Dovo Shavette – სამართებელი

129.95

Dovo Shavette – სამართებელი

129.95

DOVO Shavette – არის სწორპირიანი სამართებელი ცვლადი პირებით. გამოიყენება ისევე, როგორც კლასიკური სამართებელი. პირის შეცვლის შესაძლებლობა მას უკიდურესად კომფორტულს ხდის პირადი მოხმარებისას, რადგან არ სჭირდება გალესვა და გასალესი აქსესუარები.

  • უჟანგავი ფოლადის
  • ეცვლება საპარსი პირები
  • დამზადებულია გერმანიაში
  • მოყვება 2 ცალი საპარსი პირი
  • ზომები 13.3 სმ x 1.7 სმ x 0.9 სმ

მასალა: სამართებელი სახელურიანად დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან. ეს მასალა მაღალი გამძლეობით გამოირჩევა წყლის, ორთქლისა და ტენიანობისგან გაჩენილი კოროზიისადმი. სახელურის მასალა არის მატი, რაც უზრუნველყოფს, რომ შეძლოთ სამართებლის კომფორტულად და უსაფრთხოდ დაჭერა, სველი ხელებითაც კი. მძიმე წონა ეხმარება სამართებელს უპრობლემოდ გასრიალდეს თქვენს სახეზე.

მოხმარება: სამართებელში თავსდება უნივერსალური საპარსი პირები, რომელიც უნდა გადატეხოთ და ნახევარი ჩასვათ, ჩვენი რჩევაა ამ სამართებლისთვის გამოიყენოთ ამავე ბრენდის, Dovo-ს საპარსი პირები, 1 ცალი პირით, დაახლოებით 10-12 ჯერ შეგიძლიათ წვერის პარსვა. წვერის ფორმის შესწორება კი გაცილებით მეტჯერ. რაც შეეხება საპარს საშუალებებს, ვინაიდან სამართებელი არის პროფესიონალური, გირჩევთ გამოიყენოთ საპარსი კრემი, ხოლო დასრულების შემდგომ გამოიყენოთ პარსვის შემდგომი ბალზამი.

შენახვის პირობები: სამართებელი საჭიროებს ძალიან მცირე მოვლას. მოხმარების შემდგომ გარეცხეთ პირის დამჭერი და სახელური, შემდეგ კი რბილი ქსოვილით გაამშრალეთ, ამ მარტივი წესის დაცვით თქვენი სამართებელი შენარჩუნდება წლების განმავლობაში. პერიოდულად, შეგიძლიათ დაამატოთ ზეთი ბრუნვის სახსარზე, რათა მისი გახსნა ისეთივე გლუვი იყოს, როგორც პირველ დღეს.

ბრენდის შესახებ ინფორმაცია: შთამბეჭდავი ისტორიითა და ტრადიციებით გამორჩეული, DOVO Solingen არის გერმანული ბრენდი ქალაქ ზოლინგენიდან, დაარსდა 1906 წელს. მისი მთავარი მიზანია, შექმნას უმაღლესი ხარისხის საპარსი აღჭურვილობა მსოფლიო ბაზრისთვის. ზოლინგენი ცნობილია, როგორც ცივი იარაღების სამშობლო გერმანიაში, სადაც საუკუნეების მანძილზე მშობლები გადასცემდნენ შვილებს ფოლადის დამუშავების უნიკალურ ცოდნასა და უნარებს. სწორედ ამ მდიდარი მემკვიდრეობის წყალობით, ქალაქმა მიიღო მეტსახელი “მახვილების ქალაქი” და მისი წიაღიდან წარმოიშვა 10-მდე მსოფლიო დონის ბრენდი. DOVO-ს განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი სამართებელი იქმნება ძველებური ტექნოლოგიებითა და უძველესი დანადგარების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს უახლესი, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა, ის ინარჩუნებს ტრადიციულ მიდგომებს წარმოების რამდენიმე ეტაპზე. საბოლოოდ კი, ხელოსნების ოსტატობა, მათი წინაპრებისგან შეძენილი ცოდნა და სიყვარული ყოველი ნივთის მიმართ, ქმნის DOVO-ს პროდუქციის დაუვიწყარ ხარისხსა და ხიბლს.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა