🛵 იმავე დღეს მიწოდება თბილისში, რეგიონებში 3 სამუშაო დღე
ვაკანსია გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

Beard.ge ეძებს გუნდის ახალ წევრს, გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო პირობები:
- მოქნილი ცვლები (5 დღე ნახევარი და 1 სრული)
- დღეში 6-საათიანი ცვლა ( ერთი ცვლა 10:00-16:00მდე. მეორე ცვლა 16:00-22:00 მდე)
- 1 დღე დასვენება
ლოკაცია:
- სავაჭრო ცენტრებში განთავსებული სტენდები
- სითი მოლი, ისთ ფოინთი
ძირითადი ვალდებულებები:
- მომხმარებელთა კონსულტირება წვერისა და თმის მოვლის საკითხებში
- გაყიდვების პროცესის მართვა და სალარო ოპერაციების შესრულება
- პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების კონტროლი
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ინდივიდუალური მიდგომით
ანაზღაურება და ბონუსები:
- ფიქსირებული: 800 ლარი
- გაყიდვებიდან ბონუსით ჯამში: 900–1400 ლარი (განსხვავდება ლოკაციის მიხედვით)
- დამატებითი ბონუსები: შავ პარასკევს, ვალენტინობას, ახალ წელს.
დამატებითი ბენეფიტები:
- Fitpass-ის დაფინანსება
- კორპორაციული სატელეფონო პაკეტი
- თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქციაზე
- ანაზღაურებადი ტრენინგები და განვითარების პროგრამები
- კორპორაციული ღონისძიებები და წამახალისებელი აქტივობები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონე
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა
- განვითარების მოტივაცია