ჯიბის სავარცხელი KENT 82T

29.95

Kent-82-T წვერის და თმის ხელნაკეთი სავარცხელი
ჯიბის სავარცხელი KENT 82T

29.95

წარმოგიდგენთ KENT-ის ხელნაკეთ გასაშლელ სავარცხელს Beard.ge-ზე. Kent 82T არის ოდნავ უფრო მოზრდილი ვიდრე Kent 20T. მთავარი განსხვავება ამ 2 სავარცხელს შორის არის ზომა და მეტალის სამაგრი. KENT 82T-ს არ აქვს მეტალის სამაგრი, რაც ჯიბეში ჩასადებათ ბევრად უფრო კომფორტულს ხდის მას, ხოლო ოდნავ უფრო მოზრდილი ზომა კი შედარებით მოზრდილ წვერზე უფრო სასიამოვნო და მარტივ გამოსაყენებლს ხდის ჩვენს სუპერ სავარცხელს.

ხელნაკეთი სავარცხელი, დამზადებულია დიდ ბრიტანეთში!

კონკრეტულად ამ სავარცხლის გამოყენება იდეალურია როგორც წვერზე, ასევე თმაზეც 🙂 82T-ს კბილებს შორის საშუალო დაშორება აქვს, რაც ნიშნავს რომ მისი ჩამოსმა ძალიან სასიამოვნო და ეფექტური იქნება ნებისმიერი ტიპის წვერისთვის გარდა ძალიან უხეში და ხვეული წვერისა. ჩვენთან არსებული Kent-ის ნებიმიერი სხვა პროდუქციის მსგავსად მოდელი 82T-ც რაღა თქმა უნდა დამზადებულია ხელით, დიდ ბრიტანეთში.

საინტერესო ფაქტი:

კომპანია GB Kent & Sons Ltd. ჯაგრისებისა და სავარცხლების მწარმოებელი კომპანიაა XVIII (მეთვრამეტე) საუკუნიდან. იგი დაარსებულია 1777 წელს და ითვლება ერთ-ერთ უძველეს კომპანიად დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე, ყოველი მონარქი, დაწყებული ჯორჯ III-დან (დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ.) კომპანიას ანიჭებდა “საუკეთესო ბრიტანული ჯაგრისები”-ის წოდებას.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა