებულა, 5 წვეთი დღეში ერთხელ.

    • :

      დიდი მადლობა დავით შეფასებისთვის 🙂 ძალიან გვიხარია რომ მოგწონთ ჩვენი პროდუქცია

  3. 5 out of 5

    (ვერიფიცირებული მყიდველი):

    კარგი ზეთია, შედეგიც კარგი აქვს .. სუნი არ არის ძალიან მძაფრი, ნორმალური არომატია. ასე რომ გირჩევთ + ფასიც ნორმალურია.

შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.

თბილისი:
იმავე დღეს მიწოდება: ფასი 3 ლარი (სამუშაო საათებში გაკეთებულ შეკვეთებზე)

თბილისის გარეთ:
ფასი: 5 ლარი (მიტანის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა