Black Friday Box #2

99.85

წვერის ბოქსი 250მლ შამპუნი 30მლ წვერის ზეთი და წვერის ჯაგრისი - Beard.ge
Black Friday Box #2

რა არის წვერის მოვლის იდეალური კომბინაცია? პასუხი მარტივია, სულ 3 ნივთია ამისათვის საჭირო, რომლებსაც ამ ნაკრებით გთავაზობთ 😍

🎁 რა შედის სასაჩუქრე კომპლექტში?

  1. ნებისმიერი 250მლ არგანის შამპუნი – წვერის, თმის და სახისთვის ნატურალური დასაბანი საშუალება ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან დაიცვას წვერი და კანი გამოშრობისგან და შემდეგში ქერტლისგან. შამპუნს ასევე აქვს ძლიერი დამარბილებელი და დამატენიანებელი ეფექტი, დამზადებულია რა თქმა უნდა ნატურალური ინგრედიენტებისგან, რომელიც მაქსიმალურად აჯანსაღებს წვერს, თმას და კანს. ხელმისაწვდომია სამი სურნელით:
    Tobacco & Patchouli – მოტკბო პარფიუმის სურნელით
    Laurel & Incense – გრილი პარფიუმის სურნელით

    Original – გრილი პარფიუმის სურნელით

  2. ნებისმიერი 30 მლ. წვერის ზეთი – დაბანის შემდეგ, როდესაც წვერი შეშრება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოიყენოთ ნატურალური დამარბილებელი საშუალება, რომლის მეშვეობითაც წვერი მიიღებს ჯანსაღ და დალაგებულ ვიზუალს. წვერის ზეთებს დარბილების და სიფაფუკის შეგრძნების ეფექტი მომენტალური აქვს, რა თქმა უნდა გასაოცარ სურნელთან ერთად, რომელიც მთელი დღის მანძილზე იგრძნობა.
    ხელმისაწვდომია სამი სურნელით: (გრილი, მოტკბო და წიწვოვანი კატეგორიებიდან)

  3. ნებისმიერი წვერის ჯაგრისი – დასავარცხნი საშუალება, წვერის მოვლის იდეალური კომბინაციის ბოლო და ყველაზე სასიამოვნო პროცესია ნებისმიერი წვეროსნისთვის. ჯაგრისით წვერის დავარცხნა ფაქტიურად სახის მასაჟია. დამარბილებელი საშუალების გამოყენების შემდგომ, ჯაგრისის კიდევ ერთი მოვალეობა თანაბრად გადანაწილებაა, ისე რომ არცერთი წვერის ღერო დარჩეს დამარბილებელი საშუალების გარეშე. წვერის ჯაგრისს იმდენად ხშირი ჯაგარი აქვს, რომ თითოეული წვერის ღეროს გამოყვანა/გასწორება შეუძლია. ნაკრებში  შესაძლებელია 3 ჯაგრისიდან ერთ-ერთის შერჩევა:
    მოზრდილი ზომის შავი ჯაგრისი (მუყაოს ქეისით)
    მრგვალი ჯაგრისი მუქი ფერის (მეტალის ქეისით)
    მრგვალი ჯაგრისი ღია ფერის (მეტალის ქეისით)

  • სასაჩუქრე შეფუთვა 🎁
  • ჩვენი სტიკერები – მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის 🌟
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – ანგარიშსწორების გვერდზე, ბოლო გრაფაში მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და აუცილებლად მოვათავსებთ შეფუთვაში 😍
ს/კ: არ არის კატეგორია:

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა