ჯიბის გასაშლელი სავარცხელი KENT 20T

24.95

კენტის ხელნაკეთი გასაშლელი სავარცხელი - Kent 20T - Beard.ge
ჯიბის გასაშლელი სავარცხელი KENT 20T

24.95

ჩვენი ახალი პროდუქტი, ჯიბის გასაშლელი სავარცხელი წარმოადგენს KENT-ის მიერ შექმნილი ხელნაკეთი სავარცხლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად პროდუქტს. მისი ხარისხი მხოლოდ ბრენდის სახელოვან იმიჯში არ გამოიხატება, სავარცხლის კბილები გამოყვანილია ხერხით, ხელით დამუშავების გზით და არა პლასტიკის გადადნობით და ყალიბში ჩასხმით, ანდაც აპარატით კბილების ამოკვეთით. ითვლება ძალიან მყარ სავარცხლად და რაც უმეტეს მსგავსი მატერიის მქონე სავარცლებს ვარდნის დროს ემართება, დარწმუნებულები იყავით რომ თქვენს სავარცხელს ძირს დავარდნით გატეხვა ან დაზიანება არ ემუქრება. ზომიდან გამომდინარე მარტივად მოათავსებთ უკანა ჯიბეში და დაამაგრებთ სპეციალური სამაგრით.

სავარცხლის კბილები საშუალო დაშორებისაა ერთმანეთისგან, შესაბამისად იდეალურია მისი გამოყენება როგორც წვერისთვის ასევე თმისთვისაც. სავარცხელი არ იმუხტება და არის ძალიან მყარი. დარწმუნებული იყავით რომ ზღვა სალონებიდან თუ ბარბერებიდან მხოლოდ რამდენიმეს თუ ექნება მსგავსი ხარისხის სავარცხელი 🙂 ხოლო ფაქტი რომ იგი ხელნაკეთია და თქვენთვის უცხო პიროვნებამ, მისი ცხოვრებიდან გარკვეული დრო დათმო, რათა შეექმნა იდეალური, მაღალი ხარისხის, სავარცხელი რომელიც თქვენი გახდებოდა, თქვენს წვერს უფრო მეტად განსაკუთრებულს ხდის 🙂

ზომა:
გაშლილ მდგომარეობაში: 16.5 სმ x 2 სმ
დაკეცილ მდგომარეობაში: 9 სმ x 2.5 სმ

საინტერესო ფაქტი:
კომპანია GB Kent & Sons Ltd. ჯაგრისებისა და სავარცხლების მწარმოებელი კომპანიაა XVIII (მეთვრამეტე) საუკუნიდან. იგი დაარსებულია 1777 წელს და ითვლება ერთ-ერთ უძველეს კომპანიად დიდ ბრიტანეთში. დიდი ბრიტანეთის სამეფო კარზე, ყოველი მონარქი, დაწყებული ჯორჯ III-დან (დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე 1801-1820 წ.წ.) კომპანიას ანიჭებდა “საუკეთესო ბრიტანული ჯაგრისები”-ის წოდებას.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა