ხელნაკეთი მინი სავარცხელი ულვაშისთვის KENT 81T

18.95

ხელნაკეთ ულვაშის სავარცხელი Kent 81T - Beard ge
ხელნაკეთი მინი სავარცხელი ულვაშისთვის KENT 81T

18.95

ჯიბის, მცირე ზომის, ულვაშის სავარცხელი წარმოებული KENT-ის მიერ, წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ საუკეთესო სავარცხელს საუკეთესოთა შორის. რა თქმა უნდა დაინტერესდებით თუ რაში მდგომარეობს მისი ასეთი მაღალი შეფასება და რით განსხვავდება ჩვეულებრივი სავარცხლისგან – პირველ რიგში ეს ყველაფერი მცირე დეტალებშია.

სავარცხელი არის ხელნაკეთი და თითოეული მათგანი მზადდება სავარცხლის ოსტატების მიერ მხოლოდ ხელით და ხელსაწყოების დახმარებით, არ გეგონოთ სტანდარტულად ერთსა და იმავე ყალიბში ჩამოსხმული პლასტიკი. თითოეული სავარცხლის კბილი იხერხება უწვრილესი ხელსაწყოებით, მუშავდება, პრიალდება და მზადდება ქარხანაში სადაც უმცირეს დეტალებზეა აქცენტი გამახვილებული, სადაც მათი მიზანი არა მხოლოდ ბრენდის მოგების ნახვაა, არამედ მიზანი ერთია – შეიქმნას მსოფლიოში საუკეთესო #1 სავარცხელი.

ერთი შეხედვით შეიძლება იდენტური მოგეჩვენოთ ორი ერთნაირი სავარცხელი, მაგრამ დაკვირვებით შეატყობთ მათ უნიკალურობას, კბილებს შორის უმცირეს სხვაობასა და სხვადასხვა ოსტატების მიერ დაშვებულ “შეცდომებს” რის ხარჯზეც სავარცხლებს უნიკალურობის ფასი ედება. სავარცხლის თითოეული კბილის თავი მოპრიალებულია რათა მათი შეხებისას კანმა არა მხოლოდ სავარცხლის არამედ მისგან მონიჭებული მასაჟის სიამოვნება მიიღოს.

ზომა: 73 მმ (სიგრძე) / 15 მმ (სიგანე)

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა