შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.
სამართებლის სალესი ტყავი Dovo Solingen
199.95₾
ალბათ ამ გვერდზე შემოსვლისას ბევრს გაუჩნდება კითხვა თუ რა შუაშია ტყავი ან რა კავშირშია იგი სამართებელთან, მაგრამ არ დაიბნეთ ერთადერთი არ ხართ. 🙂 ტყავი და კლასიკური სამართებელი მარტივად რომ ვთქვათ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან, იგი სამართებლის მოსავლელად პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტია.
თუნდაც ერთხელ მაინც როდესაც კლასიკურ სამართებელს გამოიყენებთ, მისი პირი მიკროსკოპულ დონეზე ბლაგვდება, ხოლო რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ კი უკვე სამართებლის მფლობელი აუცილებლად იწყებს პარსვის გაუარესებული სხვაობის შენიშვნას. სწორედ ამიტომ, სამართებლის პირი ყოველი პარსვისას იდეალურად მიკროსკოპულ დონეზე რომ სისწორეში იყოს და მის პატრონს მისცეს მართლაც რომ იდეალური შედეგი, პარსვამდე ხდება მისი ტყავზე დამუშავება. სულ 1 წუთამდე გრძელდება ეს პროცედურა, მაგრამ ეფექტი იმდენად მაღალია ერთი მხრივ პარსვის ხარისხის, ხოლო მეორე მხრივ კი სამართებლის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვისაც, რომ შეუძლებელია ამ ატრიბუტის გარეშე რომელიმე კლასიკური სამართებლის მოხმარება.
ჩვენს პროდუქციაში არსებული ტყავი, გამოშვებულია Dovo-ს მიერ, არის იდეალურად სწორი, ნაზი და უმაღლესი ხარისხის დამუშავების მქონე. 24 საათში ერთხელ მოხმარების შემთხვევაში რეკომენდირებულია სამართებლის 10-დან 25-მდე ტყავზე გასმა, ხოლო თუკი დიდი ხნის განმავლობაში დაასვენებთ სამართებელს ამ შემთხვევაში პარსვის წინ 25-დან 50-მდე გაუსვით.
ტყავის მოვლა
ტყავის ბალზამი არის პროდუქტი რისი მეშვეობითაც ტყავს უვლით, უხანგრძლივებთ სიცოხლეს, სირბილეს და სისწორეს, შესაბამისად მისი მოხმარება 5 წლის მაგივრად შესაძლოა 10-მდე გადაიწიოს. ბალზამი პერიოდულობით არის საჭირო რომ წაუსვათ ტყავს, მცირე მოცულობა თითით ამოიღეთ, წაუსვით ტყავზე, შემდეგ კი ნაჭრით გადაანაწილეთ სრულ ზედაპირზე, ამით დატენიანებას მოახდენთ ტყავის და შესაბამისად იგი ყოველთვის ისეთივე რბილი და სწორი იქნება როგორიც შეძენის დროს. ბალზამის შესაძენად დააჭირეთ აქ.
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.