Pine Tar (DR. SQUATCH) – საპონი წვერის და ტანისთვის

29.95

საპონი წვერისთვის - Pine Tar Dr Squatch at Beard.ge
Pine Tar (DR. SQUATCH) – საპონი წვერის და ტანისთვის

DR. SQUATCH ბრენდის ორგანული საპონი ფიჭვის და ფიჭვის ფისისგან დამზადებული, შავი ფერის, ეს არის ის აუცილებელი ფუფუნება რისი გამოყენებაც პირველივე დღესვე თავს შეგაყვარებთ! თითოეული საპონი ითვლება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, პრემიუმ ხარისხის საპნად და აბსოლუტურად ყველა ხელნაკეთია! “DR. SQUATCH საპონი ფიჭვის სურნელით” მისი გამოყენებისას შეგრძნება დაგეუფლებათ თითქოს და ფიჭვის ტყეში შხაპს იღებთ, მისი ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ფიჭვის ფისია 🙂

ხელნაკეთი საპონი აშშ-ში, 100% ორგანული & ნატურალური!

საპნის დადებითი თვისებები: ფიჭვის ფისი სუბსტანციაა რომელიც პოპულარულია საუკუნეების მანძილზე. მას მრავალი გამოყენება აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაღალი ხარისხის საპნების დასამზადებლად იყენებენ. რატომ მაინც და მაინც ფიჭვის ფისი? იმიტომ რომ ფიჭვის ფისს საოცრად სასარგებლო უნარი გააჩნია: კანის დამამშვიდებელი და მისი სწრაფად გამაჯანსაღებელი ეფექტი, რეკომენდირებულია მისი გამოყენება გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად ეკზემის და ფსორიაზის დროს (სხვადასხვა წარმოშობის გამონაყარი სახეზე), ასევე ფიჭვის ფისი აქრობს კოღოების და სხვადასხვა მწერების მიერ კბენისგან ქავილის შეგრძნებას და ამშვიდებს კანს. 

საპონი რა თქმა უნდა მხოლოდ ფიჭვის ფისისგან არ შედგება, ფიქრის შედეგად თუ როგორ გამხდარიყო იგი “სუპერ საპონი”, მას დაემატა სხვადასხვა ძალიან სასარგებლო და 100% ორგანული ინგრედიენტები: ქოქოსის, ზეითუნის, კანაფის და არაგენმოდიფიცირებული სოიოს 100% ნატურალურ ზეთები, ასევე დამატებული შიის კარაქი და სხვადასხვა მცენარეებისგან შემდგარი ნატურალური ზეთები.

საპნის ხელში დაჭერისას სასიამოვნო სურნელი თუკი მოგეჩვენებათ მის პრივილეგიად, იცოდეთ რომ გარდა სურნელისა ამ საპონს იმდენად ბევრი სასარგებლო ეფექტი გააჩნია, რომ მისი გამოყენებისას თქვენი წვერი იგრძნობს თავს როგორც არაჩვეულებრივ ამინდში მწვანედ აბიბინებული მინდორი 🙂

შენახვის პირობები: იქონიეთ მხედველობაში, რომ არ დატოვოთ საპონი სისველეში, ვინაიდან მისი ძირითადი შემადგენლობა ორგანული ზეთებია, წყალთან კავშირში გამოიწვევს მისი მოხმარების ხანგრძლივობის შემცირებას და მარტივად გალღვება. მოხმარების შემდეგ კარგად უნდა მოაცილოთ წყლის წვეთები საპონს და მოათავსოთ სასაპნეში.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა