Dovo Solingen – საუკუნეზე მეტი წლოვანების კომპანიაა გერმანიის ქალაქ ზოლინგენიდან (დაარს. 1906 წ.), რომელიც ორიენტირებულია მსოფლიოში საუკეთესო საპარსი საშუალებების შექმნა/წარმოებაზე. მარტივად რომ ვთქვათ ზოლინგენი გერმანიაში ცივი იარაღის მექაა და შუა-საუკუნეებიდან მოყოლებული მეტსახელად “მახვილების ქალაქს” უწოდებენ, რადგან ისტორიულად ზოლინგენში მამები შვილებს სულ მცირე ასაკიდანვე ცივი იარაღის ჭედვას და ფოლადთან განსხვავებულ ურთიერთობას ასწავლიდნენ. ალბათ ამიტომაც არავის უკვირს მსოფლიოში 10-მდე ცნობილი ბრენდის წარმომავლობა სწორედ ზოლინგენიდან რომ მოდის.
წვერის და ულვაშის მაკრატელი DOVO Oxy
129.95₾
დროებით არ არის გაყიდვაში
წვერის და ულვაშის მაკრატელი Dovo Oxy, გერმანიის ქალაქ ზოლინგენის უმაღლესი ხარისხის კარბონის მეტალისგან დამზადებული მაკრატელია, რომელიც იმდენად კომფორტული ინსტრუმენტია წვერის და ულვაშის შესასწორებლად რომ ერთხელ მოხმარების შემდეგ მის გარეშე შესწორება ნამდვილად შეუძლებელი გახდება.
მთავარი განსხვავება სხვა სტანდარტულ მაკრატელთან მისივე ზომაში და მეტალის დამუშავებაშია: კომპაქტური ზომა ნიშნავს, რომ შესწორებისას მარტივად დიდი დახრის კუთხის გაკეთება + მოქნილობას გვაძლევს, ხოლო მეტალის დამუშავებას რაც შეეხება ეს შესაძლოა ბევრმა ბარბერმაც კი არ იცოდეს რომ წვერისთვის განკუთვნილი მაკრატლის პირი რადიკალურად განსხვავებულად საჭიროებს დამუშავებას და პირის განსხვავებული სისქის გამოყვანას, რადგანაც თმასთან შედარებით წვერი ბევრად უფრო სქელი და უხეშია, ხოლო თმისთვის განკუთვნილი მაკრატლის გამოყენება კი სწრაფად ზიანდება და იმდენად ეფექტურად მაინც არ ჭრის.
დროდადრო ჩვენი მაკრატელი საჭიროებს სპეციალური ზეთით, ბალზამით ან ხსნარით დამუშავებას, გაპრიალებას, რათა კარბონის მეტალმა ჟანგვითი პროცესები არ დაიწყოს, ხოლო თუკი დასველდა კარგად გაწმინდეთ და დიდი ხნის განმავლობაში სისველეში არ დატოვოთ.
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.