100% ორგანული ინგრედიენტებისგან შემდგარი წვერის ზეთი “Tobacco & Patchouli” წარმოადგენს ჩვენი პროდუქციის პრემიუმ ხაზის წვერის ზეთს. მთავარი მახასიათებელი ნიშანი: ფუმფულა წვერი მომენტალურად. ამ კონკრეტული წვერის ზეთის ეფექტურობა იმდენად მაღალია რომ აქვს მომენტალური წვერის დარბილების ეფექტი. რაც შეეხება სურნელს ეს მისი ერთ-ერთი მთავარი ნიშანთვისებაა: აქვს ენით აღუწერელი მამაკაცური სურნელი. თამბაქო და პაჩულის ერთმანეთში შეზავებული სურნელი შეიძლება ვერც კი გადმოსცეს ადამიანმა თუ რაოდენ სასიამოვნოა.
ხარისხი გამყარებულია მწარმოებლის 45 წლიანი გამოცდილებით!
პაჩული მრავალწლოვანი ტროპიკული ბუჩქბალახია, რომელსაც ბოლო დროს გიგანტური პარფიუმერული ზვიგენი კომპანიები დიდი ინტენსივობით იყენებენ, რათა მათ პროდუქციას შესძინონ ტკბილი და სასიამოვნოდ გრილი სურნელი, ხოლო მას დამატებული ნატურალური თამბაქოს ზეთი აძლევს მას დამჯდარ მოტკბო მამაკაცურ სურნელს. ზეთი შეიცავს მრავალ ინგრედიენტს, შესაბამისად ნამდვილად არ გეყოფათ ერთი შესუნთქვით შეცნობა. სავარაუდოთ, წასმიდან რამდენიმე წუთში ისევე როგორც ჩვენ და ასევე ყველა ამ ზეთის მომხმარებელი, თქვენც დაიწყებთ ტუჩების წინ გამოწევას რათა ულვაშების ცხვირთან ახლოს მიწევით სიამოვნების მიღების პროცესით დატკბეთ.
გარდა სურნელისა, ზეთი შეიცავს მრავალ ინგრედიენტს კანის და წვერის გამაჯანსაღებელი მიზნებისთვის. მაგალითისთვის არგანის, ჰოჰობას და აბუსალათინის ზეთი: 3-ვეს დანიშნულებაა დაარბილოს წვერი, კანის ფორებში შეღწევით გააჯანსაღოს კანი და შესაბამისად წვერის ღერები, სტიმულირება მისცეს კანს ახალი ჯანსაღი და ფუმფულა წვერის ზრდის.
საინტერესო ფაქტი: პაჩული ტროპიკული ბუჩქბალახი მცენარეა, რომელიც იზრდება 70-100 სმ-მდე და საჭიროებს 20°C-ზე მაღალ ტემპერატურას. მისი სამშობლო ტროპიკული აზიაა, ფილიპინები. მალდივები, მაგრამ 1939 წლიდან მოჰყავთ საქართველოშიც, აფხაზეთის ზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში.
ნიკოლოზ (ვერიფიცირებული მყიდველი) –
სწრაფი მიწოდება, მართლად შესანიშნავი სუნი არბილებს წვერს და შესანიშნავს ხდის 😀
Beard.ge –
გამარჯობა ნიკოლოზ 🙂 დიდი მადლობა შეფასებისთვის. პროდუქცია 5-დან 4 ვარსკვლავით გაქვთ შეფასებული, ხომ ვერ გვეტყოდით მიზეზს? სასარგებლო იქნებოდა როგორც ჩვენთვის ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის.
პატივისცემით,
Beard.ge