წვერის ბალზამი – Woodsy

24.9543.95

წვერის ბალზამი – Woodsy
  • მომენტალურად არბილებს წვერს.
  • აქვს მცირე ფიქსაციის უნარი.
  • უხეშ და ხვეულ წვერს ხდის მართვადს.
  • აჯანსაღებს წვერს და იცავს დაზიანებისგან
  • აძლევს ძალიან სასიამოვნო, წიწვოვან Fresh სურნელს.
  • დამზადებულია 100% – ით ნატურალური ინგრედიენტებისგან.
  • გამოიყენება საშუალო / გრძელი ზომის წვერზე 

წვერის ბალზამი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტია წვერის მოვლის საშუალებებში. მარტივად რომ დავახასიათოდ, იგი წვერის ზეთია გამყარებული სახით, შესაბამისად მას დაახლოებით იგივე დონეზე შეუძლია წვერის დარბილება (არბილებს მომენტალურად) და ასევე დამატებული აქვს ოდნავ უფრო მეტი ფიქსაციის უნარი. რა თქმა უნდა წვერის ან ულვაშის ცვილისნაირი მაღალი ფიქსაციით არ გამოირჩევა, მაგრამ ბალზამის გამოყენებით თქვენ მარტივად დაირბილებთ წვერს, მიაწვდით უამრავ გამაჯანსაღებელ ინგრედიენტს და შესძენთ გარკვეული დოზით ფიქსაციას, რაც ერთიან და ჯანსაღ ვიზუალს მისცემს თქვენს უკვე ფაფუკ წვერს. 🙂

სურნელი:

ძალიან სასიამოვნო ტყის და წიწვოვანი Fresh სურნელი რომელიც ნამდვილად თავს შეგაყვარებთ. წასმიდან გარკვეული დროის შემდეგ სურნელი უფრო ნაზი ხდება, რაც რეალურად ბევრად სასიამოვნოს ხდის ბალზამის გამოყენებას.

100% ნატურალური, დამზადებულია საქართველოში!

გამოყენების წესი:

ამოიღეთ ბალზამი კონტეინერიდან ცერა თითის გამოყენებით (დაახლოებით ნახევარი ფრჩხილის ოდენობა), მოათავსეთ ხელის გულზე და ორივე ხელის ერთმანეთზე ხახუნით გაალღვეთ (დარწმუნდით რომ ბალზამის მასის 100% გალღვა, გახდა თხევადი და ზეთოვანი). შემდეგ კი კარგად შეიზილეთ წვერში, თანაბრად გადასანაწილებლად გამოიყენეთ წვერის სავარცხელი ან წვერის ჯაგრისი.

ბალზამის საუკეთესო გამოყენების დრო არის წვერის დაბანის და შემშრალების შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ნებისმეირ სხვა დროსაც.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა