Beard.ge-ს წვერის ბალზამი საოცარი სურნელით Red-Melon. გამოიყენება საშუალო და გრძელი ზომის წვერზე, დამარბილებელ და გამაჯანსაღებელ თვისებებს თან ახლავს მცირე ფიქსაციის უნარი, რომლის მეშვეობითაც ხშირი-ხვეული წვერი უფრო მართვადი, დაალაგებული და ჯანსაღი ვიზუალის მქონე იქნება. დაარბილების ეფექტი და ძალიან სასიამოვნო მსუბუქი სურნელი, მომენტალურად მოგანიჭებთ შვებას და შეგიქმნით სუპერ განწყობას.
მზადდება ნატურალური ინგრედიენტებისგან, საქართველოში!
სურნელი:
ძალიან სასიამოვნო, მამაკაცის მდიდარი პარფიუმის სურნელი, მომენტალურად შეგიქმნით საოცარ განწყობას. სურნელის ძირითადი ინგრედიენტებია: კიტრის წყალი, ნესვი, ლიმონი და გერანიუმი.
გამოყენების წესი:
ამოიღეთ ბალზამი კონტეინერიდან ცერა თითის გამოყენებით (დაახლოებით ნახევარი ფრჩხილის ოდენობა), მოათავსეთ ხელის გულზე და ორივე ხელის ერთმანეთზე ხახუნით გაალღვეთ (დარწმუნდით რომ ბალზამის მასის 100% გალღვა, გახდა თხევადი და ზეთოვანი). შემდეგ კი კარგად შეიზილეთ წვერში, თანაბრად გადასანაწილებლად გამოიყენეთ წვერის სავარცხელი ან წვერის ჯაგრისი.
ბალზამის საუკეთესო გამოყენების დრო არის წვერის დაბანის და შემშრალების შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ნებისმეირ სხვა დროსაც.
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.