Beard.ge დაიბადა ერთი მარტივი, მაგრამ მტკიცე იდეით: ქართველ კაცს უნდა ჰქონდეს წვდომა მსოფლიო დონის პროდუქტებსა და პატიოსან, სანდო ცოდნაზე. 2016 წელს, მე და ჩემმა ძმამ, იკომ, სწორედ ამ მისიით დავაფუძნეთ ბრენდი, რომლითაც დღეს ვამაყობთ.
ჩემთვის ეს საქმე გატაცებაზე მეტია. ეს არის ჩემი ფილოსოფიის ანარეკლი, შევქმნა გამორჩეულად მაღალი ხარისხის პროდუქტი და ამით გავაუმჯობესო ადამიანების ყოველდღიურობა.
ეს პრინციპი ჩემი, როგორც სერიული Entrepreneur -ის, ყველა საქმიანობის საფუძველია: იქნება ეს iBuild-თან ერთად თანამედროვე, ხარისხიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, თუ საქართველოს #1 SEO სააგენტოს, Alpaca-ს მეშვეობით ბიზნესების ზრდა და განვითარება.
საბოლოოდ კი, ყველაფერი ერთ წერტილში იკვრება, სურვილში, შევქმნათ საუკეთესო. ამ ბლოგზე ჩემი მიზანია, გაგიზიარო ის ცოდნა და გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დავაგროვეთ, რათა შენც სრული კომფორტითა და სიამაყით ატარო შენი წვერი.