Cool Fresh Aloe (DR. SQUATCH) – ორგანული საპონი წვერისთვის

29.95

Cool Fresh Aloe ორგანული საპონი მამაკაცებისთვის Beard.ge
Cool Fresh Aloe (DR. SQUATCH) – ორგანული საპონი წვერისთვის

ერთადერთი რამ რაც ამ საპნით შხაპის მიღებაზე მეტად გამაცოცხლებელი იქნება თქვენი წვერისთვის, თქვენთვის და სხეულისთვის, ალბათ რომ წარმოიდგინოთ ყინულივით ცივ მდინარეში, გარშემორტყმული დათოვლილი მთებით და მზის სხივებით, ახალშობილივით ტანსაცმლის გარეშე ჩაწოლა, ასეთი FRESH შეგრძნებები დაგეუფლებათ ალოეს 100% ორგანული & ნატურალური საპნის ყოველდღიური გამოყენებისას 🙂

ხელნაკეთი საპონი აშშ-ში, 100% ორგანული & ნატურალური!

საპნის სურნელი საოცარი და გამაცოცხლებელია, მაგრამ გამოყენების შემდეგ არ ტოვებს იგი მძაფრ სურნელს, შედარებით ნაზი და კლასიკური ხდება. მისი გამოყენება რეკომენდირებულია როგორც წვერზე, თმაზე ასევე სხეულზე შხაპის დროს, ვინაიდან ნატურალურია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს. გააჩნია უამრავი გამაჯანსაღებელი და სასარგებლო ინგრედიენტი რაც მნიშვნელოვანია ფაფუკი და ჯანსაღი წვერის როგორც გაზრდისთვის ასევე შენარჩუნებისათვის.

გამოსადეგი ინფორმაცია ალოეზე:
ალოე განსაკუთრებული მარადმწვანე მცენარა, რომელიც შეიცავს უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას. მისი შესწავლით განსაკუთრებით ის მკვლევარები არიან დაინტერესებულები ვინც ადამიანის დაბერებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების პროცესებით არიან დაინტერესებულები, ვინაიდან ალოე შეიცავს 20-მდე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ გაახალგაზრდავებას, კანის ქსოვილების აღდგენასა და განახლებას, არამედ იგი მოქმედებს როგორც ძლიერი სტიმულატორი რომელსაც შეუძლია ადამიანში შრომისუნარიანობის ამაღლება და ასევე როგორც ადაპტოგენი (ორგანიზმის გარემო-პირობებთან შეგუებასა და ავადმყოფობებისგან დამცავი წინაღობის შექმნა).

ყოველმიზეზგარეშე ალოე მაინც ცნობილია და რა თქმა უნდა რჩება, როგორც ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი და ორგანული საშუალება რომელიც გამოიყენება ჭრილობის სწრაფად შეხორცების, ქსოვილის აღდგენის და დამწვრობისას გამოსაყენებელ ბუნებრივ საშუალებად. ალოე ვერა მდიდარია ვიტამინებით როგორებიცაა მაგალითად: A, C, E, B1, B2, B3, B6, B12, მაგნიუმს, კალციუმსა და ა.შ. ალოეს გამოყენება მიზანშეწონილია ეგზემის დროს, დამწვრობისა და წყლულოვანი პათოლოგიების დროს. ალოესგან დამზადებული ორგანული საპნის გამოყენება წვერთან და კანთან შეხებისას საკმაოდ სასარგებლო და გამაჯანსაღებელ საშუალებად იქცევა თქვენი ყოველდღიური ჰიგიენის პროცესის დროს.

შენახვის პირობები: იქონიეთ მხედველობაში, რომ არ დატოვოთ საპონი სისველეში, ვინაიდან მისი ძირითადი შემადგენლობა ორგანული ზეთებია, წყალთან კავშირში გამოიწვევს მისი მოხმარების ხანგრძლივობის შემცირებას და მარტივად გალღვება. მოხმარების შემდეგ კარგად უნდა მოაცილოთ წყლის წვეთები საპონს და მოათავსოთ სასაპნეში.

 
დიდი მადლობა სტუმრობისთვის 😊 მომავალ შეხვედრამდე 😘
ჩვენი მისამართები: ➡ სითი მოლი საბურთალო ➡ თბილისი მოლი
➡ გალერია თბილისი ➡ ისთ ფოინთი
📢 ვმუშაობთ ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით
ჩვენი საკონტაქტო ნომერია ☎️ (032) 205 45 15
Beard.ge ©️
#წვერისმოშვებისდროა