კლასიკური საპარსი Parker 99r

99.95

კლასიკური საპარსი Parker 99r - Beard.ge
კლასიკური საპარსი Parker 99r

99.95

Parker უკვე 50 წელიწადზე მეტია რაც მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებულია როგორც საპარსი საშუალებების, ჯაგრისებისა და საპარსი აქსესუარების ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი. კომპანიის მთავარ ხაზს წარმოადგენს სამართებლები და კლასიკური საპარსები, სწორედ ეს პროდუქტი კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მათ არჩევანში.

კლასიკური საპარსი Parker 99R უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, ამიტომ მისი შენახვა და მოხმარება ძალიან კომფორტულია კარბონის მეტალისგან დამზადებული საპარსებისგან განსხვავებით. რაც შეეხება მოხმარებას, თუკი ასეთ საპარსი საშუალება არ მოგიხმარიათ, გვერწმუნეთ 1 ან 2 მოხმარების შემდეგ, ნამდვილად თქვენი განუყრელი მეგობარი გახდება.

99R-ში იდება საპარსი თავები (ბრიტვის თავი), შესაბამისად სტანდარტულ საპარსებთან შედარებით მიიღებთ გაცილებით ხარისხიან ეფექტს, მოხდება სახის კანის ზედაპირთან მაქსიმალურად მიახლოებული პარსვა, რაც ნიშნავს პარსვებს შორის ინტერვალი შეგიმცირდებათ.

რა არის იდეალური პარსვისთვის საჭირო?

  1. იდეალურად გაიპარსავთ ცხელი შხაპის შემდეგ (როდესაც სახის კანი/წვერი არაჩვეულებრივად დატენიანებულია და დარბილებული) ან ასევე სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცის დაფენის შემდეგ (დაიფინეთ სახეზე თბილი წყლით გაჯერებული პირსახოცი, გაიჩერეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში 2-3 წ. და მიიღებთ სახეზე ცხელი შხაპის შემდგომ ეფექტს).

  2. რეკომენდირებულია პარსვამდე გამოსაყენებელი კრემი მეტი სირბილისთვის, წვერის ღეროების გასასწორებლად და ჩაბრუნებული წვერის გასასწორებლად. კრემი მოამზადებს სახის კანს/წვერს იდეალურად პარსვისთვის (ამ პროდუქტით სერვისს მეტწილად უცხოეთში მოღვაწე სახელგანთქმული სადალაქოები სთავაზობენ).

  3. გამოიყენეთ საპარსი კრემი ან საპარსი საპონი, ასაქაფებელ ფუნჯთან და სამართებელთან ან ხარისხიან საპარსთან ერთად.

  4. პარსვის შემდგომი ლოსიონი ან პარსვის შემდგომი ბალზამი.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა