წვერის ჯაგრისი (დიდი ზომის + მყარი)

29.95

მყარი წვერის ჯაგრისი ნებისმიერი წვერისთვის - Beard.ge
წვერის ჯაგრისი (დიდი ზომის + მყარი)

29.95

წიფლის ხისგან + გარეული ტახის ჯაგრისგან დამზადებული 

ჩვენი ახალი წვერის ჯაგრისი ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე მყარი ჯაგრის მქონეა ჩვენთან წარმოდგენილ წვერის ჯაგრისებს შორის. ჯაგარის სიმყარის გამო იდეალურია ნებისმიერ ტიპის წვერისთვის, ეს იქნება უხეში და ხვეული წვერი თუ თხელი და სწორი, მისი დიდი ზომა კი ძალიან აადვილებს გამოყენებას 🙂

არსებობს განსაკუთრებული ნივთები რასაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ, ვუვლით, პატივს ვცემთ და მათი ქონა უბრალოდ სიამოვნებას გვგვრის. ჩვენი ახალი ჯაგრისი ნამდვილად განსაკუთრებულია და საათობით შეგვიძლია მის ხარისხსა და ფასეულობაზე საუბარი, მაგრამ ერთხელ წვერზე ჩამოსმა ყველაფერს დაგავიწყებთ. პირველივე მოხმარებისას მიხვდებით თუ რამდენად ეფექტური და ხარისხიანია. დიზაინი მარტივად რომ დავახასიათოდ – შავი & დახვეწილი 😎

გარეული ტახის ჯაგარი წვერისა და თმის მოვლის ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა. მისი წვერზე გამოყენებით შესაძლებელია წვერის მარტივად დალაგება, წვერის ზეთის იდეალურად გადანაწილება, ხოლო ყოველდღიური მოხმარებით, წვერის ზეთთან ერთად, ასევე შესაძლებლია წვერის ზრდის “მორჯულებაც” ანუ წვერის მიმართულების შეცვლა 😀 ჯაგრისის უპირატესობა სავარცხელთან მიმართებაში ხშირი ჯაგარია. ჯაგრისით დავარცხნისას თითოეული წვერის ღეროს სათითაოდ გასწორება/დავარცხნა ხდება, ხოლო სავარცხლის პირებში რამოდენიმე წვერის ღერომ შესაძლოა გაიაროს ისე, რომ ვარცხნის ეფექტი ვერ მიიღოს ❤️

იდეალურია როგორც წვერის დასავარცხნად ასევე თმისთვის. შეინახეთ მშრალ და ვენტილირებად ადგილზე, გარეცხვის შემდეგ აუცილებლად კარგად გააშრეთ 💨

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა