ულვაშის ცვილი ლიმონის სურნელით, ძლიერი ფიქსაციისთვის (30 გრ)

19.95

Clear

როგორც იქნა მივიღეთ სუპერ ფიქსაციისთვის შექმნილი ულვაშის და წვერის ცვილი. გააჩნია სასიამოვნო ლიმონის სურნელი, მაგრამ გარდა სურნელისა მას შეუძლია თქვენი ნებისმიერი წარმოსახვა ულვაშის და წვერის ფორმასთან დაკავშირებული დააკმაყოფილოს და აქციოს რეალობად. ულვაშის ცვილი გამოიყენება ფორმის მისაცემად, იგი არ არის შექმნილი ზეთებისგან და ბალზამებისაგნ განსხვავებით წვერისათვის სიფაფუკის შეძენისთვის, ცვილის მთავარი და ერთადერთი ფუნქციაა ნებისმიერი ფორმის წვერის და ულვაშის გამოყვანა როგორიც მის მომხმარებელს მოუნდება.

გამოყენებულია მხოლოდ 100% ორგანული და ნატურალური ინგრედიენტები!

მათ ვისაც აწუხებს უფორმო წვერი ან ულვაში, ან მათ ვისაც სურვილი აქვს თუნდაც იდეალურად გასწორებული წვერის ტარების, ეს ცვილი ზუსტად ასეთი წვერ-ულვაშებისთვისაა შექმნილი. ამ ცვილის გამოყენებით შეგიძლიათ თქვენი ფაფუკი ულვაში აქციოთ სალვადორ დალის წვრილი და ზემოთ აპრეხილ ულვაშად და თან ლიმონის სურნელიც შესძინოთ მას 🙂 ბურძგლა წვერს კი იმდენად დალაგებულ და ერთიანი ფორმის მქონე წვერად აქცევთ რომ თითქოსდა თითოეული წვერის ღერი იდეალურად შერწყმულია ერთმანეთთან.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ ქავთარაძის გუდვილი ➡ თბილისი მოლი ➡ საბურთალოს ქუჩაზე Carrefour
➡ ისთ ფოინთი ➡ მაღაზია გროზნოს 3➡ბათუმის ჩოპ-ჩოპ
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა