წვერის და ულვაშის მაკრატელი DOVO Oxy

129.95

წვერის და ულვაშის მაკრატელი Dovo Oxy, გერმანიის ქალაქ ზოლინგენის უმაღლესი ხარისხის კარბონის მეტალისგან დამზადებული მაკრატელია, რომელიც იმდენად კომფორტული ინსტრუმენტია წვერის და ულვაშის შესასწორებლად რომ ერთხელ მოხმარების შემდეგ მის გარეშე შესწორება ნამდვილად შეუძლებელი გახდება.

მთავარი განსხვავება სხვა სტანდარტულ მაკრატელთან მისივე ზომაში და მეტალის დამუშავებაშია: კომპაქტური ზომა ნიშნავს, რომ შესწორებისას მარტივად დიდი დახრის კუთხის გაკეთება + მოქნილობას გვაძლევს, ხოლო მეტალის დამუშავებას რაც შეეხება ეს შესაძლოა ბევრმა ბარბერმაც კი არ იცოდეს რომ წვერისთვის განკუთვნილი მაკრატლის პირი რადიკალურად განსხვავებულად საჭიროებს დამუშავებას და პირის განსხვავებული სისქის გამოყვანას, რადგანაც თმასთან შედარებით წვერი ბევრად უფრო სქელი და უხეშია, ხოლო თმისთვის განკუთვნილი მაკრატლის გამოყენება კი სწრაფად ზიანდება და იმდენად ეფექტურად მაინც არ ჭრის.

დროდადრო ჩვენი მაკრატელი საჭიროებს სპეციალური ზეთით, ბალზამით ან ხსნარით დამუშავებას, გაპრიალებას, რათა კარბონის მეტალმა ჟანგვითი პროცესები არ დაიწყოს, ხოლო თუკი დასველდა კარგად გაწმინდეთ და დიდი ხნის განმავლობაში სისველეში არ დატოვოთ.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა