#8 კომპლექტი: წვერის ზეთი 30მლ + წვერის და თმის შამპუნი + სავარცხელი

74.85

#8 - საჩუქარი ბიჭისთვის წვერის ზეთი წვერის და თმის შამპუნი და სავარცხელი Beard.ge
#8 კომპლექტი: წვერის ზეთი 30მლ + წვერის და თმის შამპუნი + სავარცხელი

#8 სასაჩუქრე ნაკრები იმ საჩუქართაგანია რომელიც ნებისმიერი წვერიანი მამაკაცისთვისაა გათვლილი, ვინაიდან შეიცავს 3 აუცილებელ და საყვარელ პროდუქტს: წვერის დარბილება/გაჯანსაღების, ვარცხნის და ჰიგიენის დაცვისთვის. თუკი ადრესატს უბრალოდ იდეალურად მოვლილი და დარბილებული წვერი ესიამოვნება, ეს კომპელქტი სწორედ მისთვისაა შექმნილი.

🎁 რა შედის სასაჩუქრე კომპლექტში?

  1. ნებისმიერი 30 მლ. წვერის ზეთი (ხელმისაწვდომია 8 განსხვავებული სურნელი) – წვერის ზეთი უნივერსალური პროდუქტია, მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა თუ სიგრძის წვერზე. წასმისას ზეთი მომენტალურად არბილებს წვერს, ხდის მართვადს, აჯანსაღებს, აქრობს ქავილის მსგავს დისკომფორტის შეგრძნებას და შემატებს მამაკაცური პარფიუმის საოცარ სურნელს.

  2. წვერის, თმის და სახის შამპუნი დამარბილებელ-გამაჯანსაღებელი, რომელიც ნებისმიერი ტიპის წვერზე და თმაზე გამოიყენება – შამპუნის არჩევა შესაძლებელია 2 სურნელს შორის: მამაკაცის მოტკბო პარფიუმის Tobacco & Patchouli-ს ან შედარებით ოდნავ გრილი პარფიუმის სურნელით Blue 100 მლ.  

  3. სავარცხელი – წვერის და თმის მოვლის იდეალური კომბინაციის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. #8 კომპლექტში საშუალება გაქვთ 2 ყველაზე პოპულარული სავარცხლიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ:
    1⃣სანდალის ხის სავარცხელი – რომელიც დამზადებულია ნატურალური და სურნელოვანი ხისგან, ან
    2️⃣ბრიტანული ხელნაკეთი გასაშლელი სავარცხელი Kent 20T რომელიც ჯიბით სატარებლად იდეალური ატრიბუტია.

სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის:

  • სტიკერები – წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში.😍

👉 ჩვენი მისამართების სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს

ს/კ: არ არის კატეგორია:

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა