შეფასების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს, ვინც უკვე შეიძინა ეს პროდუქტი.
#27 კომპლექტი: Proraso საპარსი საშუალებები (მგრძნობიარე კანისთვის), მეტალის კოლოფის შეფუთვაში
84.95₾ 80.70₾
Proraso Toccasana წვერის შესწორების და საპარსი საშუალებების ლეგენდარული ნაკრებია, რომელიც გათვლილია მათთვის ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს და შედარებით მარტივად უღიზიანდებათ. ყველა ვთანხმდებით რომ არ აქვს მნიშვნელობა წვერი რა სიგრძეზე გაქვთ მოშვებული, საპარსი საშუალებები მაინც დროდადრო აუცილებელია ფორმის შესწორებისთვის, კანტების გასასწორებლად, არასასურველ ადგილას ამოსული წვერის მოსაშორებლად და ა.შ.; რა თქმა უნდა ვინც სისტემატიურად იპარსავს მათი კანი შედარებით უფრო მეტად ეჩვევა ამ გარემოებას და უფრო ამტანი ხდება პარსვის მხრივ გამოწვეული გაღიზიანება/სიწითლის მხრივ, მაგრამ მაინც საკმაოდ ხშირია ეს პრობლემა, ხოლო მათ ვისაც წვერი აქვთ მოშვებული და შესწორება/პარსვა საკმაოდ იშვიათად უწევთ, ამ შემთხვევაში კანი ეჩვევა ამ იდეალურ გარემოებას და ბევრად უფრო მარტივად იწყებს გაღიზიანებას თუნდაც ღაწვებზე წვერის კანტის შესწორებისას… ამ დროს კი (იტალიური მუსიკის თანხლებით) ერთვება Proraso Toccasana საპარსი საშუალებების ნაკრები, რომლის გამოყენებითაც წვერის შესწორება და პარსვის შედეგი ბავშვის კანივით სასიამოვნოს გახდის თქვენს კანს, არ გაგიღიზიანდებათ და მამაკაცის სასიამოვნო კლასიკური სურნელით შეამკობს მას.
Proraso 1908 წელს დაარსებული იტალიური ბრენდია
სასაჩუქრე კომპლექტი შედგება 3 დიდი ზომის პროდუქტისგან:
- პარსვამდე გამოსაყენებლი კრემი (მგრძნობიარე კანისთვის 100 მლ.) – ამზადებს კანს იდეალური პარსვისთვის, არბილებს კანს და ასწორებს წვერს. დეტალური აღწერისთვის იხილეთ პარსვამდე გამოსაყენებელი კრემის (ნებისმიერი ტიპის კანისთვის 100მლ) აღწერა.
- საპარსი კრემი 150 მლ. მგრძნობიარე კანისთვის
- პარსვის შემდგომი ბალზამი 100 მლ (მგრძნობიარე კანისთვის) – კანის დამამშვიდებელი, აქრობს შეწითლებას და ხდის ფაფუკს, არ იწვევს წვას
ნაკრები გათვლილია 7-8 თვიდან 1 წლამდე მოხმარებისთვის (სისტემატიური პარსვის შემთხვევაში)
შეფასებები
პროდუქტის შეფსება არ მოიძებნა.