თმის მოვლის კომპლექტი: Concrete ცვილი + ტონიკი + შამპუნი

58.40

თმის ფიქსატორების ნაკრები - Beard.ge
თმის მოვლის კომპლექტი: Concrete ცვილი + ტონიკი + შამპუნი

58.40

საუკეთესო საჩუქარი მამაკაცისთვის, რომელსაც თმების დამორჩილება უჭირს და ყოველ დილით სახლიდან გასვლამდე სასურველი ვარცხნილობის მისაღებად დიდ დროს ხარჯავს. ეს მაგიური პროდუქტები ნებისმიერი მამაკაცისთვის თმის სტაილინგის პროცესს სასიამოვნოდ, მარტივად და სწრაფად აქცევს

🎁 რა შედის სასაჩუქრე კომპლექტში? 👇

  1. Reuzel თმის შამპუნი – 100 მლ. ეს უნიკალური შამპუნი გამოირჩევა ბუნებრივი შემადგენლობითა და უმაღლესი ხარისხით. ღრმად წმენდს და ამაგრებს თმას, ასევე ასტიმულირებს ზრდას. იცავს დაზიანებისა და ქერტლისგან. იხილეთ ვიდეო შამპუნის შესახებ 🎦

  2. Reuzel თმის ცვილი Concrete Hold Matte – 35გრ. მომხმარებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს თავისი შესანიშნავი თვისებებისა და სურნელის გამო. ცვილს აქვს ძლიერი ფიქსაციის უნარი და მატ ეფექტს ქმნის, რაც თმას ბუნებრივ იერს აძლევს. საიმედოდ აფიქსირებს ნებისმიერი სიგრძისა და ტიპის თმას მთელი დღის განმავლობაში. ვინაიდან პროდუქტი წყლის ბაზაზეა დამზადებული, თმიდან ადვილად შორდება.

  3. Reuzel ზღვის ტონიკი – 100მლ, ზღვის მარილის ბაზაზე დამზადებული სპრეი, რომელიც ზრდის თმის მოცულობას, ბუნებრივ სახეს უნარჩუნებს და მცირე ფიქსაციას უზრუნველყოფს. კვებავს თმას, იცავს ქერტლისა და ცვენისგან. განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი თმის მოვლისთვის. ტონიკი შესანიშნავად მოერგება ნებისმიერი სიგრძისა და ტიპის თმას, ასევე ძალიან ეფექტურია თმის ცვილთან კომბინაციაში გამოყენებისას. მოხმარება ასევე რეკომენდებულია წვერზეც. საშუალო სიგრძის თმისთვის საკმარისია 5-6 შესხურება.

  • სასაჩუქრე შეფუთვა 🎁
  • ჩვენი სტიკერები – მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის 🌟
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – ანგარიშსწორების გვერდზე, ბოლო გრაფაში მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და აუცილებლად მოვათავსებთ შეფუთვაში 😍

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა