საგარანტიო პირობები

BEARD.GE გიმარტივებთ არჩევანის გადაწყვეტილებას!

ჩვენს ნებისმიერ პროდუქტზე (*სავარცხლის გარდა) მოქმედებს 100% თანხის უკან დაბრუნების გარანტია. პროდუქტის დაბრუნება ხდება შეკვეთის მიღებიდან 3 დღის განმავლობაში, კითხვების გარეშე!

ეს მომსახურება დავამატეთ ჩვენი მომხმარებლების კომფორტისთვის, რათა თქვენ იყოთ დარწმუნებულები პროდუქციის უმაღლეს ხარისხში ისევე როგორც ჩვენ ვართ.

გარანტიის მისაღებათ გთხოვთ გაეცანით რამდენიმე უმარტივეს პირობას:

  1. თითოეულ პროდუქტს აქვს 1 დღეზე გათვლილი გამოყენების რეკომენდირებული დოზა (მაგ: წვერის ზეთის გამოყენების რეკომენდირებული რაოდენობა არის დღეში 4-5 წვეთამდე) შესაბამისად 3 დღის განმავლობაში პროდუქტს არ უნდა აღენიშნებოდეს გონივრულ რაოდენობაზე მეტი დანახარჯი.
  2. აუცილებელია პროდუქტის ჩეკის წარდგენა Beard.ge-ის ოფისში.
  3. აუცილებელია შეძენილი პროდუქტი დააბრუნოთ Beard.ge-ის ოფისში, დაუზიანებელ მდგომარეობაში პირველი პირობის დაცვით.