კლასიკური საპარსი Dovo Primo I

159.95

კლასიკური წვერის საპარსი Dovo Primo - Beard.ge
კლასიკური საპარსი Dovo Primo I

159.95

საუკუნეზე დიდი ხნის გამოცდილების მქონე ბრენდის, Dovo-ს ახალი პროდუქტი, კლასიკური საპარსი Primo I, რომელიც შექმნილია საუკეთესო პარსვის გამოცდილებისთვის.

  • დამზადებულია გერმანიაში
  • მოყვება Dovo-ს ბრენდის 10ც ბრიტვა
  • ქრომირებული დიზაინი
  • ზომები: 4,1 სმ x 2,5 სმ x 10,6 სმ

საპარსის თავი, მაქსიმალური სიზუსტის დასაცავად, დამზადებულია თუთიისგან. წონის სწორი განაწილების უზრუნველსაყოფად, სახელური დამზადებულია სპილენძისგან. ქრომირებული საფარი იცავს საპარსს კოროზიისგან და ხაზს უსვამს მაღალხარისხიან დიზაინს, რომელიც ყოველი გამოყენებისას იზრუნებს თქვენს განწყობასა და თავდაჯერებულობაზე.

რა არის იდეალური პარსვისთვის საჭირო? 

  1. პარსვისთვის საუკეთესო დრო არის ცხელი შხაპის შემდეგ (როდესაც სახის კანი/წვერი დატენიანებული და დარბილებულია) ან შეგიძლიათ სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცის დაფენის შემდეგ (დაიფინეთ სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცი, გაიჩერეთ 3 წუთის განმავლობაში და მიიღებთ სახეზე ცხელი შხაპის შემდგომ ეფექტს).

  2. კანის საუკეთესოდ მომზადებისთვის, რეკომენდირებულია პარსვამდე გამოსაყენებელი კრემი, წვერის ღეროების გასასწორებლად და ჩაბრუნებული წვერის გასასწორებლად. კრემი ამზადებს სახის კანს/წვერს იდეალურად პარსვისთვის

  3. გამოიყენეთ საპარსი კრემი ან საპარსი საპონი, თანაბრად გადანაწილებისთვის ძალიან კომფორტულია ასაქაფებელ ფუნჯი.

  4. პარსვის შემდგომ კანის დატენიანებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ პარსვის შემდგომი ლოსიონი ან პარსვის შემდგომი ბალზამი.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა