#3 კომპლექტი: ულვაშის ცვილი + წვერის ბალზამი + შამპუნი წვერისთვის და თმისთვის

53.85 51.15

#3 სასაჩუქრე კომპლექტი იმ მამაკაცის იდეალური საჩუქარია, ვისაც აქვს საშუალო ან გრძელი წვერი, ან მოზრდილი და ამაყი ულვაში. 😀 კომპლექტი შედგება 3 ნივთისგან, ხოლო 2 მათგანი არის წვერის ბალზამი და ულვაშის ცვილი. წვერის ბალზამის მოხმარება ხდება საშუალო ან გრძელ წვერზე და მისი წასმისას გარდა მომენტალური დამარბილებელი ეფექტისა, წვერს ასევე ეძლევა მცირედი ფიქსაცია, რაც ერთიან და ლამაზი ფორმის გამოყვანისთვის იდეალურია. ულვაშის ცვილი კი უძლიერესი ფიქსაციისაა, რომლის გამოყენება ხდება ულვაშებზე ან ძალიან მცირე მოცულობით წვერზე უკეთესი ფიქსაციის მისაღებად.

🎁 რა შედის სასაჩუქრე კომპლექტში?

  1. წვერის ბალზამი ტყის სურნელით 30 გრ. შეფუთვაში, რომელიც იდეალური პროდუქტია საშუალო ან გრძელი წვერის მქონე მამაკაცისთვის, რათა მიიღოს წვერის მომენტალური დარბილება, გაჯანსაღება და მცირედი ფიქსაცია ერთიანი ვიზუალისთვის (დაახლოებით 3-4 თვის საკმარი მოცულობა).

  2. ულვაშის ცვილი მენთოლის სურნელით ან სურნელის გარეშე – უძლიერესი ფიქსაციის მქონე პროდუქტი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სალვადორ დალივით ულვაშების დაყენება, ან უბრალოდ ზედა ტუჩს ქვემოთ ჩამოსული ულვაშის გვერდებზე გადაწევა და მთელი დღის მანძილზე სტილის შენარჩუნება. (გთხოვთ, შეკვეთის გაფორმებისას,  ანგარიშსწორების გვერდზე, შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ თუ რომელი სურნელით გსურთ ულვაშის ცვილი. მენთოლის სურნელით ან სურნელის გარეშე)

  3. წვერის, თმის და სახის არგანის შამპუნი (დამარბილებელ-გამაჯანსაღებელი), რომელიც ნებისმიერი ტიპის წვერზე და თმაზე გამოიყენება – შამპუნის შერჩევა შესაძლებელია 2 სურნელს შორის: მამაკაცის მოტკბო პარფიუმის Tobacco & Patchouli-ს ან შედარებით ოდნავ გრილი პარფიუმის სურნელით Blue 100 მლ.

სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის:

  • სტიკერები – წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში.😍

👉 ჩვენი მისამართების სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს

ს/კ: 402026, 00017, 00016 კატეგორია:

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა