წარმოგიდგენთ წვერის ცვილს (100% ნატურალური), პროდუქტს რომელიც უმეტესი წვერიანი მამაკაცის ცხოვრებაში შეუცვლელ ატრიბუტად იქცევა. 🙂
დამზადებულია საქართველოში! 100% ნატურალური
რა არის წვერის ცვილი და რა შეუძლია მას?
მარტივად რომ ვთქვათ წვერის ცვილს 2 მთავარი რამ შეუძლია:
ბურძგლა, უფორმო წვერის დალაგება და მთელი დღის განმავლობაში ერთ ვიზუალში მოყვანა, თუნდაც ძლიერმა ქარმა აგიწეწოთ წვერი, ერთხელ ხელის ჩამოსმით იგივე ვიზუალს დაუბრუნდება, თანაც ისე რომ წვერი საერთოდ არ გაგიუხეშდებათ.
“ულვაშის პრობლემის” გადაჭრა: ულვაშის პრობლემა ალბათ 99% წვეროსანს აქვს და სწორედ ამიტომ მას იმოკლებენ ხოლმე, ვგულისმხობთ პერიოდს როდესაც ულვაში იმ სიგრძეს მიუახლოვდება რომ ზედა ტუჩს ჩამოცდება და ტუჩებს შორის ჩაგვყვება ხოლმე, ან საკვების მიღების დროს დისკომფორტს გვიქმნის და ამიტომ გვიწევს. არადა მოზრდილი ულვაში რამდენად ლამაზიც არის ამაზე ალბათ ცოტა თუ დაობს. “ულვაშის პრობლემის” გადაჭრა საკმაოდ მარტივია წვერის ცვილის გამოყენებით (მაგრამ თუკი სალვადორ დალივით გსურთ ულვაშების დაყენება ამ შემთხვევაში წვერის ცვილი უფრო გამოგადგებათ). მხოლოდ და მხოლოდ მცირეოდენი მოცულობაა საჭირო თითებზე გადაინაწილოთ, კარგად გაალღვოთ და შემდეგ კი ზედა ტუჩთან ულვაშებზე წაისვათ და სასურველი მიმართულება მისცეთ, გადაივარცხნოთ გვერდებზე — ყველა ბედნიერია, პრობლემა გადაჭრილია! 😀 გარდა ვიზუალისა, დამატებით ულვაშის ცვილის მოხმარება ხდება როგორც ყინვასა და სიცხეში წვერის დაზიანებისგან დამცავ საშუალებად, ასევე გამაჯანსაღებელ საშუალებეადაც მისივე ნატურალური შემადგენელი ინგრედიენტებისგან გამომდინარე.
წვერის ცვილის გამოყენება შესაძლებელია წვერის მოვლის სხვა ნებისმიერ საშუალებასთან კომბინაციაშიც, ვინაიდან მისი მთავარი დანიშნულებაა ფიქსაცია და უკეთესი ვიზუალი. წვერის ცვილი მხატვრის მიერ შესრულებულ ნახატზე ხელმოწერასავით არის, სულ ბოლოს, მისი გარედან წვერზე ან ულვაშზე წასმით. 🙂
სურნელი:
ვინაიდან წვერის ცვილი ერთ-ერთი მთავარი პროდუქტია რომელიც წვერის სხვა მოვლის საშუალებებთან ერთად კომბინაციაში გამოიყენება, ამიტომ ჩავთვალეთ რომ ყველაზე კომფორტული მაინც სურნელის გარეშე იქნებოდა, სწორედ ამიტომ გთავაზობთ სურნელის გარეშე ცვილს. გამოყენების დროს იგრძნობთ ნაზ ფუტკრის ცვილის სურნელს, რომელიც რამოდენიმე წუთში გაქრება.
რა განსხვავებაა წვერის ცვილს, უვლაშის ცვილსა და ბალზამს შორის?
ზეთებისგან და წვერის მოვლის სხვა თხევადი საშუალებებისგან განსხავებით ეს 3 პროდუქტი გამოირჩევა ფიქსაციის უნარით და ხშირ შემთხვევაში საკმაოდ რთულია გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ გთავაზობთ ძალიან მოკლე დახასიათებას რათა უკეთესად განასხვაოთ ხოლმე ერთმანეთისგან.
წვერის ბალზამი – მარტივად რომ დავახასიათოდ არის გამყარებული სახით წვერის ზეთი, თითქმის იგივე შესაძლებლობები აქვს დარბილების მხრივ, ხოლო ფიქსაციის უნარი კი ძალიან ოდნავ უფრო მაღალი. ბალზამით წვერს ფორმას ვერ მისცემთ, მაგრამ დაარბილებთ და დაბალ ფიქსაციას შემატებთ რათა ოდნავ უფრო მორჩილი გახდეს წვერი. როდესაც თითებზე ამოიღებთ ლღვება უმარტივესად, წასმაც შესაბამისად ძალიან მარტივია.
წვერის ცვილი – ბალზამთან შედარებით ბევრად მაღალი ფიქსაციის უნარი გააჩნია, შეუძლია მთელი წვერის ერთიან ფორმაზე და ვიზუალზე დაყენება და ასევე ულვაშების გადაწევა ისე რომ ტუჩებს ქვემოთ აღარ ჩამოიშალოს, ხდება მისი ზედაპირულად წასმა, ეფექტი მთელი დღის განმავლობაში გასტანს. ბალზამთან შედარებით უფრო რთულად ლღვება, მაგრამ თითების ხახუნის მეშვეობით იგი პრობლემას არ წარმოადგენს.
ულვაშის ცვილი – ყველაზე ძლიერი ფიქსაციის მქონე პროდუქტი წვერის მოვლის საშუალებებში, მისი გამოყენება ხდება მეტწილად მხოლოდ ულვაშებზე, შესაძლებელია მთელი დღის განმავლობაში სალვადორ დალივით დაიყენოთ ულვაშები ან ისე რომ ტუჩებს ქვემოთ აღარ ჩამოგივიდეთ, შეგიძლიათ ნებისმიერი სტილი გამოიყვანოთ წვერის თუ ულვაშების, მცირე რაოდენობის მოხმარებით კი წვერის ცვილის მსგავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ბურძგლა წვერის დასამორჩილებლად. ყველაზე მყარი საშუალებაა, შესაბამისად გალღვობაც ყველაზე რთულია, საჭიროებს ძლიერ ხახუნს რათა ბოლომდე გალღვეს (წასმისას თითებზე აღარ უნდა გემჩნეოდეთ წასმული ცვილი, უნდა იყოს 100% გამლღვალი).
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.