კლასიკური სამართებელი Dovo Inox Olivewood 5/8”

524.95

სამართებელი Dovo Inox - Beard.ge
კლასიკური სამართებელი Dovo Inox Olivewood 5/8”

524.95

Beard.ge–ის საამაყო სამართებლების პროდუქციას შეემატა ლეგენდარული მოდელი DOVO Inox Olivewood 5/8 Full Hollow. არსებობს მსოფლიო მასშტაბით სამართებლების #1 ბრენდის პროდუქტი (იხ. პროდუქტი: Dovo-ს სხვა კლასიკური სამართებელი), რომელიც საოცრად მაღალი ხარისხით გამოირჩევა მსოფლიო ბაზარზე არსებული ნებისმიერი სამართებლებისგან და არსებობს ამ ბრენდის ფუფუნების დონეზე აყვანილი 1 პროდუქტი, რომელიც გამოშვებულია მათთვის ვინც ამ საღამოს Ferrari-თ გასეირნებაზე ფიქრობს, ხოლო ახლა კი ცხენით საკუთარ რანჩოში მიაჭენებს 🙂

რა განსხვავებაა წინამორბედსა და Inox-ს შორის?

  1. სამართებლის პირი კარბონის მეტალის ნაცვლად უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, სწორად გაიგეთ, სამართებელია არასდროს არ დაჟანგდება 🙂
  2. სამართებლის პირზე 24-კარატიანი ოქროთი გრავირებული ლოგო
  3. პლასტიკის ნაცვლად ზეთის ხილის ხისგან დამზადებული ტარი 🙂

გაითვალისწინეთ რომ, Dovo Inox-ის უდიდესი ნაწილი არის ქარხნულად გალესილი, თუმცა ფიქსირდება შემთხვევები როდესაც იდეალური პარსვისთვის სამართებელი საჭიროებს გალესვას  ან სამართებლის ტყავზე დამუშავებას. 

აღსანიშნავია ფაქტი რომ თუკი Dovo-ს ქარხნის მენეჯერი არ არის თქვენი უახლოესი მეგობარი, Dovo Inox-ის შეძენა ისეთ დაბალ ფასად რა ფასადაც იგი ჩვენთან არის წარმოდგენილი შეუძლებელი იქნება. 🙂

ბრენდის შესახებ ინფორმაცია:

DOVO Solingen – საუკუნეზე მეტი წლოვანების კომპანიაა გერმანიის ქალაქ ზოლინგენიდან (დაარს. 1906 წ.), რომელიც ორიენტირებულია მსოფლიოში საუკეთესო საპარსი საშუალებების შექმნა/წარმოებაზე. მარტივად რომ ვთქვათ ზოლინგენი გერმანიაში ცივი იარაღის მექაა და შუა-საუკუნეებიდან მოყოლებული მეტსახელად “მახვილების ქალაქს” უწოდებენ, რადგან ისტორიულად ზოლინგენში მამები შვილებს სულ მცირე ასაკიდანვე ცივი იარაღის ჭედვას და ფოლადთან განსხვავებულ ურთიერთობას ასწავლიდნენ. ალბათ ამიტომაც არავის უკვირს მსოფლიოში 10-მდე ცნობილი ბრენდის წარმომავლობა სწორედ ზოლინგენიდან რომ მოდის.
გერმანული კარბონის ფოლადისგან და უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სამართებლები შესაძლოა ძნელად მაგრამ მაინც მოიძიოთ ბაზარზე, მაგარამ DOVO-ს უნიკალურობა მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოლადში ნამდვილად არ არის. კლასიკური სამართებლის პირი მარტივად რომ ვთქვათ უნდა იყოს იდეალური, არც მეტი და არც ნაკლები, რათა მან შეძლოს საუკუნეების მანძილზე ერთგულად მსახური. DOVO-ს უნიკალურობა სწორედ ამაშია, კომპანიაში თითოეული სამართებელი იქმნება ძველისძველ დანადგარებზე, დანადგარი რითაც ფოლადს ამუშავებენ არ არის 21-ე საუკუნის თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური, კომპანია დამუშავების რამდენიმე ეტაპზე იყენებს ძველისძველ დანადგარებს, ხოლო საბოლოოდ კი ოსტატები გარდა მამათა მიერ დანატოვარი ცოდნისა, გულსა და სულს დებენ თითოეულ მათ ნამუშევარში.

დღესდღეობით, საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ბარბერშოპებსა და სალონებს ეკრძალებათ კლასიკური სამართებლით მუშაობა, ვინაიდან ყოველთვის არსებობს ალბათობა სამართებლის მეშვეობით რაიმე დაავადების გავრცელების, ამიტომაც კლასიკური სამართებელი მხოლოდ და მხოლოდ კლასიკაა და ამაყი ისტორიის სახე, რომელიც ფუფუნებისა და სათამაშოს სახით შეგვიძლია ვფლობდეთ და მისი გამოყენებით ვანებივრებდეთ საკუთარ თავს 🙂 მაგრამ თუკი ხვდებით თუ რასაც ვგულისხმობთ შესაძლოა სათამაშო ნაკლებად უწოდოთ, რადგან მის გამოყენებას უდიდესი სიფრთხილე და ოსტატობა სჭირდება, ხოლო გამოყენებამდე კი სპეციალური მოვლაც 🙂

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა