Search Results for: reuzel

Reuzel პარსვის შემდგომი ლოსიონი 100მლ

Reuzel პარსვის შემდგომი ლოსიონი - კანის დამარბილებელი - Beard.ge
  • არბილებს და ატენიანებს კანს
  • იცავს გაღიზიანებისგან
  • გამაგრილებელი ეფექტი
  • ორი სხვადასხვა სურნელით (არჩევა შეგიძლიათ ზემოთ)

ჰოლანდიური ბრენდის, რუზელის პარსვის შემდგომ გამოსაყენებელი ლოსიონი, რომელიც უნივერსალურია და განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. წვერის პარსვა/შესწორება, აუცილებელია დასრულდეს ხარისხიანი კანის დამატენიანებლით, დაიტანეთ ხელზე და ნაზად, მასაჟისებური მოძრაობით შეიზილეთ კანზე, რათა ხარისხი და საოცარი ეფექტი სრულად შეიგრძნოთ 🙂

Reuzel გრუმინგ კრემი თმისთვის

Reuzel Grooming Cream - თმის ფიქსაციისათვის

Reuzel-ის კიდევ ერთი სიახლე და საჩუქარი მათთვის, ვისაც თმის მოვლა უყვარს 🤫 გრუმინგ კრემი, რომელიც პირველივე მოხმარების შემდგომ შეგიყვარდებათ თქვენ და თქვენს თმას 😍 კრემის ეფექტური ფიქსაცია და გასაოცარი სურნელი მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნდებათ ✌️

უპირატესობები
ძლიერი ფიქსაციის უნარი
დაბალი ბზინვარება
ატენიანებს თმას
აქვს გასაოცარი სურნელი
თმას უზრდის მოცულობას
დამზადებულია წყლის ბაზაზე
განსაკუთრებით ეფექტურია თხელი/მოკლე თმისთვის

თმის ცვილი Fiber-ის მსგავსად, მაღალი ფიქსაცია და დაბალი ბზინვარება აქვს 🤩 დამზადებულია წყლის ბაზაზე 🌊 რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მარტივია მისი თმიდან მოშორება (არ არის წებოვანი)

კრემის მოხმარება, რა თქმა უნდა ნებისმიერი ტიპის თმაზე შეგიძლიათ, მაგრამ განსაკუთრებით მათ ვურჩევდით ამ პროდუქტს, ვისაც მოკლე და თხელი თმა აქვს. უხეში/სქელი თმის შემთხვევაში, უფრო ეფექტურია ამავე ბრენდის ახალი პროდუქტი, Matte Styling თმის კრემი 🙌

Reuzel თმის კრემი მატი ეფექტით

თმის კრემი ძლიერი ფიქსაციით და მატი ეფექტით ბზინვარების გარეშე - Beard.ge

სიამაყით წარმოგიდგენთ ჰოლანდიური ბრენდის, Reuzel-ის ახალ პროდუქტს 👉 თმის კრემს მატი ეფექტით 🤩 მისი დახმარებით, ნებისმიერი ტიპის/სიგრძის თმას დაიმორჩილებთ და სასურველ ვარცხნილობას მიიღებთ 🥰

უპირატესობები
• ძლიერი ფიქსაციის უნარი
• აქვს მატი ეფექტი (ბზინვარების გარეშე)
• შეიცავს თმის დამატენიანებელ ინგრედიენტებს
• მატებს თმას მოცულობას
• კრემის წასმა-მოშორება ძალიან მარტივია
• სასიამოვნო მოტკბო სურნელი
• ძალიან ეფექტურია უხეშ/სქელ თმაზე

მოხმარების შემდგომ, ეფექტის და სურნელის მიხედვით, გაგახსენდებათ Reuzel-ის ყველაზე პოპულარული თმის ცვილი ექსტრიმ მატი 🌟

კრემი ძალიან მარტივად შორდება თმას, წყალთან შეხებისთანავე 💦 როგორც წყლის ბაზაზე დამზადებული თმის ცვილები. ასევე, კრემის მოხმარება ძალიან მარტივია და ნაკლები დრო სჭირდება. რაც შეეხება შემადგენლობას, ისევე, როგორც ამ ბრენდის სხვა პროდუქტები, თმის კრემიც ნატურალური ინგრედიენტებისგან მზადდება და გააჩნია თმის დამატენიანებელი/გამაჯანსაღებელი ეფექტი.

თუ ბევრს ფიქრობთ 😁 რა იქნება სუპერ საჩუქარი თქვენთვის ან საყვარელი ადამიანისთვის, ვისაც თმის მოვლა უყვარს, ბევრი ფიქრი აღარ გჭირდებათ, მაღლაა ყიდვის ღილაკი 😁🧡

მყარი სუნამო Wood & Spice – Reuzel

Reuzel Solid Cologne მყარი სუნამო წიწვოვანი მოტკბო სურნელით - Beard.ge
  • ძალიან სასიამოვნო სურნელი ( 🍋 ლიმნისა და მიხაკის 🍀 )
  • ინარჩუნებს სურნელს დიდი ხნის განმავლობაში
  • დამზადებულია მცენარეული ექსტრაქტებისგან
  • აქვს კანის დამატენიანებელი თვისებები
  • ძალიან პრაქტიკულია ჯიბით სატარებლად

Reuzel რომელიც თმის მოვლისა და წვერის მოვლის საშუალებების, მსოფლიოში სახელგანთქმული, ჰოლანდიური ბრენდია, სუპერ სიახლეს გვთავაზობს 🥳
ახალი ხაზის პროდუქტი 👉 მყარი სუნამო 👈 რომელმაც გამოჩენის დღიდან უამრავი ადამიანის კეთილგანწყობა მოიპოვა. დაგვეთანხმებით, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის, სწორედ სუნამოა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საჩუქარი 🎁

მყარი სუნამოს მთავარი უპირატესობა თხევად სუნამოსთან მიმართებაში სურნელის უფრო დიდხანს შენარჩუნებაა, თუნდაც ძალიან მზიან დღეებში. სუნამო მზადდება მცენარეული ექსტრაქტებისა და ფუტკრის ცვილის ბაზაზე. შემადგენლობიდან გამომდინარე კანის დამატენიანებელი თვისებებიც გააჩნია. Beard.ge – ზე ასევე ხელმისაწვდომია წვერის დამარბილებელი ბალზამი და წვერის ქაფი, ზუსტად იგივე Wood & Spice სურნელით, როგორიც ახალ მყარ სუნამოს აქვს 🧡

მოხმარება
მყარი სუნამოს გამოყენება ძალიან მარტივია,  ცერა თითით ამოიღეთ მცირე ოდენობით, გადაინაწილეთ თითებზე, შემდეგ კი ხახუნის მეშვეობით გაალღვეთ, როდესაც მყარი მასა იქცევა ზეთად, შეგიძლიათ უკვე წაისვათ მაჯაზე,  ყელსა და კისერზე.  (ზოგადად სუნამოების მოხმარება რეკომენდირებულია ამ ადგილებში, ვინაიდან სხეულის ტემპერატურა მაღალია, სწორედ ამიტომ, სურნელი უფრო დიდხანს შეგინარჩუნდებათ)

შენახვის პირობები
გაითვალისწინეთ, რომ სუნამო უნდა შეინახოთ გრილ ადგილას, უნდა მოარიდოთ მზის სხივებს, ვინაიდან 30 გრადუსზე მაღალ ტემპერატურას შეუძლია დაადნოს სუნამო. თუ ამ წესს დაიცავთ, სუნამო 1.5 წლის განმავლობაში არ დაკარგავს თავის პირვანდელ კონდიციასა და რა თქმა უნდა გასაოცარ სურნელს.

Reuzel წვერის ქაფი Wood and Spice 70მლ

წვერის დამარბილებელი ქაფი რუზელი Reuzel Beard Foam Wood & Spice

არბილებს წვერს მომენტალურად
აქვს გამაგრილებელი ეფექტი
მატებს წვერს მოცულობას
ამცირებს ქავილის შეგრძნებას
წვერს ხდის შედარებით მართვადს
ოდნავ მოტკბო, ლიმნის, კედარისა და მიხაკის სურნელი

წვეროსნების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი, ახალი წვერის დამარბილებელ-დამატენიანებელი ქაფი, გასაოცარი სურნელით შემოგვთავაზა სახელგანთქმულმა ბრენდმა 🤩 მისი მოხმარება ძალიან ჰგავს წვერის დაბანას, ვინაიდან გააჩნია სველი ეფექტი და შრება მომენტალურად. გამაგრილებელი ეფექტის დამსახურებით, განსაკუთრებულად სასიამოვნოა ზაფხულის ცხელ დღეებში. თავისუფლად შეგიძლიათ დღეში რამდენიმეჯერ გამოყენებაც, ვინაიდან მისი ეფექტები, ისეთივე გასაოცარია, როგორც Reuzel-ის ყველა სხვა პროდუქტის ❤️

ქაფის მოხმარება ძალიან მარტივია👉 ხელის გულზე მოათავსეთ მცირე ოდენობით და ორივე ხელით, თანაბრად გადაინაწილეთ მასაჟისებურად წვერზე 🤲 ქაფის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დამარბილებელი საშუალების მოხმარება, რეკომენდირებულია წვერის შამპუნით ან საპნით დაბანის შემდგომ. ასევე ძალიან ეფექტურია დამარბილებელი საშუალების მოხმარების შემდგომ წვერის ჯაგრისები და სავარცხლები, რათა წვერის თითოეულ ღეროს თანაბრად გადაუნაწილდეს ქაფი და ჩააღწიოს კანამდეც ☺️

Reuzel წვერის ბალზამი Wood & Spice 35გრ

Reuzel Beard Balm Wood & Spice 35gr წვერის დამარბილებელი და ფორმის მისაცემი ბალზამი - Beard.ge

ფიქსაციის უნარით (აძლევს წვერს ერთიან, ლამაზ ფორმას)
მომენტალურად არბილებს წვერს
აქრობს ქავილის მსგავს დისკომფორტის შეგრძნებას
მოქმედებს როგორც კანის და წვერის ძლიერი დამატენიანებელი
ხელს უწყობს ჯანსაღი, გახშირებული წვერის ზრდას
იდეალურია უხეში ან ხუჭუჭა წვერის დარბილებისთვისაც კი
სურნელი: წიწვოვანი, ოდნავ მოტკბო, ნეიტრალური
გამოიყენება საშუალო / გრძელი ზომის წვერზე

სასიამოვნო სიახლე წვეროსნებისთვის 😍 წარმოგიდგენთ მსოფლიოში სახელგანთქმული ბრენდის, Reuzel-ის ახალი სურნელით ბალზამს. წვერის მოვლის იდეალური კომბინაციისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული დასაბანი საშუალება, შემდგომ კი დამარბილებელი. ბალზამი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც საშუალო ან გრძელი ზომის, უხეში და ხვეული წვერი აქვთ.

საწყისი ეტაპისთვის, მოკლე ზომის წვერზე, რა თქმა უნდა ჩვენს წვერის ზეთებს ვერაფერი შეედრება, მაგრამ თუ წვერი უკვე საშუალო ზომისაა, ზეთისგან განსხვავებით ბალზამი უპირატესობაშია, ვინაიდან აქვს მცირე ფიქსაციის უნარიც, რაც დაგეხმარებათ ხვეული და უხეში წვერის უფრო კარგად დარბილებასა და დამორჩილებაში🧔

ბალზამის გამოყენების შემდგომ ძალიან ეფექტურია წვერის ჯაგრისის მოხმარება, რათა ერთიან ფორმაზე დალაგდეს წვერი. ახალი ბალზამი ფუნქციურად თითქმის იდენტურია, ჩვენთან წარმოდგენილი სხვა ბალზამების, ძირითადი განსხვავებაა მხოლოდ სურნელში, ახალ ბალზამს აქვს ძალიან სასიამოვნო წიწვოვანი, ოდნავ მოტკბო, ნეიტრალური სურნელი. შემადგენლობაში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი არგანის ზეთია, რაც მაქსიმალურად ხელს უწყობს წვერს, ჯანსაღად ზრდა/გახშირებაში 🧡

როგორ ხდება წვერის ბალზამის გამოყენება?

წვერის ბალზამის მოხმარება ხდება მშრალ წვერზე. ამოიღეთ დაახლოებით საჩვენებელი თითის ფრჩხილის ნახევარი ან დამფარავი მოცულობა, გადაინაწილეთ ორივე ხელის გულზე და ერთმანეთზე ხახუნის მეშვეობით სრულად გაალღვეთ ბალზამი, შემდეგ კი ერთიანად შეიზილეთ წვერში, ისე რომ პროდუქტმა კანამდე ჩააღწიოს (უკეთესი გამაჯანსაღებელი და დამარბილებელი ეფექტის მისაღებად). შემდეგ კი სავარცხლით ან წვერის ჯაგრისით გაისწორეთ წვერი რათა ერთიან და ლამაზ ფორმაზე დადგეს. ვინაიდან პროდუქტი 100% ნატურალურია, მისი მოხმარება დღეში რამდენჯერმეც შეგიძლიათ.

ნებისმიერი წვერის მოვლის საშუალების მოხმარებისთვის იდეალური დრო: დილით, ცხელი შხაპის შემდეგ, როდესაც წვერს შეიმშრალებთ.

#30 კომპლექტი თმის მოვლა: Reuzel თმის ცვილი ლურჯი ან ვარდისფერი 113გრ + გრუმინგ ტონიკი ან ზღვის ტონიკი 350მლ

კომპლექტი 30 მამაკაცის საჩუქარი - თმის მოვლის საშუალებები - ცვილი და ტონიკი - Beard.ge

🎁 მამაკაცის სუპერ ვარცხნილობა

👉რა შედის კომპლექტში?👇

(ანგარიშსწორების გვერდზე, შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ თუ რა პროდუქცია გსურთ რომ მოთავსდეს კომპელქტში)

  1. Reuzel ვარდისფერი 113 გრ. (ძლიერი ფიქსაცია & საშუალო ბზინვარება / ზეთზე დამზადებული – ხანგრძლივი ეფექტი) ან
    Reuzel ლურჯი 113 გრ.
    (მაღალი ფიქსაცია & საშუალო ბზინვარება / წყალზე დამზადებული – მარტივად ჩამობანვადი)
  2. Reuzel სპრეი გრუმინგ ტონიკი 350 მლ. (გიგანტური მოცულობა – გრუმინგ ტონიკი სპრეის სახით პროდუქტია თმისთვის, რომელსაც დაბალი ფიქსაციის უნარი აქვს და საოცარი სურნელი. მოქმედებს როგორც თმის დამცავი და ფიქსატორი. შესაძლებელია ცვილის გარეშე გამოყენებაც. ფენთან ერთად გამოყენების შემთხვევაში კი თმა აღარ ფუვდება და ხდება დამჯდარი ერთიან ჯანსაღ ვიზუალზე)ან Reuzel სარფ ტონიკი 350 მლ. – სპრეი, რომელსაც გააჩნია ზღვის მარილის მაღალი კონცენტრაცია, რაც გაძლევთ საშუალებას, რომ თხელ თმასა და წვერს შესძინოთ მოცულობა და შეუნარჩუნოთ ბუნებრივი ეფექტი, ვიზუალურად გახდეს ოდნავ უფრო ხშირი და ერთიანი ფორმის. აქვს მცირედი ფიქსაციის უნარი (გამოიყენება წვერზე და თმაზე).

გაინტერესებს რა არის თმის ცვილი?
თმის ცვილი ის გამაოცებელი პროდუქტია რისი თმაზე წასმითაც იდეალურ ვარცხნილობას ვიღებთ + ჯანსაღ ვიზუალს და ძალიან სასიამოვნო სურნელს. რაც მთავარია ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული პროდუქტია, შესაბამისად იგი არამხოლოდ ვიზუალისთვის არამედ როგორც დამცავი და გამაჯანსაღებელი პროდუქტი შეგვიძლია გამოვიყენოთ. 113 გრ. შეფუთვა დაახლოებით 6-7 თვის საკმარი მოცულობაა ყოველდღიური გამოყენების შემთხვევაში.

🎁 სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის:

  • სტიკერები – წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში. 😍

#29 კომპლექტი თმის მოვლა: შეიძინე Reuzel ვარდისფერი ცვილი 113გრ და მიიღე ოთხი 35გრ-დან ნებისმიერი უფასოდ!

კომპლექტი 29 - შეიძინე რუზელის საშუალო თმის ცვილი ვარდისფერი 113 გრ და მიიღე საჩუქრად პატარა

🎁 სასაჩუქრე კომპლექტი თმის მოვლის საშუალებებიდან: მამაკაცის სუპერ ვარცხნილობა

👉🎄შეიძინე ვარდისფერი Reuzel თმის ცვილი 113გრ. და მიიღე 4 ცალი 35გრ. Reuzel-დან ნებისმიერი უფასოდ!

👇 შეარჩიე 4 ცვილიდან ერთ-ერთი უფასოდ: 😍

  1. Reuzel ვარდისფერი 35 გრ. (ძლიერი ფიქსაცია & საშუალო ბზინვარება / ზეთზე დამზადებული – ხანგრძლივი ეფექტი)
  2. Reuzel ლურჯი 35 გრ. (მაღალი ფიქსაცია & საშუალო ბზინვარება / წყალზე დამზადებული – მარტივად ჩამობანვადი)
  3. Reuzel წითელი 35 გრ. (საშუალო ფიქსაცია & მაღალი ბზინვარება / წყალზე დამზადებული – მარტივად ჩამობანვადი)
  4. Reuzel მწვანე 35 გრ. (საშუალო ფიქსაცია, მაღალი ბზინვარება / ზეთზე დამზადებული – ხანგრძლივი ეფექტი)

თმის ცვილი ის აუცილებელი პროდუქტია რისი მეშვეობითაც თმის ნებისმიერ ვარცხნილობას იდეალურად დააფიქსირებთ მთელი დღის მანძილზე და დამატებით კი შესანიშნავი სურნელით შეამკობთ. რა თქმა უნდა თმის ცვილი ნებისმიერი ტიპის ვარცხნილობაზე გამოიყენება, თუნდაც მარტივად ცალ მხარეს გადაწეული ვარცხნილობის შემთხვევაშიც კი ცვილის მოხმარებით თმა ჯანსაღ ვიზუალს და ერთიან უცვლელ ფორმას იღებს. წარმოგიდგენთ Reuzel-ის 4 ყველაზე პოპულარული პროდუქტის ერთ-ერთ კომპლექტს, სადაც 113 გრ.-იანი ვარდისფერი ცვილის ფასად საჩუქრად მიიღებთ 35 გრ. შეფუთვაში 4 განსხვავებული 35 გრ.-იანი ცვილიდან ერთ-ერთს. პატარა ცვილი იდეალურია სამოგზაუროდ წასაღებად ან უბრალოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი ცვილის მოსინჯვის მხრივ.

სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის:

  • სტიკერები – წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში. 😍

#28 კომპლექტი თმის მოვლა: შეიძინე Reuzel ლურჯი ცვილი 113გრ და მიიღე ოთხი 35გრ-დან ნებისმიერი უფასოდ!

კომპლექტი 28 - შეიძინე რუზელის საშუალო თმის ცვილი და მიიღე საჩუქრად პატარა

🎁 სასაჩუქრე კომპლექტი თმის მოვლის საშუალებებიდან: მამაკაცის სუპერ ვარცხნილობა

👉🎄შეიძინე ლურჯი Reuzel თმის ცვილი 113გრ. და მიიღე 4 ცალი 35გრ. Reuzel-დან ნებისმიერი უფასოდ!

👇 შეარჩიე 4 ცვილიდან ერთ-ერთი უფასოდ: 😍

  1. Reuzel ლურჯი 35 გრ. (მაღალი ფიქსაცია & საშუალო ბზინვარება / წყალზე დამზადებული – მარტივად ჩამობანვადი)
  2. Reuzel წითელი 35 გრ. (საშუალო ფიქსაცია & მაღალი ბზინვარება / წყალზე დამზადებული – მარტივად ჩამობანვადი)
  3. Reuzel მწვანე 35 გრ. (საშუალო ფიქსაცია, მაღალი ბზინვარება / ზეთზე დამზადებული – ხანგრძლივი ეფექტი)
  4. Reuzel ვარდისფერი 35 გრ. (ძლიერი ფიქსაცია & საშუალო ბზინვარება / ზეთზე დამზადებული – ხანგრძლივი ეფექტი)

თმის ცვილი ის აუცილებელი პროდუქტია რისი მეშვეობითაც თმის ნებისმიერ ვარცხნილობას იდეალურად დააფიქსირებთ მთელი დღის მანძილზე და დამატებით კი შესანიშნავი სურნელით შეამკობთ. რა თქმა უნდა თმის ცვილი ნებისმიერი ტიპის ვარცხნილობაზე გამოიყენება, თუნდაც მარტივად ცალ მხარეს გადაწეული ვარცხნილობის შემთხვევაშიც კი ცვილის მოხმარებით თმა ჯანსაღ ვიზუალს და ერთიან უცვლელ ფორმას იღებს. წარმოგიდგენთ Reuzel-ის 4 ყველაზე პოპულარული პროდუქტის ერთ-ერთ კომპლექტს, სადაც 113 გრ.-იანი ლურჯი ცვილის ფასად საჩუქრად მიიღებთ 35 გრ. შეფუთვაში 4 განსხვავებული 35 გრ.-იანი ცვილიდან ერთ-ერთს. პატარა ცვილი იდეალურია სამოგზაუროდ წასაღებად ან უბრალოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ახალი ცვილის მოსინჯვის მხრივ.

სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის:

  • სტიკერები – წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში. 😍

Reuzel სახის გამწმენდი ქაფი 200მლ

Reuzel სახის გამწმენდი ქაფი - Beard.ge

Reuzel – ის ახალი პროდუქტი გამწმენდი ქაფი 🤩 რომელიც უნდა გამოიყენოთ კანის გასაწმენდად. მოხმარება შეიძლება, როგორც გაპარსვამდე, ასევე გაპარსვის შემდგომ – ლოსიონის ან ბალზამის მოხმარებამდე. ქაფის გამოყენების შემდეგ მაქსიმალურად მცირდება კანის გაღიზიანების შანსი. იდეალური პროდუქტია განსაკუთრებით მათთვის, ვინც კლასიკურ სამართებელს მოიხმარს. ქაფის მოხმარების შემდგომ თქვენს კანს ექნება დამშვიდებული და ჯანსაღი ვიზუალი, ქაფი ხურავს ფორებს და ატენიანებს კანს.

გამწმენდი ქაფი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის კანისათვის. სპეციფიური მოხმარების წესი არ აქვს, უბრალოდ გადმოატრიალეთ ბოთლი, გადაინაწილეთ ორივე ხელზე და მასაჟისებურად შეიზილეთ კანზე. გაიჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთი და შემდგომ ჩამოიბანეთ. (მოხმარების შემდგომ აუცილებელია თავსახური მჭიდროდ დააფაროთ) 💙

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა