წვერის შეჯიბრი 2 ნომინაციაში, ახალი წვერი და სტაჟიანი წვერი

წვერის შეჯიბრი ახალი წვერი სტაჟიანი წვერი

წვერის შეჯიბრის შედეგები

2017 წლის ნომებრის წვერის შეჯიბრი დასრულდა 1 დეკემბერს 🙂 ნომინაციაში “სტაჟიანი წვეროსანი” მონაწილეობა მიიღო 179-მა მონაწილემ, კონკურსანტების ფოტოების დასათვალიერებლად დააჭირეთ აქ. Beard.ge დიდ მადლობას უხდის ყველა მონაწილეს <3

რაც შეეხება ნომინაციას “ახალი წვერი” მონაწილეების სიმცირის გამო სამწუხაროდ ჩაიშალა, 10 ნოემბერს იყო ბოლო ვადა შეჯიბრში ჩართვისთვის, ამ დროს სულ 2 მონაწილე ჰყავდა კონკურსს, ორივე მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. შეჯიბრი დაბრუნდება დახვეწილი პირობებით, მეტი აქტივობისთვის.

წვერის შეჯიბრის გამარჯვებულები

როგორც მოგეხსენებათ ერთ გამარჯვებულს ირჩევდა BEARD.GE -ს გუნდი, მე-2-ს Facebook მომხმარებლები. ყოველი ჩვენი გუნდის წევრი იყო ჟიურის წევრი, ვწერდით ქულებს რომელიც დაჯამდა და გამოვლინდა გამარჯვებული, შედეგად მივიღეთ დაძაბული შეჯიბრი სადაც ერთი ქულის სხვაობით გამოვლინდა პირველადგილოსანი. იხილეთ ჩვენი გუნდის რჩეული, Facebook მომხმარებელი Xogais Mindi. დიდი მადლობა ყველა ნამდვილ წვეროსანს ვინც შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო <3

BEARD.GE-ს გუნდის რჩეული👇

Facebook მომხმარებლის რჩეული მირო👇

დიდი მადლობა მიროს და ყველა სხვა მონაწილეს <3

და დაამ იწყება ნოემბრის წვერის შეჯიბრი და ზამთართან ერთად უუააამრავი 🎁 საჩუქარიც მოდის!

📢გვაქვს 2 ნომინაცია:👇

თითოეულ ნომინაციას ეყოლება 2 გამარჯვებული, 1-ს თქვენ აირჩევთ ყველაზე მეტი მოწონება/გაზიარებით (Like & Share–ბით), ხოლო 1-ს კი ჩვენი გუნდი შეარჩევს, ანუ სულ 2-ვე ნომინაციაში 4 გამარჯვებული წვეროსანი გვეყოლება!

➡ მონაწილეობის წესები – “სტაჟიანი წვეროსანი“👇

1 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე გამოგვიგზავნე ფოტო Facebook მესიჯებში ან მეილზე news@beard.ge, სადაც შენი გრძელი და საამაყო წვერი გამოჩნდება ❤ ჩვენ დავდებთ ალბომში “სტაჟიანი წვეროსანი”

1 თვის შემდეგ, 1 დეკემბერს ყველაზე მეტი მოწონება/გაზიარების მქონე კონკურსანტი გახდება გამარჯვებული. რაღა თქმა უნდა ჩვენი გუნდიც შეარჩევს დამატებით 1 გამარჯვებულს.

➡ მონაწილეობის წესები – “ახალი წვერი”:

  1. აიღე ფურცელი, წარწერით #წვერისმოშვებისდროა ან #მოუარეწვერს ან #BEARD.GE #ანრაცშენგინდაისმიაწერე 🙂
  2. გადაიღე ამ ფურცლით 1 ფოტო და 10 ნოემბრამდე გამოგვიგზავნე Facebook-ზე პირად შეტყობინებებში ან მეილზე news@beard.ge
  3. ჩვენ დავდებთ “ახალი წვერის” ალბომში
  4. დაველოდებით შენგან მეორე ფოტოს 1 თვის შემდეგ გადაღბულს 😀 იქამდე რამდენ მოწონებას და გაზიარებასაც დააგროვებს თქვენი ფოტო, ჩაითვლება ხმის მიცემებად.
  5. 1 თვის შემდეგ 1 დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე უკვე შედარებით მოზრდილი წვერით გადაიღე ახალი ფოტო მსგავსი ფურცლით
  6. ფოტოს დავდებთ ალბომში ძველ ფოტოსთან ერთად გაერთიანებულს.
  7. 11 დეკემბერს გამოვლინდება გამარჯვებული: ვის ფოტოებსაც ყველაზე მეტი მოწონება+გაზიარება ექნება ერთად ჯამში, ის გახდება გამარჯვებული, რაღა თქმა უნდა კიდევ 1 გამარჯვებულს ჩვენი გუნდიც შეარჩევს ❤ 4-ვე გამარჯვებულს გადაეცემა 155 ლარის ღირებულების BEARD.GE-ს სუპერ პროდუქცია 😎

გისურვებთ წარმატებას!

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა