არგანის ზეთი დაბერების წინააღმდეგ, წვერის და კანის ელექსირი

არგანის ზეთი თმისთვის კანისთვის და წვერისთვის მაროკოს თხევადი ოქრო

არგანის ზეთი მცენარეული ზეთია, რომელიც მზადდება არგანის ხის (Argania Spinoza) ნაყოფისგან. არგანის ზეთი არის ერთ-ერთი მთავარი საბაზისო კომპონენტი როგორც წვერის ზეთის ასევე წვერის საპნების, შამპუნების, წვერის ბალზამის და წვერის ცვილების. აღსანიშნავია რომ ჩვენი პროდუქციის ნაწილი სწორედ მაროკოშო დაფუძნებული 41 წლის გამოცდილების მქონე ბრენდ Azbane -ის მიერ  არის დამზადებული, პროდუქციის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი სწორედ 100% ორგანული მაროკოს არგანის ზეთია. ბლოგის გამოქვეყნების დღიდან თქვენ უკვე გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ Azbane-ის მიერ წარმოებული ორგანული არგანის ზეთი. ბლოგ პოსტი დაწერილია ქ-ნ მარინა ჩხიკვიშვილის მიერ, ჩვენი მკითხველი ქ-ნ მარინას იცნობს მისი სტატიიდან სადაც განხილულია წვერის გაზრდა გახშირებასთან კავშირში მყოფი ფაქტორები.

რა არის არგანის ზეთი?

მაროკოს თხევადი ოქრო – ასე უწოდებენ არგანის ზეთს მთელ მსოფლიოში. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული და ყველაზე სასარგებლო ზეთი ყველა კოსმეტიკურ ზეთებს შორის.

არგანის ზეთი ფასობს თავისი უნიკალური თვისებების გამო, რომლებიც არ გააჩნია მსოფლიოში არც ერთ სხვა ზეთს თუ კოსმეტიკურ საშუალებას. ამასთანავე, იგი მიეკუთვნება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ზეთს, რადგან ხე, რომლის ნაყოფისგანაც მზადდება ზეთი, იზრდება მხოლოდ მაროკოს რამოდენიმე რეგიონში, ატლასის მთების სამხრეთით. მიუხედავად თანამედროვე მეცნიერების მიღწევებისა, მისი ხელოვნური კულტივირება დღემდე შეუძლებელია.

ხე, რომელიც იზრდება უდაბნოში, კარგად იტანს გვალვას და რთულ კლიმატურ პირობებს, გამოირჩევა სასწაული “ერთგულებით” მაროკოსადმი და ვერ იზრდება ვერსად, მაროკოს გარდა. მრავალჯერ სცადეს ხეების გადარგვა სხვა რეგიონებში, მაგრამ ხე რთულად ეგუება შეცვლილ პირობებს და რომც გაიზარდოს, არ იძლევა ნაყოფს. ოდესღაც არგანის ხის გარკვეული ჯიშები იზრდებოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, თუმცა არეალი იმდენად შევიწროვდა, რომ 1999 წელს იუნესკომ 2 560 000 ჰექტარი ტერიტორია მაროკოს სამხრეთ-დასავლეთით ატლანტის ოკეანედან ატლასის მთებამდე გამოაცხადა არგანის ბიოსფერულ ნაკრძალად (ფრ.-Arganeraie)
მაროკოს რუქა ტერიტორია სადაც არგანის ხე ნაყოფს იძლევა

არგანის ხე, მრავალი მიზეზის გამო წარმოადგენს ბუნების უნიკალურ მოვლენას.

არგანის ხეს გააჩნია საოცარი თვისება: მას აქვს დაძინების უნარი. ვიდრე მიხვდებოდნენ ხის ამ უნარს, „გამხმარ“ ხეებს ჭრიდნენ, მაგრამ ბერბერებმა (მომთაბარე ტომებმა) შეამჩნიეს, რომ დროთა განმავლობაში გამხმარი ხე ისევ ცოცხლდება და იმოსება მწვანე ფოთლებით და ნაყოფსაც იძლევა. ამის მერე ითვლება, რომ არგანის ხეს აქვს „მიძინების“ უნარი და ასეთ მდგომარეობაში შესაძლოა იყოს რამოდენიმე წელი.

ასეთი თვისება ხეს გამოუმუშავდა თვით გადარჩენისთვის რაც დამოკიდებულია ნიადაგის მდგომარეობაზე და წყლის რესურსებზე, „მიძინებულ“ მდგომარეობაში ხე ელოდება უკეთეს პირობებს. უფრო მეტიც, შესაძლოა დაიძინოს ნახევარმა ხემ, რათა მეორე ნახევარს ჰქონდეს საკმარისი საკვები.

არგანის ხეს იმდენად მაგარი მერქანი აქვს, რომ მას შეარქვეს „რკინის ხე“. ტოტები დაფარულია ეკლებით, აქედან არის მის სახელწოდებაში სიტყვა Spinoza, რაც ლათინურად ეკლიანს ნიშნავს. სიცოცხლის ხანგრძლივობა – დაახლოებით 100 წელია, თუმცა ზოგი ხე ცოცხლობს 150-300 წელს.

არგანის ხის მასალას, სიმაგრის გამო იყენებენ სამშენებლო მიზნებით, თუმცა ამჟამად ხეების მოჭრა აკრძალულია და ისჯება კანონით. ხის ფოთლებით და ნაყოფის რბილობით იკვებებიან თხები, და აგრეთვე გამოიყენება ცხენების და სხვა შინაური ცხოველების საკვებად.

არგანის ხე რომლის ნაყოფისგანაც მზადდება არგანის ზეთი

ერთი ზრდასრული ხე წელიწადში იძლევა 6-8 კგ ნაყოფს. 100 კგ. ნაყოფიდან მიიღება დაახლოვებით 5 კგ. გულები, რომელთა გამოწურვით ღებულობენ 1-2 ლიტრ ზეთს. ანუ 1 ლიტრი ზეთის მისაღებად საჭიროა 6-7 ხის მოსავლის მოკრეფა და რამოდენიმე ქალის 1,5 დღიანი მუშაობა. მხოლოდ კაკლებიდან გულის ამორჩევა მოითხოვს დაახლოვებით 12 საათიან მუშაობას.

მაროკოელი ისტორიკოსის აბდელხადი თაზის ცნობებით, არგანის ზეთის ექსპორტი მაროკოდან ხორციელდებოდა ჯერ კიდევ VIII საუკუნიდან.

უნიკალურია არგანის ზეთის ქიმიური შემადგენლობა:

  • ზეთის ძირითადი საიდუმლო მდგომარეობს იმაში, რომ მისი შემადგენლობის 80%-ს იკავებენ თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები, მათ შორის – 45%-ს შეადგენენ ლინოლეური მჟავები – შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კანის უჯრედების მემბრანისათვის და აფერხებენ კანის დაბერების პროცესს, აგრეთვე ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.
  • არგანის ზეთში 3-ჯერ მეტია E-ვიტამინი („ახალგაზრდობის ვიტამინი“), ვიდრე ზეითუნის ზეთში. E-ვიტამინს (იგივე ტოკოფეროლი) გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს კანს ეკოლოგიურად გაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან, აჩქარებს დაზიანებული კანისა და თმის რეგენერაციულ პროცესს, იცავს კანს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან და ამ ყველაფრის გამო ანელებს კანის დაბერებას და აჩქარებს დაზიანებული სტრუქტურის აღდგენას. E-ვიტამინი, აგრეთვე ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ A-ვიტამინის ათვისებას.

არგანის ზეთი ახალგაზრდობის ელექსირია რომელიც კანის დაბერებას აფერხებს

  • ზეთი მდიდარია კაროტინოიდებით (A-ვიტამინის წინამორბედები). კაროტინოიდები – ცხიმში ხსნადი მცენარეული ყვითელი – ნარინჯისფერი – წითელი პიგმენტებია, რომელთა სინთეზი ხორციელდება მხოლოდ მცენარეებში, ხოლო ცხოველები იყენებენ მათ A-ვიტამინის სინთეზისათვის. კაროტინოიდების შემცველობა არგანის ზეთში გარჩევით მეტია, ვიდრე სტაფილოში, ასკილის ნაყოფში, შავ მოცხარში, ქაცვში თუ გარგარში. კაროტინოიდების ჟანგვითი პროცესების შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება A-ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ჟანგვა-აღდგენის, ცილის სინთეზის და ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ძვლისა და კბილების ფორმირებაში, ახალი უჯრედების განვითარებასა და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში
  • ოლეინის მჟავა (ომეგა-9) – 40-60% – ყველაზე ფასეული ცხიმოვან მჟავებს შორის, რომელიც მონაწილეობს ადამიანის ბიოლოგიური მემბრანების აგებაში და მნიშვნელოვნად ცვლის მათ გამტარებლობას. ოლეინის მჟავით გაჯერებული ცხიმები გამოირჩევიან კანში კარგი შეღწევის უნარით
  • პალმიტინის მჟავა – 13-16% – ცხიმოვანი მჟავა, რომელიც ზრდის კანის ბარიერულ დამცავ თვისებებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ზემოქმედება კანისთვის გარემოს არასასიკეთო პირობებში, როგორიცაა ქარი, ულტრაიისფერი სხივები, სიცივე
  • სტერინის მჟავა – 6-8%, ცხიმოვანი მჟავა, რომელიც პალმიტინის მჟავის მსგავსად მოქმედებს და აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციებს. ცხიმოვანი მჟავების უკმარისობა ორგანიზმში მყისიერ აისახება კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობაზე და ამიტომ მნიშვნელოვანია მათი შევსება საკვებით და კოსმეტიკური საშუალებებით

არგანის ზეთი და არგანის ხის ნაყოფი

  • არგანის ზეთის ანტიოქსიდანტურ მოქმედებას ხელს უწყობენ აგრეთვე მასში არსებული საპონინები – გლიკოზიდების ნაირსახეობა, რომლთა ძირითად თვისებას წარმოადგენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესების რეგულირება, რადგან მოქმედებენ როგორც ქიმიური რეაქციების კატალიზატორები და გარკვეული ნივთიერებების გადამტანები. საპონინები, წყალთან ურთიერთობისას წარმოქმნიან ქაფს, რომელიც, საპნის ქაფის მსგავსად ახდენს კანის წმენდას, ოღონდ გაღიზიანების გარეშე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხიმიანი კანის შემთხვევაში. საპონინები, საპნისგან განსხვავებით, არ შეიცავენ ტუტეებს და ამიტომ მათი მოქმედება კანზე უფრო რბილი და ბუნებრივია. საპონინები აუმჯობესებენ კანის ფიზიოლოგიურ ეფექტებს, კანს ხდიან ხავერდოვანს და ელასტიურს
  • არგანის ზეთი მდიდარია პოლიფენოლებით, რომელთა შემცველობა 2,5-3 ჯერ აღემატება ზეითუნის ზეთში მათ შემცველობას. პოლიფენოლები, ანუ ფენოლის ნაერთები ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის როგორც ნატურალური ანტიოქსიდანტები და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ენდრიუ ვეილმა დაამტკიცა, რომ ფენოლით მდიდარი პროდუქტების მიღება ხელს უწყობს საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკას. კანზე მოქმედებისას პოლიფენოლები ამშვიდებენ გაღიზიანებულ კანს, აქრობენ ანთებით კერებს და ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებს
  • არგანის ზეთი აგრეთვე შეიცავს იშვიათ ფიტოსტერინებს, რომლებიც არ გვხვდება არც ერთ სხვა ზეთში და გამოირჩევიან ძლიერი დესენსიბილიზირებელი მოქმედებით, ანუ ამცირებენ ან აქრობენ მომატებულ მგრძნობელობას (სენსიბილიზაციას) გარკვეული ნივთიერებების მიმართ

რატომ არის არგანის ზეთი ძვირადღირებული?

არგანის ზეთი 30 მლ შეფუთვაში წარმოებულია მაროკოში აზბანის მიერმაროკოში გავრცელებულია აზრი, რომ სამეფო ოჯახის წევრები ყოველდღიურად მოიხმარენ არგანის ზეთს როგორც კულინარიაში, ასევე კოსმეტოლოგიაში, რითიც აიხსნება მათი სილამაზე და ახლგაზრდული იერის ხანგრძლივად შენარჩუნება.
ერთი ლიტრი არგანის ზეთის – ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის ელექსირის დასამზადებლად საჭიროა 50-100 კგ. არგანის ხის ნაყოფი.

აქედან გამომდინარე, მისი ფასიც საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს ხელს არ უშლის მასზე დიდ მოთხოვნას, რომელიც ყოველწლიურად იზრდება. მაროკოს მოსახლეობა უძველესი დროიდან იყენებდა სუფთა არგანის ზეთს საკვების მოსამზადებლად და სილამაზის შესანარჩუნებლად, ხოლო ევროპაში რამოდენიმე ათწლეულის წინ დაიწყო ნამდვილი „არგანის ბუმი“.

კოსმეტიკურმა კომპანიებმა, შეაფასეს რა არგანის ზეთის სარგებლობა და უპირატესობა სხვა ზეთებთან შედარებით, სულ უფრო აქტიურად დაიწყეს მისი შესყიდვა და თავისი პროდუქციის შემადგენლობაში გამოყენება. დღეისათვის არგანის ზეთი – ყველაზე ხარისხიანი და ეფექტური კრემების, ლოსიონების, შამპუნებისა და სხვა თმის, წვერის და კანის მოვლის საშუალებების შემადგენელი კომპონენტია და ნატურალური არგანის ზეთის ბაზარზე შოვნა არც თუ მარტივად გადასაწყვეტი ამოცანაა.

როგორ იწარმოება არგანის ზეთი?

მაროკოში არგანის ზეთის წარმოება ხდება უძველესი წესით: ხელის მარტივი პრესებით. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა მექანიზირებული წარმოების აწყობა, მაგრამ ძველი წესის გამოყენებას თავისი მიზეზები აქვს. ჯერ ეს ერთი ზეთი უკეთესი ხარისხისაა და მაქსიმალურად გამოიდევნება არგანის ნაყოფის თესლებიდან, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ზეთს ყოველთვის გამოწურავდნენ ქალები. უამრავი მაროკოელი ქალბატონია დასაქმებული ზეთის წარმოების ყველა ეტაპზე და მთავრობას არ სურს უმუშევრად დატოვოს ქვეყნისათვის ტრადიციული საქმით დაკავებული ქალები.

არგანის ზეთის გამოხდის პროცესი მაროკოელი ქალების მიერ

არგანის ზეთის წარმოება შეადგენს მსოფლიოში წარმოებული მცენარეული ზეთების 0, 01% და სრულიად ვერ აკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას. მისი ძირითადი მყიდველია საფრანგეთის კოსმეტიკური წარმოება, სადაც საკამოდ ფართოდაა წარმოდგენილი არგანის ზეთის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები.

რაში გამოიყენება არგანის ზეთი?

არგანის ზეთის მეშვეობით შესაძლებელია საოცარი ფერის რუჯის მიღება დამწვრობის რისკის გარეშე.

მაროკოელი ბერბერები არგანის ხეს უწოდებდნენ „სიცოცხლის ხეს“, რადგან მას გამოიყენებდნენ როგორც საშენ მასალას, ადამიანებისა და ცხოველების საკვებს და, რა თქმა უნდა კოსმეტიკურ პროდუქტს, რომლის წყალობითაც მაროკოელი ქალები, მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, გამოირჩევიან იშვიათი კანის სტრუქტურით და დიდხას ინარჩუნებენ ახალგაზრდულ ელფერს.

არგანის ზეთი გამოიყენება კოსმეტიკური, სამედიცინო, კულინარიული მიზნებისათვის.
მაროკოს კანონმდებლობით აკრძალულია არგანის ნაყოფის ქვეყნიდან გატანა, თუმცა გადამუშავებული ნედლეულის ექსპორტი დაშვებულია, ამიტომ ზეთის მწარმოებლები არიან გერმანიასა და აშშ-შიც.

არგანის ხის ნაყოფი და ზეთის წარმოების პროცესი

არგანის ხის ნაყოფი წააგავს მწვანე ზეთისხილს, თუმცა უფო დიდი ზომისაა და ყვითელ ქლიავსაც მოგვაგონებს. ყოველ ნაყოფში მოთავსებულია კაკალი ძალიან მაგარი ნაჭუჭით (16-ჯერ თხილის ნაჭუჭზე მაგარი), ხოლო მასში 2-3 ნუშისებრი ფორმის გული. ნაყოფის ფერი სიმწიფის მიხედვით მერყეობს ყვითლიდან მუქ წითლამდე. სუნი მოგვაგონებს თხილს, ოღონდ სპეციფიური ელფერით. გემო წააგავს გოგრის თესლს, მაგრამ გარჩევით დახვეწილი და პიკანტურია, ტოვებს საკმაოდ მკვეთრ ნოტებს. ყვავილობიდან ნაყოფის მომწიფებამდე გადის ერთი წელი, ანუ ნაყოფი მწიფდება ყვავილობიდან შემდეგი წლის ზაფხულში. ივნის-ივლისში, მომწიფების პერიოდში, ნაყოფის კანი ღებულობს მუქ ფერს და შრება. ნაყოფი ცვივა მიწაზე და იწყება მოსავლის აღება შემდგომი გადამუშავების მიზნით.

თხა არგანის ხეზე მიირთმევენ არგანის ნაყოფს

მაროკოში ხუმრობენ, რომ თხები ეხმარებიან ადამიანებს ზეთის წარმოებაში. საქმე იმაშია, რომ თხებმა კარგად გაითავისეს არგანის ხის ნაყოფის სარგებლობა და სიამოვნებით შეექცევიან ნაყოფსა და ფოთლებს. ასეთი უცნაური სურათის ნახვა მხოლოდ მაროკოშია შესაძლებელი: თხები მაღალ სიმაღლეზე ხტებიან ტოტიდან ტოტზე, რაც შორიდან ფრენას წააგავს. ნაყოფის რბილობის მირთმევის შემდეგ, თხები ნაყოფის შიგთავსს – მაგარ კაკლებს ყრიან მიწაზე, რითიც უადვილებენ საქმეს ქალებს, ანუ ზეთის მოპოვების პირველი ეტაპი – ნაყოფიდან კაკლის გამორჩევა უკვე შესრულებულია თხების მიერ.

არგანის ხის ნაყოფს გააჩნია შრეობრივი სტრუქტურა: გარეთა შრე – კანი და რბილობი, მეორე შრე – კაკლის ნაჭუჭი და შიდა შრე – კაკლის გული (თესლი). კაკლის გულიდან, ანუ ნაჭუჭიდან ამოცლილი თესლიდან მზადდება ძალიან იშვიათი და ფასეული პროდუქტი – არგანის ზეთი.

არგანის ხის ნაყოფი

ნედლი თესლი მოთეთრო ფერისაა და წააგავს გოგრის თესლს, თუმცა გამოირჩევა მომწარო და სპეციფიური გემოთი.

არგანის ზეთის წარმოება წააგავს რიტუალს. ქალები თავდაპირველად არგანის ხის ნაყოფს აცლიან გარეკანს და რბილობს. ამის შემდეგ ტეხავენ კაკალს ისე, რომ კაკლის გული დარჩეს მთელი, რაც საკმაოდ ძნელია და დიდი ხნის გამოცდილებით მიიღწევა. კაკლის დაუმსხვრევადი გულების გამორჩევა საჭიროა, რადგან ასეთი გულებიდან ზეთის გამოსავალი მეტია.

ამის მერე გულებს ათავსებენ პრესში და იწყება ტრიალი საათის ისრის მიმართულებთ, რის შედეგადაც მიიღება პირველადი ზეთი.

შემდეგ ზეთი იფილტრება სპეციალური ქაღალდის მეშვეობით, სუფთავდება და იწმინდება. ჭუჭყის ფერის მქონე ნარჩენებისაგან აკეთებენ ბლითებს, რომლებიც, რა თქმა უნდა საკვებად არ ვარგა, თუმცა გამოიყენება საპნისა და თმის მოვლის საშუალებების წარმოებაში.

არგანის ზეთი კულინარიაში

ზეთი, რომელიც გამოიყენება საკვებად, შედარებით მუქი ფერისაა და გამოირჩევა მკვეთრი გემოთი, რაც განპირობებულია თერმული დამუშავებით. კაკლის გულებს ხალავენ, რათა უკეთ გამოვლინდეს არგანის არომატი. ასეთი ზეთი გამოიყენება კულინარიაში, თუმცა არასასურველია მისი გაცხელება. მას უფრო მოიხმარენ სალათებში ან გამზადებულ კერძებზე მოსასხმელად. მაროკოში დილის საუზმეზე მიღებულია პურზე წასმული ტრადიციული პასტა „ამლუ“, რომლის შემადგენლობაშია არგანის ზეთი, ნუში და თაფლი. არგანის ზეთს, რომელიც გამოიხდება ნაყოფის მცირედ მოხალვის შემდეგ (რითიც განპირობებულია მისი მუქი ფერი), აქვს თავისებური გემო, რომელიც მოგვაგონებს ნუშისა და თხილის გემოს და განუმეორებელ ელფერს აძლევს გარკვეულ კერძებს.

არგანის ზეთი წვერის, თმის და კანის მოვლის საშუალებებში

ზეთი, რომელიც გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, გამოიხდება ცივი დაწურვით თესლის წინასწარი მოხალვის გარეშე და შესაბამისად, მას ღია ქარვის ფერი აქვს და თითქმის არ აქვს სურნელი. ასეთ ზეთს გააჩნია ძალზედ ღირებული თვისებები: კანის კვება, დატენიანება და დაბერების შენელება. მნიშვნელოვანია, რომ ზეთის გამოყენება ეფექტურია ნებისმიერი ტიპის კანის შემთხვევაში: ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული, მგრძნობიარე და ა.შ. ზეთის რეგულარული მოხმარებისას კანი ტენიანდება, ხდება რბილი და გლუვი, გამდიდრებული საკვები ნივთიერებებით.

ნატურალური ორგანული არგანის ზეთზე დამზადებული პროდუქცია

  • არგანის ზეთი – ნამდვილი აღმოჩენაა ქალბატონებისთვის, ვისაც სურს დიდხანს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად, რადგან იგი წარმატებით გამოიყენება ასაკოვანი კანის გასაუმჯობესებლად, კანის სიბერის ნიშნების დასაძლევად, კანს უბრუნებს ელასტიურობას და ჯანმრთელ შეხედულებას;
  • ზეთს გააჩნია მატონიზირებელი მოქმედება, ხელს უწყობს რეგენერაციას და აახალგაზრდავებს კანს;
  • არგანის ზეთი კარგად კვებავს გამომშრალ კანს, ასწორებს წვრილ ნაოჭებს შუბლზე და თვალის გარშემო;
  • თმის და წვერის მოვლის საშუალებებში არგანის ზეთის არსებობით ხდება თმის კვების გაუმჯობესება და აღდგენა, რის შედეგადაც თმა ხდება ნაკლებად მტვრევადი, იძენს ბზინვარებას და სირბილეს.
  • არგანის ზეთი, როგორც სუფთა სახით, ასევე სპეციალური საშუალებების შემადგენლობაში, კარგად უმკლავდება ქერტლს;
  • ძალზედ ეფექტურია არგანის ზეთი წვერის მოვლის საშუალებებში, რადგან მისი მოქმედებით წვერი რბილდება, ჯანსაღდება, ინარჩუნებს სასურველ ფორმას. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ არგანის ზეთის მეშვეობით მცირდება დისკომფორტი, გაღიზიანების და ქავილის შეგრძნება წვერის ამოსვლის პერიოდში;
  • გამოიყენება გაყოფილი წვერის ღეროების საწინააღმდეგოდ და აღსადგენად;
  • არგანის ზეთი ეფექტურია ფრჩხილების სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, მტვრევადი, სუსტი ფჩხილების გასაჯანსაღებლად;
  • არგანის ზეთის რეგულარული შეზელვით შესაძლებელია ორსულობის სტრიების თავიდან აცილება, მუცლის არეში კანის ელასტიურობის შენარჩუნება და მუცლის თავდაპირველი ფორმების შენარჩუნება;
  • კარგ ეფექტს იძლევა არგანის ზეთის შეზელვა დამსკდარ და გამომშრალ ტერფებზე. ქუსლებზე ხორცდება ნაპრალები და კანი რბილდება და იბრუნებს ელასტიურობას.
  • მასაჟი არგანის ზეთის გამოყენებით კუნთებს მკვრივ და ძლიერს ხდის, აჯანსაღებს და აახალგაზრდავებს კანს.

ანუ ზეთის შეზელვა სასარგებლოა მთელ სხეულზე თავიდან ფეხებამდე.

არგანის ზეთი მედიცინაში

მედიცინაში გამოიყენება სუფთა არგანის ზეთი, მიღებული ცივი დაწურვით, ისეთივე, როგორიც განკუთვნილია კოსმეტიკური მიზნებისათვის. ძალიან ფართოა არგანის ზეთის მედიცინაში გამოყენების არეალი, რადგან ჯანმრთელობის შენარჩუნების კარგ საშუალებას წარმოადგენს:

  • არგანის ზეთის ხშირი მოხმარებით აღინიშნება სისხლში ქოლესტერინის დონის სტაბილიზაცია. მის შემადგენლობაში არსებული ოლეინის მჟავისა და სტეროლების წყალობით ხდება არა მხოლოდ სისხლში ქოლესტერინის დონის სტაბილიზაცია, არამედ ფერხდება ქოლესტერინის ნაწლავებიდან სისხლში შეწოვა;
  • ვიტამინი E ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულფასოვან მუშაობას;
  • მჟავების განსაკუთრებული კომპლექსი ააქტიურებს ორგანიზმის ანთების საწინააღმდეგო და დამცავ ფუნქციებს;
  • სასარგებლოა არგანის ზეთი კუჭ-ნაწლავის პრობლემებისას;
  • კარგ ეფექტს იძლევა არგანის ზეთის გამოყენება ართრიტისა და რევმატიზმის შემთხვევაშიც: ზეთი სწრაფად აღწევს სისხლში და ძვლებში და აფერხებს ქსოვილებში დამანგრეველ პროცესებს;
  • არგანის ზეთი გამოიყენება ფსორიაზის მკურნალობისას, კანზე სხვადასხვა გამონაყარის, ეკზემებისა და სირსველის შემთხვევაში;
  • არგანის ზეთის ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით ქრება ახალგაზრდული, გარდატეხვის პერიოდის აკნე, სუფთავდება სახის კანი, ხორცდება ნაიარევები;
  • ახალშობილთა და მცირე წლოვანთა ალერგიული გამონაყარი, დიათეზი, პამპერსებით გამოწვეული კანის გაღიზიანება – ყველა ამ პრობლემას წარმატებით უმკლავდება მაროკოს ელექსირი;
  • არგანის ზეთი ამშვიდებს და აღადგენს დაზიანებულ კანს, ხელს უწყობს იარების შეხორცებას, დამწვრობის და ნაიარევის აღდგენას. ამ მიზნით მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც სუფთა სახით (კოსმეტიკური არგანის ზეთი), ასევე სახისა და სხეულის კრემებში და ლოსიონებში დამატებით
  • არგანის ზეთის სამასაჟო ლოსიონებში დამატებით, ძლიერდება მათი სამკურნალო ზემოქმედება

შეიძინეთ 100% ორგანული არგანის ზეთი პირდაპირ მაროკოდან, Azbane-ის წარმოებული. ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 41 წლიანი გარანტიით!

100% ნატურალური არგანის ზეთი

4 კომენტარი პოსტზე - “არგანის ზეთი დაბერების წინააღმდეგ, წვერის და კანის ელექსირი

  1. ლევან says:

    მოგესალმებით! გავიგე არგანის ზეთი ზშირ შემთხვევაში ყალბდება, მას სხვადასხვა სახის ზეთებს ურევენ რა დროსაც ის კარგავს ყველანაირ დადებით თვისებას და როგორ უნდა შევარჩიო და სად შეიძლება ვნახო რომ ორიგინალი ზეთი შევიძინო? თან ძვირადღირებულიაო ამბობენ და ყველა საიტზე სხვადასხვა ფასების და იქნებ გამარკვიოთ და დამაყენოთ სწორ გზაზე… დიდი მადლიბა წინასწარ ყურადღებისთვის!

    • BEARD.GE says:

      გამარჯობა ელვან,
      მართალია, ვინაიდან არგანის ზეთი ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული და სასარგებლო მცენარეული ზეთია, ხშირად ხდება მისი გაყალბება.

      იმისათვის რომ არ მოვტყუვდეთ გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორები:
      1. არგანის ზეთის წარმოება ხდება მხოლოდ მაროკოში, მაროკოს კანკონმდებლობა ზღუდავს ნედლეულის ექსპორტს + არგანის ხე ნაყოფს მხოლოდ მაროკოში იძლევა. შესაბამისად ნებისმიერი 100% ნატურალური არგანის ზეთი უნდა იყოს წარმოებული მაროკოში
      2. მწარმოებლის რეპუტაცია მნიშვნელოვანია. მწარმოებელი კომპანიის თუ ბრენდის შესახებ ინფორამცია გადაამოწმეთ ონლაინ, დარწმუნდით რომ დიდი ხანია ბრენდი/კომპანია არსებობს ბაზარზე და აქვს შესაბამისი რეპუტაცია.
      3. გადაამოწმეთ თუ გააჩნია მწარმოებელ ქარხანას საერთაშორისო ხარისხის სერთიფიკატი
      4. ერიდეთ რუსული წარწერებით დაბრენდილ არგანის ზეთს, ასევე სხვა მსგავსი საეჭვო ქვეყნების ბრენდირებებს.

      ჩვენი არგანის ზეთი წარმოებულია მაროკოში, Azbane-ის ქარხანაში რომელიც 1976 წლიდან აწარმოებს არგანის ზეთს, ISO 9001 ხარისხის სერთიფიკატის ქვეშ, არის 100% ნატურალური, არ შეიცავს არცერთ დანამატს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა