ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
Kent დაარსებულია 1777 წელს დიდ ბრიტანეთში და ცნობილია როგორც მსოფლიოში უძველესი წვერის და თმის ჯაგრისების მწარმოებელი კომპანია. იგი სარგებლობს გასაოცარი რეპუტაციით მსოფლიო მასშტაბით და ამაყობს როგორც ჯაგრისების და სავარცხლების 230 წლიანი მწარმოებელი ბრენდის სახელით.
ხელნაკეთი სავარცხლები Kent-ის ყველაზე პოპულარულ პროდუქციის ხაზს წარმოადგენს, ყოველი სავარცხელი თუ ჯაგრისი მუშავდება და პრიალდება ხელით ოსტატების მიერ, ჯაგრისის თითოეული ბეწვი ჩასმულია ხელით, ხოლო სავარცხლის კბილი გამოჰყავთ და ამუშავებენ უწვრილესი ხერხით, შემდეგ კი მომრგვალება/გაპრიალების შედეგად გამოჰყავთ კანთან უნაზესი შეხების მქონე წვერის და თმის სავარცხლები.
დიდ ბრიტანეთში Kent თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა John Lewis, Selfridges, Harrods, Fortnum & Mason და ა.შ. პროდუქციის დისტრიბუცია ბრიტანეთიდან ხდება, 50-ზე მეტ ქვეყანაში მსოფლიო მასშტაბით, ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ამერიკა, კანადა, ავსტრალია, ჰონგ კონგი, იაპონია და ასევე ევროპის სხვადსხვა ქვეყნებში.
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.