შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.
სამართებლის ტყავის დასამუშავებელი ბალზამი DOVO Solingen
34.95₾
ტყავი და ტყავის ბალზამი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტებია კლასიკური სამართებლის მოვლისთვის. კლასიკური სამართებელი წვერის პარსვა/შესწორების წინ საჭიროებს ტყავზე დამუშავებას (ტყავზე 25-დან 50-მდე გასმა-გამოსმას), რათა მიკროსკოპულ დონეზე გაუსწორდეს პირი და შესაბამისად თავისი საქმე იდეალურად შეასრულოს. რაც შეეხება ტყავს კი, საჭიროა წლების განმავლობაში მას შევუნარჩუნოთ ის სინაზე და სისწორე როგორიც შეძენისას ჰქონდა, მაგრამ საკმაოდ ხშირი პრობლემა რაც ტყავს ემართება არის მისი დასკდომა და გაუხეშება. გაუხეშებული და დამსკდარი ტყავი კი რეალურად უფრო საშიშია ვიდრე მის გარეშე სამართებლის მოხმარება, რადგანაც დიდი შანსია რომ ასეთმა ტყავმა თქვენი კლასიკური სამართებელი დააზიანოს. სწორედ ამიტომ უამრავი მიმართავს ცხოველურ ცხიმს, ზეთს ან სპეციალურად შექმნილ საშუალებებს ტყავის შესანახად გამოშვებულს. DOVO Solingen-ის მიერ გამოშვებული ტყავის ბალზამი არის ის საშუალება რისი მეშვეობითაც თქვენს ტყავს თუკი სწორად მოუვლით და დაამუშავებთ საუკუნეების მანძილზეც კი შეინახავთ და გადასცემთ მომავალ თაობებს.
წარმოებული 1906 წელს დაარსებული ბრენდის მიერ, ქ. ზოლინგენში, გერმანია
დროდადრო (არ არის აუცილებელი ყოველი გამოყენების შემდეგ დამუშავება) ბალზამის მცირე მოცულობა ამოიღეთ ნაჭრით ან თითით და წაუსვით ტყავს, შემდეგ ნაჭრით კარგად დაამუშავეთ და გაადაანიწლეთ ბალზამი ტყავზე, ისე რომ ვიზუალურად თითქმის არც უნდა ეტყობოდეს რომ რაიმე ზეთოვანი ზედაპირი აქვს ტყავს. ტყავი ძალიან მალე შეიწოვს ბალზამს და მოხდება დატენიანება, შეინარჩუნებს სირბილეს, არ დასკდება და მოგემსახურებათ იგი წლების განმავლობაში იდაელურად გლუვი ზედაპირით. მთავარია რომ ტყავი მოღუნულ მდგომარეობაში არ შეინახოთ, სპეციალური ბალზამით იქნება იგი დამუშავებული თუ ზეთით, იგი უნდა ჩამოკიდოთ, ან დადოთ ისე რომ არ დაზიანდეს.
ტყავის ბალზამი ძალიან კარგი საშუალებაა უკვე გაუხეშებული ტყავის გასაცოცხლებლად რათა ხელახლა დაუბრუნოთ მას ის შესაძლებლობები რაც გაუხეშებამდე ჰქონდა სამართებლის დამუშავების მხრივ 🙂
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.