#17 გიგანტური სასაჩუქრე ნაკრები წვეროსანი მამაკაცისთვის

421.25

#17 - გიგანტური საჩუქარი წვეროსანი მამაკაცისთვის Beard.ge -გან
#17 გიგანტური სასაჩუქრე ნაკრები წვეროსანი მამაკაცისთვის

421.25

წარმოგიდგენთ გიგანტთა ბელადს – სასაჩუქრე კომპლექტი #17. ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ იმ მამაკაცის წვერი ვინც ამ გიგანტს საჩუქრად მიიღებს, ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად და სანახაობად იქცევა სულ მალე. ნაკრები შედგენილია იმ ნივთებით რაზეც მთელი წლის განმავლობაში უდიდესი მოთხოვნა ფიქსირდეობდა წვერის მოვლის კატეგორიაში და ასევე ჩვენი მთელი გუნდის საყვარელი პროდუქციით. გვჯერა რომ მრავალფეროვნება აუცილებელია წვერის მოვლაში და განსაკუთრებით მაშინ როდესაც სურნელოვან მოვლის საშუალებებს ეხება საქმე, სწორედ ამიტომ ჩვენი გიგანტი შეიცავს არამარტო ზეთების სხვადასხვა კომბინაციებს, არამედ დასაბანი საშუალებების ასორტიმენტს, დასავარცხნი საშუალებების,  დამატენიანებლების არჩევანს და დამატებით სხვა საყვარელ ნივთებს.

🎁 რა შედის სასაჩუქრე კომპლექტში?

  1. ოთხი ნებისმიერი 15 მლ. წვერის ზეთი (ხელმისაწვდომია 8 განსხვავებული სურნელი) – წვერის ზეთი უნივერსალური პროდუქტია, მისი მოხმარება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპისა თუ სიგრძის წვერზე. წასმისას ზეთი მომენტალურად არბილებს წვერს, ხდის მართვადს, აჯანსაღებს, აქრობს ქავილის მსგავს/დისკომფორტის შეგრძნებას და შემატებს მამაკაცური პარფიუმის საოცარ სურნელს. (გთხოვთ, ანგარიშსწორების გვერდზე, შენიშვნების გრაფაში, მიუთითეთ თუ რომელი სურნელით გსურთ წვერის ზეთი. სურნელების მოკლე დახასიათება იხილეთ ქვემოთ)

  2. წვერის, თმის და სახის 2 ცალი განსხვავებული სურნელებით შამპუნი – დამარბილებელ-გამაჯანსაღებელი, რომელიც ნებისმიერი ტიპის წვერზე და თმაზე გამოიყენება. 1⃣ მამაკაცის მოტკბო პარფიუმის Tobacco & Patchouli-ს და შედარებით ოდნავ 2⃣ გრილი პარფიუმის სურნელით Blue 100 მლ.

  3. სავარცხელი წვერის მოვლის განუყრელი ნაწილია და ვარცხნის პროცესი კი დიდი სიამოვნება. კომპლექტში საშუალება გაქვთ 2 ყველაზე პოპულარული სავარცხლიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ:
    1⃣ ბრიტანული ხელნაკეთი გასაშლელი სავარცხელი Kent 20T ან   2⃣სანდალის ხის სავარცხელი (გთხოვთ, ანგარიშსწორების გვერდზე შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ თუ რომელი სავარცხელი გსურთ მოთავსდეს შეფუთვაში)

  4. წვერის ჯაგრისი ის საოცარი პროდუქტია რომელიც მის მფლობელს ნამდვილად თავს შეაყვარებს. ჯაგრისით იდეალურად ხდება წვერის ვარცხნა და ზეთის გადანაწილება + სახის/წვერის დამასაჟება 🙂 კომპლექტში შესაძლებელია 2 ჯაგრისიდან ერთ-ერთის შერჩევა: წვერის ჯაგრისი გარეული ტახის ჯაგარი + მუხა (მეტალის კოლოფით), 1️⃣ ნატურალური ფერის მუხით ან 2️⃣ მუქი ფერის მუხით (გთხოვთ, ანგარიშსწორების გვერდზე შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ თუ რომელი ჯაგრისი გსურთ მოთავსდეს შეფუთვაში)

  5. Azbane-ის წვერის დამატენიანებელ-დამარბილებელი – ზეთებისგან განსხვავებით კრემის სახითაა წარმოდგენილი, რომელიც იდეალური დამატენიანებელი საშუალებაა. შეიცავს უამრავ გამაჯანსაღებელ საშუალებას და გარდა დარბილება-დატენიანებისა, იგი აგვარებს იმ სახის პრობლემებს როგორიცაა გამომშრალი წვერისგან გამოწვეული ქერტლი, წვერის ღერების გაყოფა და ა.შ.

  6. Reuzel-ის წვერის ქაფი – ზეთებისგან ან კრემისგან განსხვავებით სრულიად ახლადშექმნილი პროდუქტია, რომელიც ქაფის სახითაა წარმოდგენილი. წასმისას მომენტალურად სისველეს იგრძნობთ, შეგრძნება გეუფლებათ თითქოს წყალი შეისხით წვერში, რეალურად კი მომენტალურად შრება და ხვდებით რომ სველი არც ყოფილა წვერი 😀 იდეალური დამატენიანებელი საშუალებაა რომელიც წვერს გარდა დატენიანება/დარბილებისა, მოცულობას მატებს და გაცილებით მორჩილს ხდის.

  7. წვერის ბალზამი ტყის სურნელით 60 გრ., იდეალური პროდუქტია საშუალო ან გრძელი წვერის მქონე მამაკაცისთვის, რათა მიიღოს წვერის მომენტალური დარბილება და მცირედი ფიქსაცია ერთიანი ვიზუალისთვის (დაახლოებით 3-4 თვის საკმარი მოცულობა).

  8. ულვაშის ცვილი მენთოლის სურნელით ან სურნელის გარეშე – უძლიერესი ფიქსაციის მქონე პროდუქტი, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია სალვადორ დალივით ულვაშების დაყენება, ან უბრალოდ ზედა ტუჩს ქვემოთ ჩამოსული ულვაშის გვერდებზე გადაწევა და მთელი დღის მანძილზე სტილის შენარჩუნება. (გთხოვთ, შეკვეთის გაფორმებისას, ანგარიშსწორების გვერდზე, შენიშვნების გრაფაში მიუთითეთ თუ რომელი სურნელით გსურთ ულვაშის ცვილი. მენთოლის სურნელით ან სურნელის გარეშე)

  9. Kent 81T ულვაშის ხელნაკეთი ბრიტანული სავარცხელიდაახლოებით ხელის გულის ზომის სავარცხელია, რისი მეშვეობითაც თქვენს ულვაშებს ან მომავალ ულვშებს განცხრომაში ჩააგდებთ, როგორც ვარცხნის ხარისხით ასევე კომფორტითა და მოსახერხებლობით.

  10. ნატურალური აშშ-ში ხელნაკეთი საპონი Dr. Squatch რომელიც წვერის/სახის/ტანის საოცარი დასაბანი საშუალებაა. რეალურად საპონი ნატურალური ზეთების მიქსზეა დამზადებული, აქვს დამარბილებელ-გამაჯანსაღებელი ეფექტი. შერჩევა შესაძლებელია 3 სურნელს შორის: 1⃣Pine Tar 2⃣ Cool Fresh Aloe ან 3⃣ Cedar Citrus (გთხოვთ, ანგარიშსწორების გვერდზე, შენიშვნების გრაფაში, მიუთითეთ თუ რომელი სურნელით გსურთ წვერის ზეთი. სურნელების მოკლე დახასიათება იხილეთ ქვემოთ)
  11. წვერქანდაზი – ატრიბუტი რომელიც შესაძლოა ჩვენზე მეტად ჩვენი ოჯახის წევრებს უყვარდეთ 😀 რეალურად მუდამ პრობლემაა წვერის სარკესთან შესწორებისას დაყრილი წვერის წმენდა, გასუფთავება და ა.შ. წვერქანდაზს კი არ სჭირდება დიდი გაცნობა, მისი მეშვეობით ამ ყველაფერზე დროს დაზოგავთ, აღარ დაგჭირდებათ ხელის გულზე დაგროვილი წყლის გადასხმა დაყრილ წვერზე და შეინარჩუნებთ სისუფთავეს ამ მარტივი მაგრამ საჭირო ნივთით.

სასაჩუქრე ნაკრებში დამატებით უფასოდ შედის:

  • სტიკერები – წვერთან კავშირში მყოფი, მანქანისთვის, ლეპტოპისა და მობილურისთვის
  • მისალოცი ბარათი თქვენი სასურველი ტექსტით (მხოლოდ ონლაინ შეძენისას) – შეკვეთის გაფორმებისას ანგარიშსწორების გვერდზე, მიუთითეთ მისალოცი ბარათის ტექსტი და ჩვენ მას მოვათავსებთ სასაჩუქრე შეფუთვაში.😍

სურნელების მოკლე აღწერა:
ზეთის და შამპუნის თითოეული სურნელი ჰგავს მამაკაცის პარფიუმის მდიდარ სურნელს.
მოტკბო სურნელები: Tobacco & Vanilla, Tobacco & Patchouli, Geranium & Citrus (ოდნავ მოტკბო და ციტრუსის სურნელი) / Cedarwood & Nutmeg (მოტკბო & წიწვოვანი სურნელი) /  Black Pepper & Lavender
შედარებით გრილი / ნეიტრალური: Clove & Sage, Vetiver & Cardamom, Laurel & Incense

👉 ჩვენი მისამართების სანახავად დააჭირეთ ამ ბმულს

ს/კ: 402021, 402026, 402028, 402029, 402030, 402031, 00011, 00015, 00018, 00023, 00025, 00029, 00035, 00050, REU027 კატეგორია:

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა