დაივიწყეთ ბურძგლა წვერი და ზედა ტუჩს ქვემოთ ჩამოწეული ულვაში, საკვების მიღების დროს კი დასვრილი ულვაში 😀 დიდი სიამაყით წარმოგიდგენთ ამ 2 პრობლემის მოგვარებისთვის შექმნილ პროდუქტს – წვერის ცვილს, 100% ნატურალური!
დამზადებულია საქართველოში! 100% ნატურალური
რისთვის გამოიყენება წვერის ცვილი?
მარტივად რომ ვთქვათ წვერის ცვილს 2 მთავარი რამ შეუძლია:
უფორმო წვერის დალაგება და მთელი დღის განმავლობაში ერთიან ვიზუალში მოყვანა, თუნდაც ძლიერმა ქარმა აგიწეწოთ წვერი, ერთხელ ხელის ჩამოსმით იგივე ვიზუალს დაუბრუნდება, თანაც ისე რომ წვერი საერთოდ არ გაგიუხეშდებათ.
“ულვაშის პრობლემის” გადაჭრა: ულვაშის პრობლემა ალბათ 99% წვეროსანს აქვს და სწორედ ამიტომ მას იმოკლებენ ხოლმე, ვგულისმხობთ პერიოდს როდესაც ულვაში იმ სიგრძეს მიუახლოვდება რომ ზედა ტუჩს ჩამოცდება და ტუჩებს შორის ჩაგვყვება ხოლმე, ან საკვების მიღების დროს დისკომფორტს გვიქმნის და მომენტალურად ვიმოკლებთ მას. არადა მოზრდილი ულვაში ხომ საერთოდ სხვა ვიზუალს აძლევს როგორც სრულ წვერს ასევე სახის მოყვანილობას. “ულვაშის პრობლემის” გადაჭრა საკმაოდ მარტივია წვერის ცვილის გამოყენებით, მხოლოდ და მხოლოდ მცირეოდენი მოცულობაა საჭირო თითებზე გადაინაწილოთ, კარგად გაალღვოთ და შემდეგ კი ზედა ტუჩთან ულვაშებზე წაისვათ და სასურველი მიმართულება მისცეთ, გადაივარცხნოთ გვერდებზე — ყველა ბედნიერია, პრობლემა გადაჭრილია! 😀 ვიზუალის გარდა ულვაშის ცვილი ყინვასა და სიცხეში წვერს დაზიანებისგან იცავს + გამაჯანსაღებელი საშუალებაა მისივე ნატურალური შემადგენელი ინგრედიენტებისგან გამომდინარე.
სურნელი:
გამაგრილებელი მენთოლის სურნელი რომელიც წასმიდან დროდადრო უფრო ნაზი ხდება. ვინაიდან მენთოლი თითქმის ყველა წვერის მოვლის საშუალების შემადგენელი ინგრედიენტია, ამიტომ სხვა სურნელთან ერთად გამოყენებისას იგი არ ხდება პრეტენზიული და შემაწუხებელი (ერთ-ერთი დანიშნულება პიტნის ზეთის არის წვერის ზრდის და გახშირების დაჩქარება).
რა განსხვავებაა წვერის ცვილს, უვლაშის ცვილსა და ბალზამს შორის?
ზეთებისგან და წვერის მოვლის სხვა თხევადი საშუალებებისგან განსხავებით ეს 3 პროდუქტი გამოირჩევა ფიქსაციის უნარით და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ გთავაზობთ ძალიან მოკლე დახასიათებას რათა უკეთესად განასხვაოთ ხოლმე ერთმანეთისგან.
ბალზამი – მარტივად რომ დავახასიათოდ არის გამყარებული სახით წვერის ზეთი, თითქმის იგივე შესაძლებლობები აქვს დარბილების მხრივ, ხოლო ფიქსაციის უნარი კი ძალიან ოდნავ უფრო მაღალი. ბალზამით წვერს ფორმას ვერ მისცემთ, მაგრამ დაარბილებთ და დაბალ ფიქსაციას შემატებთ რათა ოდნავ უფრო მორჩილი გახდეს წვერი. როდესაც თითებზე ამოიღებთ ლღვება უმარტივესად, წასმაც შესაბამისად ძალიან მარტივია.
წვერის ცვილი – ბალზამთან შედარებით ბევრად მაღალი ფიქსაციის უნარი გააჩნია, შეუძლია მთელი წვერის ერთიან ფორმაზე და ვიზუალზე დაყენება და ასევე ულვაშების გადაწევა ისე რომ ტუჩებს ქვემოთ აღარ ჩამოიშალოს, ხდება მისი ზედაპირულად წასმა, ეფექტი მთელი დღის განმავლობაში გასტანს. ბალზამთან შედარებით უფრო რთულად ლღვება, მაგრამ თითების ხახუნის მეშვეობით იგი პრობლემას არ წარმოადგენს.
ულვაშის ცვილი – ყველაზე ძლიერი ფიქსაციის მქონე პროდუქტი წვერის მოვლის საშუალებებში, მისი გამოყენება ხდება მეტწილად მხოლოდ ულვაშებზე, შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში სალვადორ დალივით დაიყენოთ ულვაშები ან ისე რომ ტუჩებს ქვემოთ აღარ ჩამოგივიდეთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სტილი გამოიყვანოთ წვერის თუ ულვაშების, მცირე რაოდენობის მოხმარებით კი წვერის ცვილის მსგავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ბურძგლა წვერის დასამორჩილებლად. ყველაზე მყარი საშუალებაა, შესაბამისად გალღვობაც ყველაზე რთულია, საჭიროებს ძლიერ ხახუნს რათა ბოლომდე გალღვეს (წასმისას თითებზე აღარ უნდა გემჩნეოდეთ წასმული ცვილი, უნდა იყოს 100% გამლღვალი).
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.