წვერის და სახის დამარბილებელ – დამატენიანებელი 100 ml (Original)

54.95

დამატენიანებელი წვერის და სახისთვის რომელიც არბილებს წვერს - Original - Beard.ge
წვერის და სახის დამარბილებელ – დამატენიანებელი 100 ml (Original)

54.95

  • მომენტალურად არბილებს წვერს, ხდის ფაფუკს და ნაზს
  • ატენიანებს წვერსა და კანს, იცავს გამოშრობისაგან
  • აქრობს ქავილის შეგრძნებას
  • აძლევს მამაკაცის მდიდარი პარფიუმის სურნელს
  • დამზადებულია 100% – ით ნატურალური ინგრედიენტებისგან
  • დამზადებულია მაროკოში

გასაოცრად მაგარი პროდუქტი, რომელიც შექმნილია წვერის & კანის დასარბილებლად და დასატენიანებლად. უამრავ ადამიანს აწუხებს წვერის ქავილი, წვერის და კანის გამოშრობა, უხეში წვერი და მისგან გამოწვეული პრობლემები, ეს პროდუქტი კი შექმნილია სწორედ ამ პრობლემების არათუ აღმოსაფხვრელად არამედ სხვა, ბევრად სასიამოვნო რეალობად გადასაქცევად 🧡

წვერის დამარბილებელ-დამატენიანებელი, ზეთებისგან ან ბალზამებისგან განსხვავებით არის კრემის მსგავსი მასა, რომელიც ხელის გულზე უნდა მოათავსოთ და შემდეგ მასაჟისებურად (მსგავსად სხვა დანარჩენი საშუალებებისა) შეიზილოთ წვერზე და კანზე. მომენტალურად რასაც იგრძნობთ არის ენითაღუწერელი სასიამოვნო სურნელი (ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სურნელი არსებულ პროდუქციაში), წვერის შემსუბუქება, დატენიანება და რაც მთავარია წვერის სიფაფუკე. სხვა წვერის მოვლის საშუალებებისგან განსხვავებით მისი წასმით არ დავარდება წვერის ერთიანი ფორმა, გექნებათ ბუნებრივი წვერის ფორმა მაგრამ რადიკალურად შეცვლილი სტრუქტურა, შემსუბუქებული და ნაზი.

დამარბილებელ-დამატენიანებელი საშუალება იდეალური პროდუქტია როგორც ზაფხულის ცხელი დღეებისთვის, ასევე ზამთრის ყივნისას, ორივე დროს ხდება კანის და წვერის ინტენსიური გამოშრობა, სწორედ დატენიანების ხარჯზე კი თქვენს წვერს ექმნება ის იდეალური პირობები როგორიც მაგალითად თქვენთვის იქნებოდა რთული სამუშაო დღეების შემდეგ ჰავაის კუნძულებზე ცხელ ქვიშაში წამოგორება და არაფერზე ფიქრი 🙂 სურნელი კი იმდენად სასიამოვნო აქვს პროდუქტს, რომ ჰავაიზე წამოგორებითაც კი ვერ მიაღწევდით მსგავს რამეს 🙂

რაღა თქმა უნდა როგორც სხვა ნებისმიერი წვერის მოვლის საშუალება არსებული ჩვენს პროდუქციაში, დასარბილებელი-დამატენიანებელიც 100% ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება და არ შეიცავს არანაირ ქიმიურ და მავნე დანამატებს. ისიამოვნეთ ნატურალური პროდუქტით! 🙂

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა