როგორ შევისწოროთ წვერი სამართებლით
იქამდე სანამ შესწორებას დაიწყებთ პირველ რიგში ტყავზე 10-დან 25-მდე გაუსვით სამართებელი რათა იდეალურ სისწორეში მოვიდეს პირი. შემდეგ უკვე საჭიროა წვერის ის ადგილი რომლის შესწორებასაც ვაპირებთ მოვამზადოთ პარსვისთვის. ამისთვის ზოგიერთი თბილ პირსახოცს იყენებს (სახეზე დაფენა ხდება და სახის გათბობა, ფორების გახსნა), ან უბრალოდ გამოიყენეთ სახისთვის განკუთვნილი საპონი, ააქაფეთ სახეზე ცხელი წყლის მეშვეობით, ამით გაასუფთავებთ წვერს. პატარა ჯამში ან ჭიქაში ჩაასხით ცხელი წყალი და სპეციალური სახის ასაქაფებელი წაუსვით ჯაგრისს, იგივე ფუნჯს, ხოლო ეს ჯაგრისი ოდნავ ჩააწეთ წყალში რათა ქაფი გამრავლდეს (თუკი ჯაგრისი არ გაქვთ არ არის პრობლემა შეგიძლიათ ხელითაც წაისვათ სახის ასაქაფებელი).
დაიჭირეთ სამართებელი დაახლოებით 30°-იანი დახრის კუთხით კანთან მიმართებაში, თავისუფალი ხელით დაჭიმეთ კანი ოდნავ რათა სწორი ზედაპირი მიიღოთ შესწორებისთვის, ნელ-ნელა რამდენიმე სანტიმეტრის რადიუსზე დაიწყეთ სამართებლით წვერის შესწორება (ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე ჩამოსმით იდეალურად ასწორებთ ზედაპირს და ათავისუფლებთ წვერისგან). წვერის შესწორება თავიდან შესაძლოა ოდნავ რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ რამდენჯერმე ცდის შემდეგ თქვენ უკვე ნამდვილი პროფესიონალი გახდებით 🙂 <3
როგორ მოვუაროთ კლასიკურ სამართებელს
კლასიკური სამართებლის ფლობა დაახლოებით იგივეა რაც სპორტული მანქანის ყოლა მექანიკური ტიპის გადაცემათა კოლოფით 😀 დარწმუნებული იყავით რომ ყველაზე ბასრი რამ არის რაც კი ოდესმე ხელში გჭერიათ და ყველაზე ხარისხიანად და ლამაზად შეისწორებთ წვერს თქვენს ცხოვრებაში, ხოლო გაპარსული ადგილი კი ალბათ ბავშვის კანივით იქნება შეხებისას, მაგრამ თუკი გსურთ რომ ზუსტად იგივე ხარისხით გემსახუროთ სამართებელი თქვენ და თქვენს შვილებს და მათ შვილებსაც მაშინ იგი კარგ მოვლასაც საჭიროებს.
იქამდე სანამ სამართებელს გამოიყენებთ აუცილებელია მისი ტყავზე დამუშავება (ინგლ. Stropping). ტყავზე 10-დან 25-მდე უნდა გაუსვათ სამართებელი სპეციფიური მეთოდით, ამით სამართებლის პირი მიკროსკოპულ დონეზე იდეალურად სისწორეში მოდის და მზად ხდება წვერის შესწორებისთვის. მოხმარების შემდეგ სამართებელს თბილი წყალი გადაავლეთ და გააშრეთ ისე რომ თითები არ შეახოთ მეტალს. ხოლო იმ შემთხვევაში თუკი დიდი ხნით დაასვენებთ სამართებელს, რეკომენდირებულია ზეთი დააპკუროთ და შემდეგ შეამშრალოთ. გამოყენებისას DOVO რეკომენდაციას აძლევს მომხმარებლებს, რომ სამართებელი დაასვენონ 24 საათიდან 48 საათამდე (უმეტესი მომხმარებელი 24 საათს ასვენებს ხოლმე), ხოლო პარსვამდე კი ტყავზე უნდა დაამუშაოთ იგი. სამართებლის პირი რომელიც პარსავს იმდენად თხელია რომ ყოველი პარსვის შემდეგ მიკროსკოპულად ბლაგვდება, სწორედ ამიტომ რათა ეს პირი გასწორდეს და თანაც არ საჭიროებდეს ქვაზე გალესვას იგი აუცილებელია ჯერ დაასვენოთ ხოლო შემდეგ კი ტყავზე დაამუშაოთ. ტყავზე დამუშავებისას საჭიროა იდეალურად სწორი ტყავი გვქონდეს, ხოლო ტყავი კი უნდა იყოს ასევე იდეალურად სუფთა.
ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც იქნება საჭირო სამართებლის გალესვა, რომელიც შემდეგნაირად ხდება: სპეციალურ სალეს ქვაზე, დაასხით წყალი, და ზუსტად იგივე მეთოდით როგორც ტყავზე ამუშავებდით სამართებელს, დაამუშავეთ ქვაზე ოღონთ 5-დან 10 გასმამდე, მთავარია ძალა არ დაატანოთ ლესვისას (ყოველი ლესვა ათხელებს სამართებელს, ქმნის ბასრ კუთხეს რისი მეშვეობითაც უნდა მოხდეს პარსვა, ხოლო გალესვის შემდეგ კი კვლავ ტყავზე ხდება მისი დამუშავება რათა მეტალის კუთხე იდეალურად სისწორეში მოვიდეს).
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.