🛵 მიწოდების სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით. თბილისში იმავე დღეს, რეგიონებში 3 სამუშაო დღეში
ვაკანსია მომხმარებლის გამბედნიერებელის პოზიციაზე
Beard.ge ეძებს გუნდის ახალ წევრს, მომხმარებლის გამბედნიერებელის პოზიციაზე
თუ გიყვარს ადამიანები და მათი დახმარება გაბედნიერებს, ეს ვაკანსია შენსთვის არის! ვეძებთ ადამიანს, რომელიც იზიარებს ჩვენი ბრენდის ღირებულებებს და მთელი გულით იზრუნებს ჩვენი მომხმარებლების სიხარულზე.
სამუშაო მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა წვერის და თმის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე
- Beard.ge-ს პროდუქციის და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომხმარებლისთვის გაცნობა. ( როგორც სატელეფონო ზარების, ასევე სოციალური ქსელების მეშვეობით)
- შეკვეთის გაფორმება და პროცესის კონტროლი
- მომხმარებლის გასაოცარი გამოცდილების შექმნა
სამუშაო ადგილი, დრო და პირობები:
- სამუშაო ადგილი: Beard.ge -ს სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 44
- სამუშაო განაკვეთი: სრული ( კვირაში 40 საათი )
- სამუშაო საათები: 09:00 დან 18:00 მდე. ( 1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერა და მეტყველება
- მაღალი ემპათიის გრძნობა – სხვისი ემოციების გაგების და გაზიარების უნარი
- პრობლემის მოგვარებაზე ფოკუსის უნარი
- კომპიუტერთან მომხმარებლის დონეზე მეგობრობა