წვერის მოვლა ძალიან სასიამოვნო და მარტივი პროცესია, სულ 2-5 წუთი გრძელდება და შედეგად საუკეთესო ვიზუალს, მოწესრიგებულ და რბილ წვერს, სუპერ სურნელს და სასიამოვნო შეგრძნებას ვღებულობთ, რაც თავისთავად ჩვენს დღეს დადებითისკენ ცვლის.
იმისათვის რომ გამოვყოთ 3 ყველაზე მნიშვნელოვანი წვერის მოვლის საშუალება, რომელიც ზემოთ ნახსენებ გრძნობების გენერირებაში გვეხმარება, პირველ რიგში საჭიროა გავერკვეთ თუ რა კატეგორიის და ფუნქციის წვერის მოვლის საშუალებები არსებობს და რომელია უკეთესი კონკრეტული ტიპის ან ზომის წვერისთვის.
წვერის მოვლისთვის საუკეთესო დრო არის დილა, კბილების გახეხვის და შხაპის მიღებისას. პირველ რიგში ვიბანთ წვერს, თქვენთვის საუკეთესო წვერის დასაბანი საშუალებით.
1. რომელია ჩემი წვერის ტიპისთვის საუკეთესო წვერის დასაბანი საშუალება?
- Beard.ge -ს ნატურალური წვერის შამპუნი იდეალურია ნებისმიერი ტიპის თუ სიუხეშის წვერისთის. არბილებს წვერს, არ აშრობს კანს და აქვს სასიამოვნო სურნელი. უამრავი ქართველი წვეროსანი სწორედ ამ შამპუნით იწყებს ყოველ დილას, ჩვენ კი ბევრ დადებით შეფასებას ვღებულობთ ინბოქსში, რაც ძალიან გვიხარია ☺ აღნიშნული შამპუნი ასევე გამოიყენება თმისა და სახის დასაბანად. ერთ საიდუმლოს გეტყვით, ჩვენი შამპუნი, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე ბავშვებისთვისაც გამოიყენება!
- Azbane-ის წვერის საპონი არის განკუთვნილი თხელი წვერისთვის და არ გამოდგება მათთვის ვისაც უხეში წვერი აქვს! აღნიშნული საპონი წვერის დარბილების ნაცვლად პირიქით ამკვრივებს და შედეგად წვერი უფრო სწორდება. იდეალურია მათთვის ვისაც თხელი წვერის ღეროს გამო ძალიან უჭირს წვერის გასწორება ან ფორმის მიცემა.
- Dr. Squatch -ის ნატურალური წვერის და ტანის საპონი ასევე უნივერსალური დასაბანი საშუალებაა, რომელიც ძალიან კარგია ნებისმიერი ტიპის წვერისთვის ან კანისთვის. არბილებს წვერს, ხდის მართვადს. რაც მთავარია ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის!
როგორც ხედავთ წვერის დასაბანი საშუალების შერჩევა მარტივია, ძირითად შემთხვევაში ვირჩევთ შამპუნს ან Dr. Squatch -ის საპონს, Azbane-ის საპონს ვირჩევთ მხოლოდ მაშინ როდესაც თხელ წვერთან და მის ფორმასთან დაკავშირებულ პრობლემასთან გვაქვს შეხება.
2. რა საშუალებას ვიყენებ წვერის დაბანის შემდეგ? რომელი წვერის დასარბილებელი და ფორმის მიმცემი საშუალება არის ჩემი წვერისთვის საუკეთესო?
წვერის დაბანის და შემშრალების შემდეგ ვიყენებთ წვერის დამარბილებელ ან დამარბილებელ/ფორმის მიმცემ + კანის დამატენინებელ საშუალებას. საუკეთესო პროდუქტის შერჩევა დამოკიდებულია წვერის ზომაზე, წვერის სიუხეშეზე და კანის ტიპზე.
- როდესაც წვერის ზომა 5 სმ ან უფრო მოკლეა წვერის ზეთი არის იდეალური პროდუქტი! რომელიც კარგია ნებისმიერი ტიპის წვერისთვის. მომენტალურად არბილებს წვერს, აქვს სასიამოვნო სურნელი და სწორი დოზირების გამოყენების შემთხვევაში მთელი დღის განმავლობაში რბილ, სურნელოვან და მართვად წვერს ვღებულობთ. დოზირება დამოკიდებულია წვერის სისქესა და კანის ტიპზე, როგორც წესი 5 სმ-მდე წვერისთვის 3-5 წვეთი წვერის ზეთი არის სრულიად საკმარისი.
- როდესაც წვერის ზომა 5 სმ-ზე გრძელია და გვაქვს წვერის ფორმის მიცემის პრობლემა, რეკომენდირებულია წვერის ბალზამის გამოყენება, რომელიც ოდნავ ნაკლებად არბილებს წვერს, თუმცა აგვარებს ფორმის მიცემის პრობლემას. წვერის ბალზამი ძალიან ჰგავს წვერის ზეთს, ბევრი წვეროსანი მყარ წვერის ზეთად მოიხსენიებს მას. წვერის ბალზამი შეიცავს წვერის ზეთს + ფუტკრის ცვილს რომელიც ზრუნავს ფორმაზე. წვერის ბალზამის დოზირება ასევე ინდივიდუალურია, წვერის და კანის ტიპის მიხედვით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მცირე ოდენიც კი საკმარისია კარგი შედეგის მისაღებად. ☺
ძირითად შემთხვევაში არჩევანი კეთდება ამ ორი პროდუქტიდან ერთ-ერთ-ზე, ზოგი წვეროსანი წვერის ბალზამს და წვერის ზეთს ერთდროულადაც მოიხმარს, მაგრამ რეალურად ამის აუცილებლობა არ არის! სწორედ ამიტომ თუ დააკვირდებით ჩვენს კომპლექტებს ნახავთ, რომ წვერის ზეთს და წვერის ბალზამს არ გთავაზობთ ერთ ნაკრებში.
- Reuzel -ის წვერის ქაფი იდეალურია მათთვის ვისაც აქვს თხელი წვერი და სურს წვერის დარბილებასთან ერთად მოცულობის მომატება. რუზელის ქაფი არის უნიკალური პროდუქტი რომლის ანალოგსაც ვერსად მსოფლიოში ვერ შეხვდებით, აღნიშნული პროდუქტის ფორმულა შემუშავებულია და დაპატენტებულია რუზელის მიერ.
წვერის დაბანის და წვერის დარბილების შემდეგ გადავდივართ საბოლოო ეტაპზე
3. როგორ შევარჩიო საუკეთესო წვერის დასავარცხნი საშუალება?
როგორც სხვა ნებისმიერ წვერის მოვლის საშუალების ასევე წვერის დასავარცხნი საშუალების შერჩევაც ხდება წვერის ტიპის და წვერის ზომის მიხედვით.
წვერის დასავარცხნად მსოფლიოში საუკეთესო საშუალებად მიჩნეულია ტახის ჯაგრისგან დამზადებული ჯაგრისები. წვერის ჯაგრისი იმის გარდა რომ იდეალურად ვარცხნის წვერს და თანაბრად ანაწილებს წვერის ზეთს, ვარცხნის პროცესი იმდენად სასიამოვნო და ნერვების დამამშვიდებელი პროცესია, რომ უამრავი წვეროსანი წვერის ჯაგრისს ჯიბით ატარებს ☺ Beard.ge-ში ძალიან ვხალისობთ იმ მომენტზე როდესაც წვეროსანი პირველად გამოიყენებს წვერის ჯაგრისს! თუ არ მოგისინჯავთ ჯერ ჯაგრისით წვერის დავარცხნა, აუცილებლად სცადეთ და გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
წვერის ჯაგრისებს შორის ძირითადი სხვაობა არის ჯაგარის სიმყარე, ჩვენთან ხელმისაწვდომია ჯაგრისები როგორც რბილი ასევე უხეში ჯაგარით. რბილი ჯაგრისი გამოდგება თხელი წვერისთის თუმცა უხეშ წვერს ვერ ერევა. უხეში წვერისთვის იდეალურია ჩვენი მყარი წვერის ჯაგრისები.
ჯიბით სატარებლად ძალიან კარგია ჩვენი პატარა ზომის მრგვალი წვერის ჯაგრისი.
აღსანიშნავია, რომ ბევრი წვეროსანი იყენებს წვერის ჯაგრისს და წვერის სავარცხელს ერთდროულად. თუმცა ვინაიდან ამ ბლოგში ჩვენს მიერ რეკომენდირებულ 3 ყველაზე პრიორიტეტულ პროდუქტს განვიხილავთ, სავარცხელზე, ულვაშის ცივლზე, სამართებლებზე, თმის ცვილებზე და სხვა უამრავ პროდუქტზე რომელიც ჩვენს მაღაზიებშია წარმოდგენილი და კონკრეტულ მიზნებს ემსახურება სხვა ბლოგებში განვიხილავთ.
იცოდი, რომ ჩვენს ვებ გვერდზე 30-მდე წინასწარ შედგენილი სასაჩუქრე კომპლექტი არის?
როგორც ხედავთ წვერის მოვლა და საუკეთესო პროდუქტის შერჩევა ძალიან მარტივი პროცესია. ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში სიამოვნებით მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, დაგვიკავშირდით ☎ (032) 205 45 15, მოგვწერეთ Facebook-ის მეშვეობით, ან ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს სადაც ნებისმიერი პროდუქტის შეძენამდე მოსინჯვა არის შესაძლებელი.
გაგვიზიარეთ შენი გამოცდილება ქვევით კომენტარით ☺ კითხვების არსებობის შემთხვევაში არ მოგერიდოს, Beard.ge შენი მეგობარია <3